ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ც ე ც ხ ლ ი ს ხ ა ზ ზ ე <<ლელო>> 27.აპრილი.1969წ
არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ თბილისის სამხედრო მონადირეთა საზოგადოების სტენდზე დამთავრდა რესპუბლიკური პირველობა იუნიორთა შორის . ცეცხლის ხაზზე გამოვიდა 31 სპორტსმენი . შედეგები უხეირო იყო . შეიძლება ეს ძლიერი ქარის ბრალიც გახლდათ . კომპლექსურ ჩათვლაში ყველას აჯობა სამხედრო მონადირეთა საზოგადოებრივმა კოლექტივმა , რომელმაც 350 შესაძლებლიდან 176 ქულა დააგროვა . გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა "ლოკომოტივი" . III ადგილზეა მონკავშირის გუნდი -158 ქულა . როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტენდზე სროლაში გაიმარჯვეს არმიელებმა . ადგილიდან სროლაში მეორე იყო "განთიადი" , მესამე -ლოკომოტივი . მრგვალ სტენდზე სროლაში 11 ადგილი მონკავშირმა მოიპოვა . "ლოკომოტივი" III ადგილით დაკმაყოფილდა . პირად ტურნირში ყველას აჯობეს : ადგილიდან სროლაში ო. ნაზარენკომ ("ლოკომოტივი"-100დან-67 ქულა) . მრგვალ სტენდზე -სპორტის ოსტატმა თ.მატოიანმა (მონკავშირი) - 80 ქულა . თბილისელი მესტენდურეების საქალაქო ტურნირში ფავორიტები - ზ.მაჩხანელი და ტ.ჟღენტი არ მონაწილეობდნენ , მაგრამ ამან ასპარეზობისადმი ინტერესი ვერ შეანელა . პირველ დღეს შესანიშნავი ამინდი იდგა და მონაწილეებმაც მაღალი შედეგებით გაგვახარეს . ადგილიდან სროლაში დაწინაურდა ი.საგანელიძე (მონკავშირი) რომელმაც 100-დან 95 სამიზნე გატეხა , მას 2 ქულით ჩამორჩებოდა სპორტის ოსტატი ვ.ალავერდოვი ("ლოკომოტივი") გ.მეფარიშვილმა (მონკავშირი) კი 89 ქულა მოაგროვა . მრგვალ სტენდზე , როგორც მოსალოდნელი იყო დაწინაურდა სპორტის ოსტატი თ.მატოიანი (მონკავშირი) . 100-დან მან მხოლოდ 6 ქულა დაკარგა და 1 ქულით აჯობა თანაგუნდელ ოსტატს ე.ძიძიგურს . შეჯიბრების მეორე დღეს ამინდი გაუარესდა , ამოვარდა ქარი და შედეგებიც დაეცა . საბოლოოდ ადგილიდან სროლაში პირველობა საგანელიძეს დარჩა . 200-დან მან 177 ქულის დაგროვება შეძლო, II ადგილზეა მეფარიშვილი-174 ქულა , III ა.ბუკია (მონკავშირი) -169 ქულა . მრგვალ სტენდზე ჩემპიონი გახდა მატოიანი -186 ქულა . მომდევნო ადგილები დაიკავეს : ლ.სიმონიანმა (სამხედრო მონადირეთა საზოგადოება )-178 ქულა და ე.ძიძიგურმა -169 ქულა საკავშირო კატეგორიის მსაჯი ჯ.მოწონელიძე სურათზე : ცეცხლის ხაზზეა ი.საგანელიძე ფოტო ჯ.ხუბუასი (სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს) (წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები) -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
უპასუხისმგებლობა და 2400 უვარგისი თეფში <<ლელო>> 25 აპრილი 1967
მესტენდურეთა ასპარეზობა , რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ , სპორტ-საზოგადოებათა ნაკრები გუნდების საქალაქო სპარტაკიადის პროგრამით იყო გათვალისწინებული . შეჯიბრების მეორე დღე იმით დაიწყო რომ სპორტსმენები ცეცხლის ხაზზე უხალისოდ გავიდნენ . შეჯიბრების უფროსი მსაჯი , მიისი მოადგილე მდივანი და სტენდის გამგე კი ოთახში ჩაიკეტნენ , - აქტი უნდა შეედგინათ იმ უხარისხი სამიზნეების გამო , რომლებითაც ტურნირი "უზრუნველყო" მონკავშირის დამხმარე საწარმოს (დირექტორი ვ.