ცეცხლის ხაზზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან
ალთაზარ
პოსტი Jul 18 2012, 20:48
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ც ე ც ხ ლ ი ს ხ ა ზ ზ ე <<ლელო>> 27.აპრილი.1969წ

არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ


თბილისის სამხედრო მონადირეთა საზოგადოების სტენდზე დამთავრდა რესპუბლიკური პირველობა იუნიორთა შორის . ცეცხლის ხაზზე გამოვიდა 31 სპორტსმენი . შედეგები უხეირო იყო . შეიძლება ეს ძლიერი ქარის ბრალიც გახლდათ .
კომპლექსურ ჩათვლაში ყველას აჯობა სამხედრო მონადირეთა საზოგადოებრივმა კოლექტივმა , რომელმაც 350 შესაძლებლიდან 176 ქულა დააგროვა . გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა "ლოკომოტივი" . III ადგილზეა მონკავშირის გუნდი -158 ქულა .

როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტენდზე სროლაში გაიმარჯვეს არმიელებმა . ადგილიდან სროლაში მეორე იყო "განთიადი" , მესამე -ლოკომოტივი . მრგვალ სტენდზე სროლაში 11 ადგილი მონკავშირმა მოიპოვა . "ლოკომოტივი" III ადგილით დაკმაყოფილდა . პირად ტურნირში ყველას აჯობეს : ადგილიდან სროლაში ო. ნაზარენკომ ("ლოკომოტივი"-100დან-67 ქულა) . მრგვალ სტენდზე -სპორტის ოსტატმა თ.მატოიანმა (მონკავშირი) - 80 ქულა .

თბილისელი მესტენდურეების საქალაქო ტურნირში ფავორიტები - ზ.მაჩხანელი და ტ.ჟღენტი არ მონაწილეობდნენ , მაგრამ ამან ასპარეზობისადმი ინტერესი ვერ შეანელა . პირველ დღეს შესანიშნავი ამინდი იდგა და მონაწილეებმაც მაღალი შედეგებით გაგვახარეს . ადგილიდან სროლაში დაწინაურდა ი.საგანელიძე (მონკავშირი) რომელმაც 100-დან 95 სამიზნე გატეხა , მას 2 ქულით ჩამორჩებოდა სპორტის ოსტატი ვ.ალავერდოვი ("ლოკომოტივი") გ.მეფარიშვილმა (მონკავშირი) კი 89 ქულა მოაგროვა . მრგვალ სტენდზე , როგორც მოსალოდნელი იყო დაწინაურდა სპორტის ოსტატი თ.მატოიანი (მონკავშირი) . 100-დან მან მხოლოდ 6 ქულა დაკარგა და 1 ქულით აჯობა თანაგუნდელ ოსტატს ე.ძიძიგურს .

შეჯიბრების მეორე დღეს ამინდი გაუარესდა , ამოვარდა ქარი და შედეგებიც დაეცა . საბოლოოდ ადგილიდან სროლაში პირველობა საგანელიძეს დარჩა . 200-დან მან 177 ქულის დაგროვება შეძლო, II ადგილზეა მეფარიშვილი-174 ქულა , III ა.ბუკია (მონკავშირი) -169 ქულა .

მრგვალ სტენდზე ჩემპიონი გახდა მატოიანი -186 ქულა . მომდევნო ადგილები დაიკავეს : ლ.სიმონიანმა (სამხედრო მონადირეთა საზოგადოება )-178 ქულა და ე.ძიძიგურმა -169 ქულა


საკავშირო კატეგორიის მსაჯი
ჯ.მოწონელიძე

სურათზე : ცეცხლის ხაზზეა ი.საგანელიძე
ფოტო ჯ.ხუბუასი

(სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს)
(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ალთაზარ
პოსტი Jul 23 2012, 19:30
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თუ ასე ისროლეს ლელო 17 ივნისი 1987 წ

