ქუჩის უპატრონო ძაღლები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქუჩის უპატრონო ძაღლები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა აქ გავხსენი. თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მგონი ეს ერთ-ერთი დიდი და მოსაგვარებელი პრობლემაა ქალაქისთვის. უამრავი უპატრონო ქუჩის ძაღლია თბილისში, რეგიონებშიც სავარაუდოდ ასეთივე მდგომარეობა იქნება. რა ხერხით, საშუალებით უნდა გადაიჭრას? ზაფხულია, ცოფის და ათასი დაავადების ,,აკიდების" დიდი შანსია, ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ. ლეკვს ვერ ვასეირნებ, ან თუ ჩამყავს 2 მეტრიანი ჯოხი მაქვს და იმით ვიგერიებ. ამ დროს ზოგი მშვიდად იტანს მათ ყეფას და ჩემი 3 თვის ლეკვი, რომელიც ,,პავადოკზეა" ,,აშინებთ" ვითომ და ხომ არ გვიკბენსო...ილანძღებიან კიდეც...სპეც. დამჭერი სამსახურები სამჯერ მოსულან, ერთი დაუჭერიათ და მორჩა. არადა, 3 წლის ბავშვი დაკბინეს ამ დღეებში...
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გუშინ დილას 6დან 7 საათამდე ვასეირნებდი ძაღლს და ერთი 6-8 ძაღლი იქნებოდა მოგვაქციეს ალყაში და მდევრები ნადირს რო ურტყამენ კრუგს ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვიყავით. ძლივს ვიგერიებდი, საკბენად იწევდნენ. თან მაგ დროს კაციშვილი არ დადის ქუჩაში და ამათაც არაფრის შიში არააქვთ. ძლივს მორჩენისკენ მისული ფეხი 2 კვირით უკან დამიწიეს ამ გაწევ-გამოწევაში. ჩემ თავზე რო გამოვდაცე მივხვდი უკვე რამდენად საშიშები არიან და სერიოზულად დავიწყე უკვე მაგ პრობლემაზე ფიქრი. ადრე ვფიქრობდი შეაშინებ და გაიქცევიანთქო მარა საქმე საქმეზე რო მიდგა ჩემი ფეხები. თან წინა დღეებში, როგორც გავიგე, ქალისთვის უკბენიათ. პირადად მე ვერაფერს დამიშავებენ და რაც არ უნდა იყოს რაღაცნაირად მოვიგერიებ, მაგრამ ჩემს გარდა შეიძლება ჩემს ადგილზე სხვა დროს ქალი ან ბავშვი აღმოჩნდეს და არამგონია მთლად სასიკეთოდ დამთავრდეს ეგ ამბავი. ჩვენთანაც ასეირნებენ ჩვილ ბავშვებს, ბებიამ პატარა პირდაპირ მაგ ხროვაში შეიყვანა, ძაღლები მანქანების ქვეშ იყვნენ, რო გამოცვივდა 9 ერთად, მე მე-4 სართულიდან რა მექნა, წყალი გადმოვასხი, არ უკბენიათ, გადარჩნენ. ასე ყოველი დღე და ყველა უბანში ეგრეა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2025 - 19:00 |