ჟღენტი) სამიზნეების საამქრომ (უფროსი თ.ამაშუკელი) . საქმე ის გახლდათ , რომ პირველსავე დღეს საასპარეზოდ მიღებული სამიზეების მესამედი წუნიანი აღმოჩნდა . ამან , რათქმაუნდა საგრძნობლად დასვა მაჩვენებლები . ერთი სიტყვით , ამ ტურნირში არ მოხერხდა რესპპუბლიკური სპარტაკიადისათვის თბილისელ მესტენდურეთა მზადყოფნის საფუძვლიანად შემოწმება . საამქროდან მიღებული 8000 თეფშიდან 2400 უვარგისი იყო , ეს 72 მმანეთის ზარალია , თუმცა მთავარი ზარალი კი არა , უგულისყურობა გახლავთ . სწორედ ამგვარი უპასუხისმგებლობით უნდა აიხსნას მ რომ საქართველოს მონკავშირის მენტენდურენი მეტად უხეიროდ (IX ადგილი) გამოვიდნენ მოსკოვში სსრ კავშირის თასის ამასწინანდელ გათამაშებაში . ვფიქრობთ თბილისის სპარტაკიადის სიგნალი საკმარისი გაფრთხილებაა მათთვის ვისაც ხალხთა სპარტაკიადისთვის გუნდის მომზადება ევალება . ზემომოყვანილი ფაქტები რომ უსაფუძვლო არაა , ამას შეჯიბრის შედეგებიც ადასტურებს . ტურნირში ოთხი გუნდის -- "განთიადის" , "ლოკომოტივის" , "ბურევესტნიკისა" და "სპარტაკის" (რამდენიმე მსროლელი პირად ჩათვლაშიც გამოდიოდა) 32 სპორტსმენი მონაწილეობდა , მათგან 17 სპორტის ოსტატი გახლდათ , მაგრამ პირველ დღეს ოსტატის შედეგი (95 ქულა) ერთმაც კი ვერ აჩვენა . ადგილიდან 100 სამიზნეზე სროლის შემდეგ დაწინაურდა ი.საგანელიძე ("ბურევესტნიკი") მან 92 ქულა მოაგროვა და 1 ქულით გაუსწრო სპარტაკელ ზ.მაჩხანელს , რომელთანაც ასევე 1 ქულით აგებდა გ.თოთიბაძე ("განთიადი") . კარგი მაჩვენებლებით ვერც მრგვალ სტენდზე მსროლელები დაიქადნიან . იმდღევანდელმა ლიდერმა ახალგაზრდა სპორტის ოსტატმა ნ.გოცირიძემ ("ბურევესტნიკი") 7 სამიზნეს დააცილა . ტ.ჟღენტმა ("განთიადი") რომელმაც ამას წინათ რესპუბლიკის ახალი რეკორდი (99 ქულა) დაამყარა , ახლა მხოლოდ 92 ქულა მოაგროვა . III ადგილზე 89 ქულით აღმოჩნდა პირადი ტურნირის მონაწილე ლ.სიმონიანი (ასკ) და მხოლოდ IV ადგილზე გავიდა ამ სახეობის ვეტერანი , მრავალ საერთაშორისო ბრძოლაში გამობრძმედილი მსროლელი ბ.ანტონოვი ("განთიადი") -87 ქულა. სახარბიელო შედეგები არც მეორე დღეს მოჰყოლია . ამჯერად დამაკმაყოფილებელ მაჩვენებელს მიაღწია ბ.ანტონოვმა :95 ქულა მოაგროვა და ორი დღის ჯამში 182 ქულით II ადგილი დაისაკუთრა . საბოლოოდ , სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა ჟღენტი , რომელმაც 3 ქულით აჯობა ანტონოვს -185 ქულა . გოცირიძე III ადგილს დასჯერდა -181 ქულა . ლიდერი შეიცვალა ადგილიდან სროლაშიც . მაჩხანელმა მეორე 100 გასროლით 2 ქულით გაუსწრო საგანელიძეს და პირველობა დაისაკუთრა -184(5) ქულა . II ადგილზეა საგანელიძე-183(2) ქულა . III ადგილი თოთიბაძე -176 ქულა . გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა : ადგილიდან სროლა - "ბურევესტნიკი" -505 ქულა . "განთიადი" -502 ქულა . "ლოკომოტივი"-488 ქულა მრგვალ სტენდზე სროლა - "განთიადი" - 540 ქულა . "ბურევესტნიკი"-468 ქულა . "ლოკომოტივი" - 443 ქულა . კომპლექსური ჩათვლა - "განთიადი"- 1042 ქულა ( 1200 დან ) . "ბურევესტნიკი"-973 ქულა ."ლოკომოტივი" 931 ქულა. (წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები) -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 00:56 |