ქუჩის უპატრონო ძაღლები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქუჩის უპატრონო ძაღლები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა აქ გავხსენი. თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მგონი ეს ერთ-ერთი დიდი და მოსაგვარებელი პრობლემაა ქალაქისთვის. უამრავი უპატრონო ქუჩის ძაღლია თბილისში, რეგიონებშიც სავარაუდოდ ასეთივე მდგომარეობა იქნება. რა ხერხით, საშუალებით უნდა გადაიჭრას? ზაფხულია, ცოფის და ათასი დაავადების ,,აკიდების" დიდი შანსია, ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ. ლეკვს ვერ ვასეირნებ, ან თუ ჩამყავს 2 მეტრიანი ჯოხი მაქვს და იმით ვიგერიებ. ამ დროს ზოგი მშვიდად იტანს მათ ყეფას და ჩემი 3 თვის ლეკვი, რომელიც ,,პავადოკზეა" ,,აშინებთ" ვითომ და ხომ არ გვიკბენსო...ილანძღებიან კიდეც...სპეც. დამჭერი სამსახურები სამჯერ მოსულან, ერთი დაუჭერიათ და მორჩა. არადა, 3 წლის ბავშვი დაკბინეს ამ დღეებში...
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 21-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი რაღაცა მაინტერესებს. რომელ "ცივილიზებულ" ქვეყანაში გინახიათ მაწანწალა ძაღლი ?! რა, დავიჯერო მიყავთ, სტერილიზაციას უკეთებენ, ცრიან და ისევ ქუჩაში აგდებენ ? რა სისულელეა ?! ოდნავ მაინც აგრესიულ ძაღლებს აძინებენ იმ დღესვე! თუ ძაღლი ჩაკეტილია და უხასიათო, ფსიქოლოგები მუშაობენ მაგასთან და მაგათი დასკვის შედეგად წყდება ძაღლი გასხვისდება თუ დააძინებენ ! შესაფარში მხოლოდ საყვარელ მეგობრულ ცუგრუნიებს ტოვებენ, რომლებსაც აქვთ იმის შანსი რომ ვიღაცამ წაიყვანოს. დანარჩენებს აძინებენ! ქუჩაში არავინ არ დააბრუნებს ძაღლს!!!
როგორ ფიქრობთ რა არის უფრო ჰუმანური, ძაღლის მოკვლა თუ ქუჩაში გაშვება, სადაც ის მუდმივად მშიერი,მწყურვალი,რწყილებითა და ტკიპებით ამოტენილი დაწოწიალობს? აღარაა საუბარი სხვა ავადმყოფობებზე! ყოველთვის არის იმის შანსი რომ იმავე მაწანწალა ძაღლს ვიღაცამ ან ქვა ესროლოს ან ჯოხი ჩაარტყას! ან თუნდაც მანქანამ დაარტყას! ზამთარში რა უნდა ქნას იმ ძაღლმა რომელიც ქუჩაში ცხოვრობს? რა, არ შეცივდება? არ დაათოვს არ დააწვიმს და ქარი არ მოუქრის ? ეგეთ მოგონილ "ჰუმანურობა"-ს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არააქვს ადგილი! ყველასათვის ცნობილია რომ თუნდაც ევროპის ქვეყნებში, ძაღლის პატრონი ვალდებულია თავისი ძაღლის გაბნავალი აღოს. თქვენის აზრით უპატრონოდ დააგდებდნენ ძაღლს ქუჩაში? სადაც ის უკაცრავად და მოჯვავს, მოფსავს,სანაგვეებს ამოატრიალებს? ყოველთვის არის იმის შანსი რომ ძაღლმა ადამიანს უკბინოს! (ნუ შემეწინააღმდეგებით, ძაღლი მტაცებელია, გენში და სისხლში აქვს ეს!) მითუმეტეს როდესაც მარტო არაა, ჩვენთან კიდევ ჯოგებად დარბიან! 2 დღის წინ ჩემი სახლის წინ კინაღაბ ბავშვი დაკბინეს. არვიცი რანაირად მაგრამ გადარჩა! 9-10 წლის გოგო იქნებოდა! დღეს გადარჩა და ხვალ ვინ იცის რა მოხდება! ასეთი რამ რომ მოხდეს ნებისმიერ სხვა ნორმალურ ქვეყანაში იცით რა მოხდება?! ამოწყვიტავენ ძაღლიან,კატიან თაგვიანა ყველაფერ მაწანწალას! სად არიან ეს უპატრონო ძაღლების დამცველები მანახეთ ერთი! მაგათი შვილი რომ ყოფილიყო იმ ბავშვის ადგილას ვნახავდი როგორ იმღერებდნენ! დამაჭერინა ერთი და იმ ძაღლების დღეში ჩამაგდებინა გარეთ რომ დარბიან ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 04:35 |