გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
გამარჯობათ
აქ განვიხილოთ მექანიზმის პლიუსები და მინუსები არგანიხილება არცერთი ბრენდი ბერეტა ჯობია თუ ვინჩესტერი ჩაითვლება ოფფტოპიკად აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს მე ვფიქრობ ინერციული სისტემის ნახევრადავტომატის შეძენას რატომ? იმიტომ რომ მექანიზმი ბევრად მარტივია, მოვლაზე შედარებით (წმენდა მაქვს მხედველობაში) ნაკლებად პრეტენზიულია მინდა არჩევანის დროს არშევცდე და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევას ან საწინააღმდეგოს დამტკიცებას მხოლოდ არგუმენტებით ჩემს ძმაკაცს აქვს და კმაყოფილია , არცერთხელ არგაუჭედია ასეთი პოსტებისაგან უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ პატივისცემით |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხშირად არის, როდესაც მფლობელის მხრიდან შეუსაბამო მოპყრობის გამო ხდება ხოლმე იარაღზე პრეტენზიების და პრობლემების წარმოშობა მაშინ როცა ეს სრულიად შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ, მეც ვიცნობ ერთ ადამინას რომელიც ბენელის ემდურება, გასროლისას თავს მატკიებსო და რას აღარ იძახის, რავიცი აბა რა ვთქვა. მპ-ტაპორია და ლაპარაკია მპ-153ზე
![]() ![]() 1. ლულა 2. გაზის დგუში მისი ნაწილებით 3. მჭიდის გარე ზედაპირი რომელზეც წამოცმულია დგუში 4. ასევე დამცემ სასხლეტი მექანიზმი ეს კიდე ცოტა ჩამონათვალია და ზოგადი, იქ იმდენი მცირე ნაწილებია რა დათვლის ![]() ინერციის შემთხვევაში კი არ გიწევს გაზის დგუშის დააბოიმის გარე კედლების ხეხვა და ზეთვა, რაც დამიჯერეთ და დიდი შეღავათია, წმენდ მხოლოდ ლულას და დამცემ სასხლეტ მექანიზმს ლულის კოლოფის ჩათვლით.. ვისთვის როგორ და მე ეს დიდ პლიუსად მიმაჩნია. დანარჩენი ის რომ მიტანა მაგარი აქვს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უადგილოდ მიმაჩნია საფანტის თოფის შედარებისას მითუმეტეს მაშინ როცა მიკრონებშია განსხვავება იდეალურ შემთხვევებზე თუა საუბარი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 09:08 |