Beretta DT10 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Beretta DT10 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() DT10 -ი ლეგენდარული ფირმის მორიგი, ბრწყინვალე კონსტრუქციის თოფია. ბერეტას ამ პოპულარულ თოფში, ყველა დროის , საუკეთესოდ აღიარებული კვანძების მთელი "ბუკეტია" გამოყენებული... თოფის კალაპოტი ძალიან დაბალია. ვერტიკალურად განლაგებული ლულების ჩამკეტი მექანიზმი ბოს ვუდვარდის ჩაკეტვის სისტემის სახესხვაობაა. ლულები, კალაპოტს გვერდითი შვერილებით უართდენბა (არ არის ღერძზე დაკიდების სისტემა) ![]() ლულები კალაპოტთან დამატებითი შვერილებით , მჭიდროდ ერთდება. ამისთვის კალაპოტის ფარზე შესაბამისი ღრმა ჭრილებია დატანილი. ![]() ეს კი კალაპოტის ფარის ჭრილები ![]() ორი დამატებითი შვერილი ლულებს კალაპოტთან კიდევ ერთი დამატებითი ჩამკეტით მჭიდროდ აფიქსირებს. ეს უკანასკნელი გრინერის ლეგენდარული ჭანჭიკის სახესხვაობაა და მის დადებით თვისებებზე არ ღირს გაჩერება ![]() მორიგი ჩამკეტი სისტემის ნაწილი , ასე ვთქვათ ბერეტას "მშობლიური" კვანძია , უფრო კონკრეტულად ალბათ სამარკო ნიშანი . მკვეთრად ამოღებული კალაპოტის გვერთითი კედლები ბერეტას 682 სერიისთვისაა დამახასიათებელი და მისთვის სიმტკიცის ნიშანს წარმოადგენს . ![]() ![]() ვესტლი რიჩარდის გადასაწევმა ბერკეტმა ასევე განიცადა მცირედი მოდერნიზაცია . ის გაცილებით მასიური და ნიჩბისებური მოყვანილობის გახდა . პრაქტიკამ დაადგინა რომ ასეთი გადასახსნელი ბერკეტი ბევრად ამარტივებს გადახსნაზე საჭირო ძალას და რაც მთავარია ცაცია მსროლებისათვის გაცილებით კომფორტულია . ![]() ![]() სასხლეტ დამცემი მექანიზმი (სდმ ) უნივერსალური , ერთ სასხლეტიანია , დამცავზევე მოთავსებული სელექტორით . ს დ მ ე.წ. ადვილად მოსახსენლი. საჭიროების შემთხვევაში (დაზიანების-გაფუჭების ) ასეთი მექანიზმი რამდენიმე წამში შეიძლება შეიცვალოს სათადარიგოთი. ![]() ლულების სიგრძე ვარიაბელური 71, 76 , 81 სმ . ლულები ყოველთვის მონობლოკია. გაბურღვა 18,6 მმ სავაზნე 76 მმ სტანდარტული ჩოკები სურვილისამებრ , მობილური ან ფიქსირებული. სამიზნე თამასა ნებისმიერი კონსტრუქციის , ზომ 10 სმ X 7სმ . ლულების შემართებელი ღერძები ვინტილირებული ან საერთოდ მათ გარეშე. კონდახი და ტიბჟირის გეომეტრია თოფის დანიშნულებისამებრ. კაკალი მაღალი და უმაღლესი კლასის. წონა 3,300 კგ DT10 -ი შუალედური ვარიანტია 682 სერიასა და so -ს შორის. DT10 მა მსროლელებისგან და ექსპერტებისგან შემდეგი შეფასება მიიღო: 10 ქულიან შკალაზე. აწყობა - 9 დამუშავება და დიზაინი - 8 ფასი - ხარისხი - 9 დღეს დღეობით ამ მოდელის თოფიდან ისვრიან ისეთი სროლის ვირტუოზები როგორებიც არიან რიჩარდ ფოლდსი და ვინსენტ ჰენკოკი და არა მარტო ისინი ...... ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
samo
რას ამბობ ბაბუ, უკიდეგანო სივრცეა მაგ საკითხში.......... megreli SO - ჯგუფის მოდელები ბერეტას ფირმაში, სულ სხვა კატეგორიაა, არ ღირს შედარება, ფასიტაც და გაფორმებითაც განსხვავდება..... არსებობს ერთი იტალიური წიგნი, რომელიც იტალიაშიც იაშვიათია უკვე : " IL MITICO SO- BERETTA" მიხვდი ეხლა რას ნიშნავს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 14:43 |