ცეცხლის ხაზზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან
ალთაზარ
პოსტი Jul 18 2012, 20:48
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ც ე ც ხ ლ ი ს ხ ა ზ ზ ე <<ლელო>> 27.აპრილი.1969წ

არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ


თბილისის სამხედრო მონადირეთა საზოგადოების სტენდზე დამთავრდა რესპუბლიკური პირველობა იუნიორთა შორის . ცეცხლის ხაზზე გამოვიდა 31 სპორტსმენი . შედეგები უხეირო იყო . შეიძლება ეს ძლიერი ქარის ბრალიც გახლდათ .
კომპლექსურ ჩათვლაში ყველას აჯობა სამხედრო მონადირეთა საზოგადოებრივმა კოლექტივმა , რომელმაც 350 შესაძლებლიდან 176 ქულა დააგროვა . გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა "ლოკომოტივი" . III ადგილზეა მონკავშირის გუნდი -158 ქულა .

როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტენდზე სროლაში გაიმარჯვეს არმიელებმა . ადგილიდან სროლაში მეორე იყო "განთიადი" , მესამე -ლოკომოტივი . მრგვალ სტენდზე სროლაში 11 ადგილი მონკავშირმა მოიპოვა . "ლოკომოტივი" III ადგილით დაკმაყოფილდა . პირად ტურნირში ყველას აჯობეს : ადგილიდან სროლაში ო. ნაზარენკომ ("ლოკომოტივი"-100დან-67 ქულა) . მრგვალ სტენდზე -სპორტის ოსტატმა თ.მატოიანმა (მონკავშირი) - 80 ქულა .

თბილისელი მესტენდურეების საქალაქო ტურნირში ფავორიტები - ზ.მაჩხანელი და ტ.ჟღენტი არ მონაწილეობდნენ , მაგრამ ამან ასპარეზობისადმი ინტერესი ვერ შეანელა . პირველ დღეს შესანიშნავი ამინდი იდგა და მონაწილეებმაც მაღალი შედეგებით გაგვახარეს . ადგილიდან სროლაში დაწინაურდა ი.საგანელიძე (მონკავშირი) რომელმაც 100-დან 95 სამიზნე გატეხა , მას 2 ქულით ჩამორჩებოდა სპორტის ოსტატი ვ.ალავერდოვი ("ლოკომოტივი") გ.მეფარიშვილმა (მონკავშირი) კი 89 ქულა მოაგროვა . მრგვალ სტენდზე , როგორც მოსალოდნელი იყო დაწინაურდა სპორტის ოსტატი თ.მატოიანი (მონკავშირი) . 100-დან მან მხოლოდ 6 ქულა დაკარგა და 1 ქულით აჯობა თანაგუნდელ ოსტატს ე.ძიძიგურს .

შეჯიბრების მეორე დღეს ამინდი გაუარესდა , ამოვარდა ქარი და შედეგებიც დაეცა . საბოლოოდ ადგილიდან სროლაში პირველობა საგანელიძეს დარჩა . 200-დან მან 177 ქულის დაგროვება შეძლო, II ადგილზეა მეფარიშვილი-174 ქულა , III ა.ბუკია (მონკავშირი) -169 ქულა .

მრგვალ სტენდზე ჩემპიონი გახდა მატოიანი -186 ქულა . მომდევნო ადგილები დაიკავეს : ლ.სიმონიანმა (სამხედრო მონადირეთა საზოგადოება )-178 ქულა და ე.ძიძიგურმა -169 ქულა


საკავშირო კატეგორიის მსაჯი
ჯ.მოწონელიძე

სურათზე : ცეცხლის ხაზზეა ი.საგანელიძე
ფოტო ჯ.ხუბუასი

(სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს)
(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ალთაზარ
პოსტი Jul 19 2012, 11:41
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საიუბილეო სპარტაკიადის --ღირსეული შეხვედრა << ლელო >> 16 მაისი 1967წ

