მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
Jul 5 2012, 21:44
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ცალკე გავხესენი თემა და აქ გავაგრძელოთ მეძებრის ყნოსვაზე საუბარი
ზახარა ციტატა ელემენტარულია, ძაღლი რომელიც ამ სისწრაფითდარბის, მოგეხსენება რომ სუნთქავს (თუ არ ისუნთქებს ვერ იყნოსებს, ვერ იყნოსებს კი არა გაიგუდება D.gif ) ყნოსავს მხოლოდ ჩასუნთქვისას, ამოსუნთქვისას ის ვერაფერს ვერ იყნოსავს (მეთანხმები ალბათ) ხოდა არის იმის შანსი რომ ამოსუნთქვისას ის 8-10 მეტრით დაშორდება ფრინველის(მწყრისას) მდებარეობას და შესაბამისად გამოტოვებს რაც წუნია ძაღლს შეუძლია იყნოსოს როგორც ჩასუნთქვისას ისე ამოსუნთქვისას - მაღალი ყნოსვით სწრაფად ძებნის დროს- ლევან ეგ მაგალლითი არაფრის მთქმელი არაა-უამრავი ძალიან ნელი ძაღლიც ტოვებს ფრინველს, აკეთებს ცრუ ნაბულებს და ა.შ (ფცი ს წესებით 1 გამოტოვებაზე იხსნება ძაღლი- ჩვენთან 3 ზე თუ არ მეშლება.) გოგოლაძის ძაღლლი გაიხსენეთ ბევრ ფრინველს ტოვებდა ხოლმე? ციტატა misha17 ეხლა მოიცაა newsmile05.gif Они должны обращать особое внимание на ход и стиль, страсть и результативность, силу обоняния и манеру отработки запаха дичи, самостоятельность и мастерство в поиске дичи, решительность при приближении к дичи до стойки и осторожность при подводке к ней, послушание и постановку ამ ჩამონათვალიდან რომელს არ ექცევა ყურადღება 1981 წლის წესების მიხედვით? (საბჭოურს რომ ეზახით) 81 წლის წესებით никто не обращает особое внимание на ход и стиль,страсть რადგან ჯიშისთვის შეუსაბამო სტილის, სისწრაფის და აზარტის მქონე ძაღლი შეჯიბრიდან არ იხსნება და დიპლომსაც მშვენივრად იღებს. თანაც შეხედულებები ძაან განსხვავებულიია სტილის. ყოფილ სსრკ-ში მუშა სტანდარტი არ არსებობს და ექსპერტის შეხედულებისამებრ ხდება მსაჯობა. силу обоняния-ექცევა და თანც ზედმეტი, რაც მეტრების ზომვით გამოიხატება და ამაზეა მთელი სისტემა აგებული/ ფცი წესებით კი ყნოსვის სიშორე სხვა ფაქტორებით განისაზღვება. решительность при приближении к дичи до стойки и осторожность при подводке к ней, послушание и постановку-ეს მომენტი ეს ელემენტები საერთოდ უგულებელყოფილია 81 წლის წესებით-პირველი ნაწილი (решительность при приближении к дичи до стойки) ფრინველის ჩაკეტვის(რასაც საბჭოთა კინოლოგია არ აღიარებს) საწინდარია და მეორე (осторожность при подводке к ней) ნელი მიახლოებაა-ტუგოისგან რო ვერ არჩევს ზოგიერთი. послушание и постановку 10 მეტრი დევნა პასტანოვკაა თუ პასლუშანიე - ესეც ძაან მარტივათაა იქ. მიშა თხოვნა მაქვს იქნებ დეტალურად დაწერო ინ + და - რაც ამ წესებს ერთმანეთისგან ანსხვავებს ციტატა Ход, свойственный породе, должен быть энергичным и неослабевающим, собака не должна снижать темп ეს უგუვებელყოფილია ძველი წესებით? უგლებელყოფილი არაა მარა დიპლომის ხარისხზე არ მოქმედებს - 2-4 ქულაა სხვაობა რაკეტასა და ჩანჩალას შორის. ციტატა В случае возникновения у комиссии сомнений при оценке действий собаки, сомнения должны трактоваться в пользу собаки. ეს კი ემთხვევა ალბათ მაგრამ იქ წესებში წერია ხაზგასმულად აქ კი ექსპერტის ნება სურვილზეა დამოკიდებული. მაგალითი ევროპული ძაღლების უპირატესობისა ნათლად დადგა წელს უკრაინის ჩემპიონატზე -სადაც 6 ფინალში გასული ძაღლიდან 5 ევროპული წარმომავლობისაა. ფინალში კი