ამრიგად ადგილიდან სროლის ფინალში საკმაოდ მაღალი შედეგებით გავიდნენ სოხუმელი საერთაშორისო კლასის ოსტატი კ.დარასელია და თბილისელი სპორტის ოსტატი ი.საგანელიძე . პირველს 200-დან 194 ქულა ჰქონდა მეორეს -195 IIII ადგილზე მყოფი მაჩხანელი (თბილისი) ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებოდა .
კ.დარასელიას შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს გუნდს , როცა დასაკარგი არაფერია აქვს , იგი შესანიშნავად ისვრის , მაგრამ როგორც კი პირად პირველობაზე ჩემპიონობის მოპოვების შანსი მიეცება , თავს იჩენს უკმარი ფსიქოლოგიური მომზადებისა და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი ერთბაშად წყალში იყრება . ეს სამწყხარიდ არაერთხელ დადასტურდა ასე მოხდა ახლაც -- რესპუბლიკურ სპარტაკიადაში . სამაგიეროდ მთელი ძალების თავმოყრა შესძლო მაჩხანელმა , ხოლო საგანელიძე მ ფინალშიც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა .
აი როგორ წარიმართა ლიდერთა დუელი : ფინალისტები საბოლოოდ ადგილების გადასანაწილებლადაც 100-100 სამიზნეს იღებდნენ. საგანელიძემ პირველივე სერია უშეცდომოდ დაამთავრა -25 -ვე სამიზნე დაამსხრია . ერთ სამიზნეს დააცილა მაჩხანელმა , ორს --დარასელიამ . მეორე სერიაში საგანელიძემ და მაჩხანელმა პირველი სერიის შედეგები გაიმეორეს , სოხუმელს კი 5 სამიზნე გაექცა და ახლა უკვე 8 ქულით ჩამორჩა ლიდერს .
შემდეგმა 25 გასროლამ ადგილების განაწილებაში ცვლილება ვერ შეიტანა , ვინაიდან სამივე მეტოქემ თითო სამიზნეს დააცილა . დაიწყო ბოლო სერია მაჩხანელმა ყველა სამიზნეს მოარტყა საგანელიძემ ერთს დააცილა , დარასელიამ - ორს . იმ დღეს მათ შესაბამისად ასეთი შედეგები ჰქონდათ: 97.98 . და 90 . საბოლოოდ ჩემპიონი გახდა საგანელიძე რომელმაც 300 შესაძლებლობიდან 293 ქულა მოაგროვა . ეს საქართველოს რეკორდის განმეორებაა . მაგრამ რეკორდიც რომ ყოფილიყო , იგი არ ჩაითვლებოდა , ვინაიდან ყველა ფარჯიში ერთ სასანგრეზე შესრულდა .(საერთაშორისო წესების თანახმად , მიღწევის ავტორი სულ ცოტა ორ სასანგრეზე მაინც უნდა გამოვიდეს) II ადგილზეა დარასელია- 284 ქულით , III ადგილზეა- მაჩხანელი --282 ქულით .

კარგად იასპარეზა ქუთაისელმა კ.ჟღენტმაც რომელმაც ფინალში 96 ქულა მოაგროვა ,საბოლოოდ კი 274 და IV ადგილზე გავიდა .
სპარტაკიადის ჩემპიონმა მრგვალ სტენდზე სროლაში ტ.ჟღენმა 1 ქულით აჯობა საქართველოს რეკორდს: 200 შესაძლებლობიდან 196 ქულა დააგროვა (96 გუნდური ასპარეზობისას და ამდენივე ფინალში ) მაგრამ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო რეკორდად არც ეს შედეგი დამტკიცდდება. იმ დღეს ოსტატის შედეგი (95 ქულა) აჩვენა ჟღენტის თანაგუნდელმა ბ.ანტონოვმაც , რომელიც საბოლოოდ II ადგილს დასჯერტა-188 ქულით . III -იყო ლ.სიმონიანი (თბილისი) -182 ქულა . ვერ დავემდურებით დედაქალაქის გუნდის ჭაბუკ წევრს თ.მატოიანს , მან IV ადგილი დაიკავა და სპორტის ოსტატის წოდების მოპოვებისთვის ფინალში მხოლოდ 1 ქულა არ ეყო .

ჩვენ ვწერდით რომ მახარაძელი ადგილიდან მსროლელები ამ ასპარეზობაში დაბალი შედეგებით გამოვიდნენ წარუმატებლობის მიზნად ის მიგვაჩნდა რომ მახარაძესი სტენდი დაანგრიეს და სპორტსმენებს საწვრთნელი ბაზა აღარ აქვთ , ამ მიზეზმა მრგვალ სტენდზე მსროლელთა ოსტატობასაც დაატყო თავისი კვალი . მიუხედავად ამისა მოზდილების ასპარეზობაში მათ მეორე შედეგი აჩვენეს , მაგრამ იმის გამო რომ ჭაბუკებში ძლიერი მსროლელი ვერ გამოიყვანეს , წინ აფხაზეთის გუნდი გაუშვეს. ფინალში მახარაძელთა გუნდის წარმომადგენლებმა ბ.მეგრელიძემ და ე.ნადირაძემ დამაკმაყოფილებელი შედეგები (178 ქულა თვითოეულმა ) მოიპოვეს . ტურნირმა გამოავლინა ბევრი ხარვეზიც , მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრები თუ ხალხთა საიუბილეო სპარტაკიადაშიც ასევე წარმატებით იასპარეზებენ საკმაო ქულებს შესძენენ ჩვენს დელეგაციას