მესტენდურეებს უჭირთ

გათამაშდა საქართველოს თასი სასტენდო სროლაში . შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება 7 კოლექტივს ჰქონდა , მაგრამ სრული გუნდები გამოიყვანეს მხოლოდ აფხაზეთმა , აჭარამ , თბილისმა და ქუთაისმა . ზუგდიდელები ნაკლული შემადგენლობით ჩამოვიდნენ , რუსთავმა ერთი სპორტსმენი (ნ.იუნკინი) გამოგზავნა , მახარაძელებმა კი ურნირს საერთოდ აარიდეს თავი (სტენდზე თურმე იქ საავადმყოფოს აშენებდნენ) ...
თბილისის მონკავშირის სტენდზე ამას წინათ ჩატარებული შეჯიბრების ერთადერთი ხარვეზი ეს როდი იყო . დავიწყოთ თუნდაც იმით , რომ თასი კარგა ხნით ადრე, 1-4 აპრილს უნდა გათამაშებულიყო სოხუმში , მაგრამ როგორც ცნობილია , ეს ტურნირი ჩაიშალა.
მოსკოვში ჩვენები სსრ კავშირის თასისთვის ბრძოლაში სახელდახელოდ დაკომპლექტებული გუნდით ჩაებნენ და თავიც შეირცხვინეს --IX ადგილზე გავიდნენ .

ბევრი რამ სამედო არც ახლანდელმა ურნირმა მოგვცა, აფხაზეთის ძლიერი გუნდი , რომელიც სულ ორიოდე წლის წინ ტოლს არ უდებდა თბილისელთა კოლექტივს , აშკარად მოუმზადებელი ჩამოვიდა . გუნდის ათი წევრიდან ვერც ერთმა ვერ აჩვენა სპორტის ოსტატის შედეგი. სხვევს ისევ საერთაშორისო სპორტის ოსტატმა კ.დარასელიამ აჯობა , რომელსაც ბოლო 100 და 200 გასროლის ჯამში თითო ქულა დააკლდა ამ ნორმამდე . როგორც ჩანს იგი ძველებური მონდომებით აღარ ვარჯიშობს, გვაკვირვებს წარუმატებლობა ისეთი ნიჭიერი მესტენდურეებისა , როგორიც სოხუმელები რ.აჟიბა და ბ.სეგალევიჩი არიან . აჭარისა და ქუთაისის გუნდები კომპლექსურ ჩათვლაში მათზე უარესად გამოვიდნენ , მაგრამ აფხაზეთის სპორტსმენებს მაინც მეტი მოეთხოვებათ-- მათ ხომ პირველხარისხოვანი სასროლეთი აქვთ სოხუმში .

აფხაზეთის მესტენდურეების სეგალევიჩს და გურჩიანს არ ეპატიებათ , რომ თავი აარიდეს მრგვალ სტენდზე პირადი პირველობის ფინალს . მაღალი შედეგებით მაინცდამაინც ვერც რაიონებიდნ ჩამოსული სხვა სპორტის ოსტატები დაიქადნიან . ზუდგიდელმა ადგილიდან მსროლელმა ვ.ციფურიამ , მაგალითად პირველი25 სამიზნიდან მხოლოდ 7 დაამსხ**ია . მერე კი სულ გამოეთიშა ტურნირს. მას არც ტანაგუნდელი ოსტატი გ.ბულია ჩამორჩა : მრგვალ სტენდზე სამ სერიაში შესაბამისად 17, 19 და 18 სამიზნე დაამსვრია და მერე თავი დაანება ასპარეზობას . ქუთაისელმა სპორტის ოსტატმა რ.გეგეშიძემ კი 100 დან 21 ქულა დაკარგა ადგილიდან სროლაში . მეტს ველოდით ახალგაზრდა თბილისელი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ა.ბუკიასგან რომელმაც მხოლოდ 79 ქულა მოაგროვა ადგილიდან სროლაში , ამგვარი შედეგი სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაში გუნდს ვერ არგებს.

