უკრაინის ძაღლსაშენი "Енейко" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

უკრაინის ძაღლსაშენი "Енейко", კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლაიკების პიტომნიკში (უკრაინა)
ალთაზარ
პოსტი Jul 7 2012, 13:19
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi






კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ-ევროპული. დასავლეთ-ციმბირული , და ფინული ლაიკების „პიტომნიკის“-საიტზე. რატომ შევაჩერეთ მაინც და მაინც ამ ძაღლებზე არჩევანი ? იმიტომ რომ ლაიკა უნიკალური ძაღლია .





ლაიკა - ეს არის უნივერსალური ჯიში რომელშიც წარმატებით არის შერწყმული მუშაობის ხარისხი და ხასიათი .
გასაოცარია მათი ისტორია, ძაღლი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ცხოვრება ჩრდილოთის ბევრი მცხოვრებისთვის . რომლის გარეშეც მაშინ არ იქნებოდა აღმოჩენილი ზოგიერთი სიბირის რაიონი . ეს ძვირფასი და უნიკალური ჩრდილოეთის ბინადარნი ერთი პერიოდი გადაშენების პირას იმყოფებოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს ამ ჯიშის მოყვარული ადამიანების დახმარებით იქნა აღმოცენებული და გაძლიერებული ეს ჯიში .
ლაიკები ძალიან ჰგვანან თავიანთ ტყის მოძმეებს - მგლებს. მართალია ისინი მხოლოდ ძაღლები არიან . მეგობრული იერით . არისტოკრატული მანერებით და კეთილშობილი (დარბაისლური) ხასიათით .



რაც მთავარია ლაიკების უნიკალურ მუშა უნარიანობაში . არიან ძაღლები გონჩები , რომლებიც ყეფა ყეფით დევნიან ცხოველს . არიან ძაღლებიც რომლებსაც აქვთ ლამაზი „სტოიკა“ და მონადირეს უჩვენებენ ფრინველზე . არის ასევე ძაღლიც რომელიც ეძებს ცხოველს სოროებში . ასევე არიან ლაიკები რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი , ისინი პოულობენ , მიჰყვებიან სისხლის კვალს . დევნიან , და აჩერებენ გაქცეულ ცხოველს , გამოყავთ ფრინველი სასროლ მანძილზე , მოაქვთ დაჭრილი ცხოველი/ფრინველი . შეუძლიათ ასევე შეძვრნენ სოროში თუ რათქმაუნდა მათ ეს არ გაუჭირდება და სორო ფართე იქნება და რაც მთავარია რეზულტატი წარმატებულია . მათ შეუძლიათ ყველაფერი .

მაგრამ თუ კი სხვა ჯიშის ძაღლში უნივერსალურობა ნიშნავს უბრალოებას ანუ მას შეუძლია ყველაფერი , მაგრამ ყოველივე ეს საშუალოდ , მაშინ ლაიკას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი ოღონდ კარგად და როდესაც ლაიკა ხდება სპეციალისტი 1 ან რამოდენიმე ცხოველზე მაშინ ის გენიალურ მონადირედ ხდება . ლაიკები არიან პროფესიონალები მონადირე ძაღლთა შორის . (პატრონიდან გამომდინარე)

ლაიკა-წინამძღოლია , ის ასრულებს მთავარ საქმეს , თანაც დამოუკიდებლად . ეძებს , პოულობს უყეფს და ის თვითონ ხვდება რისთვის არის ეს საჭირო , მას თავის თავზე გადაჰყავს ნადირი რათა მისცეს მონადირეს შანსი ამოიღოს მიზანში და გაისროლოს . ბევრი ლაიკი-შნიკი აღიარებს რომ „ლაიკა ნადირობის დროს მუშაობს მონადირეს თან ერთად თანაბარ დონეზე და ის არის ლიდერი , მთელი მისი ინსტიქტებით და მთავარი ორგანოებით პოულობს ნადირს/ფრინველს და ყეფა-ყეფით(ყმუილით) მიზდევს რათა არ გაიქცნენ თან მონადირეს უტოვებს კვალს .

ნადირობის დროს ლაიკების უმრავლესობა უბრალოდ „შარვალზე“ ჩამოეკიდება დათვს რათა დათვის აგრესია გადმოიტანოს თავის თავზე. საშიშროების შემთხვევაში თუ კი პატრონს რამე ემუქრება ის თავს გაწირავს მისი გადარჩენისათვის .

მართალი იქნება იმ ლაიკის პატრონი რომელიც შეძლებს გაიგოს და ამოიცნობის თავისი ოთხფეხა მეგობრის ხასიათი , განეწყობა როგორც მეგობარი მის მიმართ. მაგალითდ სხვა ჯიშის მონადირე ძაღლებში რაც უფრო მეტ დროს დაკარგავ მის ვარჯიშზე მით უფრო კარგი შედეგის მიღების შანსია , მაგრამ ლაიკებთან დაკავშირებით ეგ სხვანაირადაა . მთავარია ლაიკა მიუშვა სამუშაოდ გამოცდილ მონადირე ლაიკას თან ერთად . არაერთხელ შემჩნეულა რომ ნამეტანი ვარჯიში ლაიკის ვნებს მას და ნადირობის დროს მონადირესაც .
მთავარი ვარჯიში ლაიკის არის გაზრდა მისი „პამპერსებიდან“ ანუ როდესაც პატარაა , ლეკვთან როგორც პატარა ბავშვთან , აუცილებელია საუბარი , აჩვენო მას როგორ უნდა მოიქცეს , პატარაობიდანვე ჩამოუყალიბო ის მიმართულება მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნდობის ფაქტორია .

საერთო ჯამში ლაიკების არიან მეგობრულები ადამიანების მიმართ . ასევე საუკეთესო დარაჯებადაც ითვლებიან . როგორც არ უნდა უყვარდეს თავისი პატრონი ის ვერ იტანს უსამართლობას პატრონის მხრიდან შვილების მიმართ უსამართლო მოქცევას .

ლაიკის გაზრდა (კვება) რთული არაა , მათ გააჩნიათ გასაოცარი ეკონომიურობა ნივთიერებათა ცვლის ისინი ითხოვენ მხოლოდ ცოტაოდენ საკვებს ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები , დაღლილობის მერე ისინი მალევე იბრუნებენ ძალას . ლაიკები ძალიან გამძლე ძაღლებად ითვლებიან , მათ შეუძლიათ გადალახონ ძლიერი ყინვები , წვიმა და ა.შ

ლაიკის აყვანის შემთხვევაში თქვენ გელით მატერიალური ხარჯები . საჭიროა ვეტერინარული გამოკვლევები , კვება , აცრები ზრუნვა და ასე შემდეგ . მაგრამ რაც მთავარია ლაიკას სჭირდება თქვენი ყურადღება და სიყვარული , გაგება და ცოდნა . ამის მერე თქვენი ძაღლი გაიზრდება საუკეთესო საუკეთესოთა შორის - ნამდვილი ლაიკა !


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ალთაზარ
პოსტი Jul 10 2012, 15:44
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi













--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 09:26