ო.ივდაშვილი

სურათებზე : მარცხნივ --სპარტაკიადის ჩემპიონი მრგვალ სტენდზე სროლაში ტ.ჟღენტი ; მარჯვნივ -- " გაქცეულ ირემზე " ორმაგ სროლაში გამარჯვებული გ.ბექთაშევი ასპარეზობისას
ფოთო ო.გელაშვილისა



ვერ გაგვახარეს
ტყვიის მსროლელთა ბოლო შეჯიბრება მცირეკალიბრიანი პისტოლეტით , არმიული და ნებისმისრი შაშხანით მოეწყო , სპორტის ოსტატებმა . ე.კარტაშიანმა , კ. ფოტიევმა , ა შილოვმა . ვ ლაჟევსკიმ და მ.სტრეკალოვმა თავიდანვე დაძაბული ბრძოლა გააჩაღეს მცირეკალიბრიანი პისტოლეტით ხუთ სილუეტზე (30+30) სროლაში .პირველი დღე ცუდი შედეგებით როდი დამთავრდა , მაგრამ შემდეგ როცა სამიზნეების გამოჩენის დროს საგრძნობლად შემცირდა მაჩვენებლებიც ერთგვარად გაუარესდა , საბოლოოდ შილოვმა და კარდაშიანმა (ორივე-თბილისი) 580 ქულა მოაგროვეს , ჩემპიონის გამოსავლენად მათ შორის მოეწყო გადასროლა , რომელიც კარტაშიანმა მოიგო .
III ადგილი წინალ ხვდა ლაჟევსკის (ქუთაისი) 578 ქულა .
თანაგუნდელ ქალთა-- მ. ღვინერიასა და ტ. კობოსნიძის (ორივე -თბილისი) . პირველი "დუელი" პისტოლეტით სროლაში , როგორც ვწერდით ღვინერიამ მოიგო . ახლა ამ ვარჯიშში კობოსნიზემ 571 ქულა დააგროვა და რევანში აიღო ღვინერია მას 7 ქულით ჩამორჩა . III გახლდათ ქუთაისელი რ.აფრიდონიძე

ჭაბუკთა პირველობა ამ ვარჯიშში მოიგო თბილისელმა ჟ. ჟამურაშვილმა , მომდევნო ადგილები წილად ხვდათ დ.უზუნიანსა (აფხაზეთი) და თ.სვინტრაძეს (ქუთაისი)
არმიული შაშხანით სტანდარტზე (3X20) სროლა დამრთავდა ქუთაისელი ვ.ახალაძის გამარჯვებით -529 .
ა.სტროვმა (აფხაზეთი) მასთან 4 ქულით წააგო .
ნაყოფიერი გამოდგა "გაქცეულ ირემზე " 25 ორმაგი გასროლა -სამივე პრიზიორმა გადააჭარბა სპორტის ოსატის ნორმას . ჩემპიონობა წილად ხვდა საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გ.ბექთაშევს -216 ქულა . გ.თავდიდიშვილმა (213) და ს.ქუსიკაშვილმა (211) მომდევნო ადგილები დაისაკუთრეს.
საერთო გუნდულ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა 1. თბილისი 2. აფხაზეთი 3.აჭარა
როგორც ხედავთ მსროლელებმა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ გაგვახარეს არ გაუმჯებესებულა რესპუბლიკის არც ერთი რეკორდი . ნაკრების წევრებიც კი ბევრჯერ II თანრიგის მაჩვენებლებს სჯერდებოდნენ . ჩვენი აზრით სასროლო სპორტის ფედერაციამ და მწვრთელთა საბჭომ აქტივთან ერთად უნდა იმსჯელონ ამ წარუმატებლობის მიზეზებზე.

ა .ოსიპოვი
საკავშირო კატეროგია მსაჯი !


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 22:33