ზოგი რამ ასპარეზობის ორგანიზატორებსაც უნდა ვუსაყვედუროთ , ახლა ყოველი შეჯიბრება ხალხთა სპარტაკიადისთვის ძალთა შემოწმებას ისახავს მიზნად , ამიომ გვაოცებს , რომ პირად შეჯიბრებაში არ დაუშვეს ის ოსტატები , ოსტატობის კანდიდატები , პირველთანრიგოსნები და ჭაბუკები , რომლებიც გუნდებს მიღმა დარჩნენ . ბოლო ორი წლის მანძილზე ისედაც ბევრმა დაბრკოლებამ იჩინა თავი და ახლა ხელოვნური ზღუდეები, ვფიქრობთ , საჭირო აღარ იყო . სად უნდა იასპარეზონ ჭაბუკებმა სად უნდა მომზადდეს ვეტერანთა ცვლა , თუ არა ამგვარ ტურნირში ?
გაგაცნობთ შეჯიბრის ტექნიკურ შედეგებს. ასპარეზობა სამ დღეს გაგრძელდა , ადგილიდან სროლაში თავიდანვე დაწინაურდნენ თბილისელები ზ.მაჩხანელი, ი.საგანელიძე , და სოხუმელი კ.დარასელია . 50 გასროლის შემდეგ მაჩხანელსა და დარასელიას 49-49 ქულა ჰქონდათ , საგანელიძეს კი 2 ქულით ნაკლები . მესამე სერიაში დარასელიამ 1 ქულით გაასწრო მაჩხანელს , რომელსაც ამასობაში საგანელიძე წამოეწია . მაგრამ ბოლო სერიაში დარასელიამ ყველაფერი წყალში ჩაყარა--ოთხ სამიზნეს დააცილა 100-დან მხოლოდ 93 ქულა დააგროვა . მაჩხანელმა 25-ე სამიზნე დაამსხ**ია (100-დან 96 ქულა) საგანელიძემ კი --ერთით ნაკლები (95) ქულა .

ფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვეს აგრეთვე თბილისელებმა გ.თოთიბაიძემ და ვ.ალავერდოვმა (92-92 ქულა) , ქუთაისელებმა ზ.იაშვილმა (91) და კ.ჟღენტმა(90) . ფინალში ბრწყინვალედ გამოვიდა საგანელიძე, რომელმაც იმ დღეს 100 დან 99 სამიზნე დაამსხ**ია , მასვე დარჩა პირველობა 200 გასროლის ჯამში --194 ქულა. მაჩხანელი II ადგილზეა --96+95=191 ქულა . სპორტის ოსტატის შედეგი სამწუხაროდ ამ ორმა სპორტსმენმა აჩვენა . III ადგილზე გავიდა დარასელია--187 ქულა .
საინტერესო იყო მრგვალ სტენდზე სროლა , თბილისელთა გუნდის წევრმა ბ.ანტონოვმა ტურნირზე დაიგვიანა რისთვისაც მსაჯთა კოლეგიამ პირველსავე სერიაში 3 ქულით დააჯარიმა , მერე მან თვითონ დაკარგა 100-დან კიდევ 8 ქულა და ფინალს 89 ქულით შეხვდა. მისი მეტოქენი უკეთესი მარაგით გავიდნენ ცეცხლის ხაზზე , მაგალითად ნ.გოცირიძეს 96 ქულა ჰქონდა ტ.ჟღენტს და ლ.სომონიანს--94-94.
პირადი ასპარეზობის მონაწილე ნ.ჯანაშიას იმდენი ქულა ჰქონდა , რამდენიც ანტონოვს . ლიდერმა გოცირიძემ ფინალი სუსტად ჩაატარა -12 ქულა დაკარგა და საპრიზო ადგილის მოპოვების შAნსი სასწორზე დადო . მართლაც მას ჯერ ჟღენტმა გაუსწრო (მან ფინალში 96 ქულა მოაგროვა . 200 დან კი -190 ქულა ) მერე სიმონიანმა გაუსწრო (94 და 188 ) ბოლოს ანტონოვიც წამოეწია . ამ უკანასკნელს ფინალში 95 ქულა ჰქონდა და ისევე , როგორც გოცირიძეს , 200 დან 184 ქულა დააგროვა . ანტონოვისა და გოცირიძის დამატებითი მატჩი ანტონოვმა მოიგო და III ადგილიც მას დარჩა . როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტედზე სროლაში (გუნდები 4-4 ვაჟი და თითო ჭაბუკი გამოდიოდა ) თბილისელებმა გაიმარჯვეს და თასი დაისაკუთრეს . კომპლექსში II ადგილზე იყო აფხაზეთის , ხოლო III -ქუთაისის გუნდი .

ო.გელაშვილი
სურათებზე : მარცხნივ ტ.ჟღენტი ; მარჯვნივ ი.საგანელიძე ასპარეზობისას
ფოტო : მ .ზარგარიანისა


(სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს)
(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2025 - 00:19