წარსულის ქრონიკები :))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წარსულის ქრონიკები :))) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს თემა გახსნილია ჩემს მიერ !! პოსტები გადმოტანილია კალმახის თემიდან
ზახარა აქა მშვიდობა. მოგესალმებით ყველა მონადირე-მეთევზეს. ეს ჩემი პირველი წერილია ამ ფორუმზე და თუ რატომ დავწერე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ, რასაც ქვემოთ ნახავთ. კალმახზე და ორაგულზე როცა სწერთ წერილებს, თანაც დაბეჯითებით და თქვენეული არგუმენტებით, იქნებ ჰკითხოთ ისეთ ხალხს ჭკუა და გამოცდილება, ვინც იცის მაგ საქმისა, თითქმის ბოლომდე რომ იციან მაგ არსებებებისა, იმათაც დაეკითხეთ, სანამ სხვას დაარწმუნებთ თქვენს უვიცობაში. როგორ შეიძლება კალმახი ორაგულად გადაიქცეს, რატომ აძლევთ მცდარ ინფოს მომავალ თაობას? ბევრი გვიცნობს ქართული ინეტიდან ორივეს, თქვენც იმ საითის ნაწილი იყავით, ვინც ძველები ხართ გემახსოვრებათ და პირადად, წარმოვადგენ საქართველოს მონადირე-მეთევზეთა კლუბს "მონადირეს", მაქვს პატივი მათი სახელით მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ და ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო პროექტი. პ.ს. წავიკითხე ოთხივე გვერდი და ვერა რა, უნდა ვიმეგობროთ.[color="#FF0000"][/color] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ელჩი
ციტატა აქა მშვიდობა. მშვიდობა მოგცეს უფალმა ციტატა მოგესალმებით ყველა მონადირე-მეთევზეს. გაიხარე ციტატა ეს ჩემი პირველი წერილია ამ ფორუმზე და თუ რატომ დავწერე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ, რასაც ქვემოთ ნახავთ. 'იმედს ვიტოვებ ბოლო არ იქნება ციტატა კალმახზე და ორაგულზე როცა სწერთ წერილებს, თანაც დაბეჯითებით და თქვენეული არგუმენტებით, იქნებ ჰკითხოთ ისეთ ხალხს ჭკუა და გამოცდილება, ვინც იცის მაგ საქმისა, თითქმის ბოლომდე რომ იციან მაგ არსებებებისა, იმათაც დაეკითხეთ, სანამ სხვას დაარწმუნებთ თქვენს უვიცობაში. როგორ შეიძლება კალმახი ორაგულად გადაიქცეს, რატომ აძლევთ მცდარ ინფოს მომავალ თაობას? არა მგონია სწორი იყოს ახლა თქვენი მხრიდან ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება. ,,უვიცობა,, და მასში სხვისი დარწმუნება ცოტა არ იყოს უხერხულია. თუ თქვენ იცით მაგდენი და განგვანათლებთ ჩვენ, ,,უვიცებს,, დიდად მადლობელი დაგრჩებით და მერე იქნე თქვენთანაც დავრეგისტრირდე და აქედან ბევრი თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციები მოგაწოდოთ თქვენს გამგეობას, რომ ოჯახის სტუმრის პაროლების გატეხვა აღარ დაგჭირდეთ. ეეეხ რას არ იზამს კაცი კლუბის გამო??? ციტატა ბევრი გვიცნობს ქართული ინეტიდან ორივეს, თქვენც იმ საითის ნაწილი იყავით, ვინც ძველები ხართ გემახსოვრებათ და პირადად, წარმოვადგენ საქართველოს მონადირე-მეთევზეთა კლუბს "მონადირეს", მაქვს პატივი მათი სახელით მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ და ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო პროექტი. ალბათ ბევრი გვიცნობს, მაგრამ ცნობა ერთია და ,,როგორ ცნობა,, მეორე. ჩვენ აშკარად კარგი რეპუტაცია გვაქვს, რასაც თქვენზე ანუ კლუბზე ვერ ვიტყოდით. ჩვენი ქვეყნისთვის კარგი რაღაცეების გაკეთება ნამდვილად კარგი აზრია, მაგრამ არა მგონია კარგი აზრი იყოს მანამ, სანამ კეხიანი პ რ ო ჭ ი კლუბში გეყოლებათ და მით უმეტეს ,,პრეზიდენტის,, რანგში. კიდევ ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ, თან ძალიან...... ეეეეხ ბატონო ელჩო, როგორ ამიმღვრიეთ გონებაა???..... პ.ს. პირადად თქვენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და რაც მე დავწერე თქვენ თავზე ამას ნუ მიიღებთ. რადგან კლუბის სახელით გველაპარაკეთ, ამიტომ დავწერეთ ეს ყველაფერი და კიდევ ბევრ რამეს არ ვწერთ დარწმუნებული იყავით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 13:10 |