პირველი სამი ადგილი ევროპულმა ძაღლებმა დაიკავეს აქედან 2 მა 1 ხარისხის დიპლომი აიღო. http://www.crimea-hunter.com/forum/viewtop...p?f=2&t=399 ბრეტონებისა და კურცჰაარების ქულებსაც მიაქციეთ ყურადღება. და აქ ნანახი ბრეტონებით და კურცჰაარებით ნუ შეიქმნით წარმოდგენას ჯიშზე. პეზოტოსნაირობა არა საჭირო-დიდ ძებნაზე ჯერ არავინ იქაჩება. უკრაინაში მაქსიმ მორდოვინმა დაამტკიცა რომ ჩეულებრივ არაპროფესიონალსაც შეუძლია შედეგის ჩვენება. შარშან თუ შარშანწინ მსოფლიო ჩემპიონატი სანადირო ძებნაში მოიგო ქალმა თავისი დაგეშილი ძაღლით. მთავარი მონდომება და სწავლის სურვილია. რათქმაუნდა ჯიბეგახ**ეტილ კაცს ამის გაკეთება გაუჭირდება - რადგან ძაღლი ყიდვა, შენახვა და დაგეშვა იაფი არ ჯდება. ამ კამათს არანაირი აზრი არ აქვს , ეტყობა სხვა თემებს არ კითხულობს უმრავლესობა, აქ დასმულ უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, ესე წვრილმანადაც განხილვა არაფრს არ მოგვცემს რადან 81 წლის წესებიც ბევრს ერთი თვალითაც არ აქვს წაკითხული-ფცი-ს წესებზე რო არაფერი ვთქვათ. |
|
|
|
![]() |
Jul 11 2012, 08:56
პოსტი
#2
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
როგორც ეწერა უაზრობა გამოდიოდა. შენ თურმე ამის თქმა გინდოდა: პირით ამოსინთქვისას ცხვირში მყოფი ჰაერი ჩადის ყელში და გადაინაცვლებს პირისკენ. ხოლო პირით შესუნთქვისას მცირე დოზა ცხვირშიც შედის , მაგრამ ყელში უცებ არ გადადის, მაშინვე არ ჩაისუნთქება? ხომ ამას ამბობენ? და ცხვირით სუნთქვის ასეთ რეჟიმს (აქტიური , ღრმა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე ) ეძახიან ჰაერის ცხვირით დაჭერას. ის ერთი ძაღლი 40 წამის (სირბილის პირველი 5წთ.? 10წთ.? სულ ეს ინტერვალია?) შემდეგ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა -ამოსუნთქვას აკეთებს. რატომ? თუ ჟანგბადი აღარ ყოფნის სუნთქვის იმ რეჟიმით, მაშინ ადვილი სავარაუდოა, რომ 40 წამიანი ინტერვალი, ნახევარი საათის სირბილის მერე, 20 წამამდე ჩამოვა, ხოლო ერთი საათის მერე სუნთქვაში ცხვირიც ჩვეულებრივი რეჟიმით ჩაერთვება (ან 2 საათის მერე). სხვა ძაღლთან კი ალბათ სხვა ციფრები დაფიქსირდებოდა. მეორე ვარიანტია, შიგადაშიგ ცხვირით ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ემსახურება ყნოსვის ლაით რეჟიმში მიღებული ინფორმაციების გადამოწმებას. მოკლედ უამრავი კითხვები ჩნდება და რჩება პასუხგაუცემელი. შეუსწავლელია ეს საკითხები, შეუსწავლელი! ერთი ძაღლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ექსპერინტი როგორ ამოწურავდა ასეთ რთულ თემას? გუშინაც ჩამოგითვალე უამრავი კითხვა და თუ რომელიმეზე გაქვს გამზადებული პასუხი, ძალიან დამავალებ. საერთოდ, ძაღლის ყნოსვის ფიზიოლოგია და მექანიზმები რატომ გვაინტერესებს? რა თქმა უნდა პრაქტიკული მოსაზრებებით. ძაღლებს ცხვირი( თუ ყნოსვა) მუდმივად რომ ქონდეთ ჩართული, ვინ ოხერი აიტკივებდა თავს. მაგრამ ვხედავთ, რომ დარბის და არ ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, მაგარი (დიდი ძებნის ) ძაღლიც უამრავს ტოვებს. რატომ, რა ხდება? თუ ამ კითხვებზე და სხვა მრავალზე ვერ მიპასუხა, პირიქით - უამრავი ახალი გაუგებრობები დამიხვავა - ვერც წარმატებულ ექსპერიმენტად მივიჩნევ და ვერც ჭეშმარიტ კვლევად. |
|
|
|
Jul 11 2012, 23:10
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მოკლედ გადმოგცემთ, თუ რა აზრი ჩამომიყალიბდა ამ ექსპერიმენტთან გაცნობის შემდეგ.
დავიწყებ რამდენიმე შენიშვნით: 1.თარგმნისას დაშვებულია შეცდომა - პირით სწრაფი ამოსუნთქვის შედეგად ხორხში იქმნება დაბალი წნევის არე ცხვირის ღრუსთან შედარებით და არა პირიქით, როგორც წერია. სწორედ ეს წნევათა სხვაობა განაპირობებს ჰაერის ნაკადის მუდმივ დინებას ცხვირიდან პირის ღრუს მიმართულებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მექანიზმი ვარაუდია, მაგრამ საჭიროდ ვთვლი ამ შეცდომის მითითებას, რათა მან არ დააბნიოს მკითხველი. 2. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ და არ ავურიოთ ცხვირის ვენტილაცია და ფილტვის ვენტილაცია. ამ ორ მაჩვენებელს ცალკე ზომავდნენ და მათ ხშირად სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდათ. მოდი შევხედოთ განვითარებულ მოვლენებს ზოგადად, მთლიანობაში, ამავე დროს მივყვეთ მშრალ ფაქტებს, ყოველგვარი გართულებებისა და ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე. ასე უფრო ადვილად გაიგებენ დაინტერესებული ფორუმელები. გვაქვს ასეთი მოცემულობა: ცდა ჩატარდა ერთ ძაღლზე, რომელიც ამუშავეს თეთრ გნოლზე. გამოყოფილ იქნა მეძებრის მუშაობის სამი განსხვავებული მომენტი: 1. ნიავზე ორიენტირებული თავაწეული მუშაობა; 2. კვალზე მუშაობა; 3. ფრინველის დამუშავება, როდესაც ძაღლს სუნი ჰქონდა უკვე აღებული. ძებნისას ძაღლი მონაცვლეობით მუშაობდა ხან ნიავზე თავაწეული და ხანაც კვალზე. თითოეული მანერით მუშაობის ეპიზოდები გრძელდებოდა რამდენიმე წამიდან 40 წამამდე. ცდის შედეგები: თავაწეული მუშაობა - ნიავზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში (რომლის ცალკეული ეპიზოდები სამწუხაროდ არ აღემატებოდა 40 წამს) ცხვირში ჰაერის ნაკადი ერთი მიმართულებით მოძრაობს - გარედან შიგნით პირის ღრუსკენ. ამ შემთხვევაში ცხვირი ასრულებს მხოლოდ ყნოსვით ფუნქციას. სუნთქვა (ფილტვის ვენტილაცია) ხორციელდება პირის მეშვეობით. მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში ძაღლი ერთხელ ან რამოდენიმეჯერ მაინც აკეთებს სუნთქვით მოძრაობებს ცხვირით (ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა). მოვიყვან ციტატას „When the bird dog was searching for game while running with its head high against the wind, it maintained a continuous inward air stream through the nose for up to 40 s spanning at least 30 respiratory cycles.“ ანუ ცდისას დაფიქსირდა, რომ სულ ცოტა 30 რესპირატორული ციკლის (ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა) განმავლობაში ძაღლი ცხვირის ღრუში ინარჩუნებდა ჰაერის შემავალ ნაკადს. მარტივად რომ ვთქვათ, ამოსუნთქვის დროსაც, რაც პირის საშუალებით ხდება, ჰაერი მაინც შედის ცხვირში და შედეგად ძაღლი აკონტროლებს ნიავს. კვალზე მუშაობისას ძაღლის ცხვირი უკვე აქტიურად ერთვება, რადგან ფრინველის სუნი იყნოსა (აგზნება მატულობს), ახდენს რა მის დიფერენცირებას და თუ ახალია, მიყვება მას, რათა მიუახლოვდეს ძებნის ობიექტს. ამ შემთხვევაში მეძებრის ცხვირის ვენტილაციის სიხშირე 140-210 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უტოლდება. აქვე ახსნილია ამგვარი ხშირი და სწრაფი შეყნოსვის დანიშნულება - ეს უკანასკნელი ქმნის ტურბულენტობას ანუ შესული ჰაერის ნაკადის არევდარევას მიქსერივით, რაც აუმჯობესებს სუნის რეცეპტორულ აღქმას. ძებნის დროს ფილტვის ვენტილაცია არ გაუზომიათ, მაგრამ გაზომეს ძებნის დამთავრებისთანავე, რამაც შეადგინა 35-50 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ორი სახის ვენტილაციას შორის განსხვავება საკმაოა, რომ მივხვდეთ, რომ ესენი სხვადასხვა მიზანს ემსახურება - პირველი ყნოსვას და მეორე სუნთქვას. ფრინველის სუნის დაჭერისას, ფრინველთან მიახლოებისას ძაღლის აგზნება კიდევ უფრო მატულობს. დაფიქსირდა ცხვირის ორნაირ რეჟიმში მუშაობა - ვენტილაციის სხვადასხვა სიხშირით: 40-44 და 160-240. მეორე ვარიანტი კვალზე მუშაობის რეჟიმს გავს. დასკვნა გამოსაცდელი ძაღლი თავის ცხვირს, როგორც საყნოს ინსტრუმენტს ფრინველის ძებნისას, იყენებს ორნაირად: ნიავზე ძებნისას ძირითადად პასიურ რეჟიმში, აქტიური შეყნოსვითი მოძრაობების გარეშე, რამეთუ ცხვირის ღრუში ჰაერის ნაკადის შესვლა-გატარება ისედაც უზრუნველყოფილია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით, ამას ეხმარება ნიავის მიმართულება რომელიც ურტყავს ნესტოების გვერდითა ჭრილს. ამგვარად ძაღლს ცხვირი დაყენებული აქვს „პასიური განგაშის“ რეჟიმზე. კვალზე წაწყდომისას ან ნიავით ფრინველის სუნის აღებისას ცხვირი გადადის აქტიურ რეჟიმზე და სულ სხვანაირად „იქცევა“ - ხშირი და მოკლე შეყნოსვებით აძლიერებს ინფორმაციის მიღების საშუალებას, რაც ხელს უწყობს სუნის უკეთ დიფერენცირებას და შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ცდის მნიშვნელობა ამ ექსპერიმენტის მნიშვნელობა დიდია, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებებისა, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთ ძაღლზე ჩატარდა... იგი სრულ საფუძველს იძლევა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებისთვის უკეთეს პირობებში (მონაცემთა ჩაწერის მეტი სიზუსტე და თანმიმდევრობა, სასურველია გამოიყენონ ტრაილერი ძაღლები, და ა.შ.) იმიტომ, რომ ამ ექსპერიმენტმა დააფიქსირა შემდეგი ფაქტი - ნიავზე ძებნისას მეძებარმა ცხვირში შეინარჩუნა ჰაერის შემდინარე ნაკადის უწყვეტობა (თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში) და ეს მოახერხა სუნთქვისგან დამოუკიდებლად. და ეს უდავო ფაქტია, რასაც ვერ გავექცევით!!! |
|
|
|
GIGO მეძებარი ძაღლის ყნოსვა Jul 5 2012, 21:44
Maverick GIGO
რადგან შენ შემოი... Jul 6 2012, 08:57
abu აპრიორში-არასწორი... Jul 6 2012, 09:26
ზაზა გიგო,
მავერიკმა და... Jul 6 2012, 09:37
შადი შამოდი გიგო, ესე შე კაცო, გ... Jul 6 2012, 10:44
ზაზა RE: მეძებარი ძაღლის ყნოსვა Jul 6 2012, 11:17
Maverick ეგ კარგი გამახსენა... Jul 6 2012, 11:36
GIGO ციტატა(Maverick @ Jul 6 2012, 12... Jul 6 2012, 23:52
Bonehill RE: მეძებარი ძაღლის ყნოსვა Jul 6 2012, 15:40
Bonehill GIGO
მაგ ნაშრომის გად... Jul 7 2012, 09:51
samo სისწრაფეზე არ არის... Jul 7 2012, 13:23
samo ასეთ რაღაცეებზე ნე... Jul 7 2012, 13:28
abu samo
ასეთ რაღაცეებზე ... Jul 7 2012, 15:39
samo abu
ეს იყო უბრალო მაგ... Jul 7 2012, 16:40
samo აქ ისეთი გაცხარებუ... Jul 7 2012, 16:48
samo პროსტა ის მიკვირს ... Jul 7 2012, 16:59
abu samo
ეხლა შენ რასაც მ... Jul 7 2012, 17:04
samo ეეე წაშლილა ახლიდა... Jul 7 2012, 17:23
misha17 მეგობრებო ტყვილად ... Jul 7 2012, 18:09
abu samo
abu
რო ამბობ ძაღლი ... Jul 7 2012, 18:24
შადი შამოდი სამო, სიტყვაზე ნურ... Jul 7 2012, 22:40
GIGO ციტატა(შადი შამოდი... Jul 8 2012, 01:05
Fishman ძაღლის ყნოსვაზე ცა... Jul 8 2012, 01:44
abu GIGO
კარგი ძაღლი მინდ... Jul 8 2012, 07:46
შადი შამოდი გიგო, სად წაიკითხე ... Jul 8 2012, 10:15
GIGO ციტატა(შადი შამოდი... Jul 8 2012, 22:55
Bonehill ამოსუნთქვის დროს, ... Jul 8 2012, 10:19
Alik ბატონო შადიმან.Стру... Jul 8 2012, 18:04
შადი შამოდი ალიკ, ეს სულ სხვა ვე... Jul 8 2012, 20:03
Alik ბატონო შადიმან ჩვე... Jul 8 2012, 20:49
Alik და თქვენ იცით მამ ე... Jul 8 2012, 20:53
შადი შამოდი გიგო,"ამოსუნთქვი... Jul 9 2012, 08:14
GIGO ციტატა(შადი შამოდი... Jul 9 2012, 21:32
Fishman შადი შამოდი
ბატონ... Jul 9 2012, 12:01
შადი შამოდი ციტატა(Fishman @ Jul 9 2012, 13... Jul 9 2012, 21:21
Alik ბატონო შადიმან რაი... Jul 9 2012, 22:49
შადი შამოდი კაცო,მერე შენთვის ... Jul 9 2012, 23:11
samo გჯერავთ არც ევროპუ... Jul 10 2012, 00:40
შადი შამოდი ახლა, რაც შეეხება ს... Jul 10 2012, 11:04
თენგო საინტერესო და არგუ... Jul 10 2012, 12:05
შადი შამოდი რა და: აღიწერა სამი ... Jul 10 2012, 13:10
შადი შამოდი ასე რომ, გაითვალის... Jul 10 2012, 15:55
levani100 მაგ ძაღლს ვისაც აკ... Jul 10 2012, 16:26
monadire batumeli აქ ისეტი რამე წავი... Jul 10 2012, 17:23
samo ბიჭებო არ გვინდა ჩ... Jul 10 2012, 18:00
dato6 მოკლეთ რა თემა არ წ... Jul 10 2012, 19:46
შადი შამოდი ბოლო დასკვნა იქ ას... Jul 10 2012, 20:54
samo მადლობა ბატონო შად... Jul 10 2012, 22:05
Alik ბატონო თენგო ნუ ნე... Jul 10 2012, 23:08
samo Alik
მეძებარი ძაღლის ... Jul 11 2012, 01:33
samo ნახე რა სახელი აქვ... Jul 11 2012, 01:43
GIGO ციტატაგიგო,"ამოს... Jul 11 2012, 02:30
შადი შამოდი ციტატა(GIGO @ Jul 12 2012, 00... Jul 12 2012, 00:25
თენგო Alik
ბატონო თენგო ნუ ... Jul 11 2012, 10:58
თენგო შადი შამოდი
რაც არ... Jul 12 2012, 09:20
შადი შამოდი ციტატა(თენგო @ Jul 12 2... Jul 13 2012, 16:11
Bonehill GIGO
მადლობა პატივცე... Jul 12 2012, 09:22
თენგო GIGO
ძალიან მომწონს ყ... Jul 12 2012, 09:31
abu რა ხდება ამ თემაში? ... Jul 13 2012, 15:14
kajuberi abu
ციტატა(karlito brigante @ 13... Jul 13 2012, 15:29
ჭალიმგელა abu
თუ გაქვს რაიმე ახ... Jul 13 2012, 15:34
abu ჭალიმგელა
abu
თუ გაქ... Jul 13 2012, 16:07
@bazierashvili@ RE: მეძებარი ძაღლის ყნოსვა Jul 13 2012, 17:06
თენგო შადი შამოდი
შადიმ... Jul 13 2012, 21:55
doni ბოდიში ჩაგეჭრებით.... Jul 13 2012, 22:34
შადი შამოდი თენგო, სულ იმას ვამ... Jul 13 2012, 22:42
თენგო შადი შამოდი
ჰო, რა ... Jul 14 2012, 10:03
შადი შამოდი თენგო, ძალიან საინ... Jul 14 2012, 10:38![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 12:57 |