წარსულის ქრონიკები :))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წარსულის ქრონიკები :))) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს თემა გახსნილია ჩემს მიერ !! პოსტები გადმოტანილია კალმახის თემიდან
ზახარა აქა მშვიდობა. მოგესალმებით ყველა მონადირე-მეთევზეს. ეს ჩემი პირველი წერილია ამ ფორუმზე და თუ რატომ დავწერე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ, რასაც ქვემოთ ნახავთ. კალმახზე და ორაგულზე როცა სწერთ წერილებს, თანაც დაბეჯითებით და თქვენეული არგუმენტებით, იქნებ ჰკითხოთ ისეთ ხალხს ჭკუა და გამოცდილება, ვინც იცის მაგ საქმისა, თითქმის ბოლომდე რომ იციან მაგ არსებებებისა, იმათაც დაეკითხეთ, სანამ სხვას დაარწმუნებთ თქვენს უვიცობაში. როგორ შეიძლება კალმახი ორაგულად გადაიქცეს, რატომ აძლევთ მცდარ ინფოს მომავალ თაობას? ბევრი გვიცნობს ქართული ინეტიდან ორივეს, თქვენც იმ საითის ნაწილი იყავით, ვინც ძველები ხართ გემახსოვრებათ და პირადად, წარმოვადგენ საქართველოს მონადირე-მეთევზეთა კლუბს "მონადირეს", მაქვს პატივი მათი სახელით მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ და ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო პროექტი. პ.ს. წავიკითხე ოთხივე გვერდი და ვერა რა, უნდა ვიმეგობროთ.[color="#FF0000"][/color] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მადლობა ჭალიმგელა ყურადღებისთვის.
ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთ მიმართულებას მიიღებდა ჩემი დაწერილი. თუ რატომ? ქვემოთ მოგახსენებთ. როცა ის წერილი დავწერე, ოთხივე გვერდი წაკითხული მქონდა, თუ თვალს გადაავლებთ, ეხლაც იქ არის წინამდებარე წერილები თქვენი ფორუმელებისა. ერთერთში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ორაგულის 5 სახეობაა და ჩამოთვლილია: ცისარტყელა კალმახი, ღელის კალმახი და ა.შ. ამას სწერს ფორუმის ცნობადი და პატივცემული წევრი, მას პასუხობს და მთლიანად ეთანხმება მეორე არანაკლებ პატივცემული. მეორე აგრძელებს მხატვრულ წერილს, რომელშიც არის ასეთი ფრაზა: კალმახი რომ ორაგულად გადაიქცევა და ზღვაში გავა/დაახლოებით ასეთი/, ეხლაც არ დავაკოპირებ იმ წერილებს, რადგან არ მინდა იმ ადამიანებს ვაწყენინო, ვინც ეგ დასწერა./ რაც შეეხება სიტყვა "უვიცობას", რამდენადაც მე ვიცი, ადამიანი რომელიც ვერ ერკვევა რაიმე საკითხში და მას ასაბუთებს, უვიცია. მაშინაც იგივე მოხდა, მოვერიდე მათი წერილების კოპირებას და თქვენობით ფორმაში მივანიშნე მოკლე ციტატით: კალმახი ორაგული ვერ გახდება და პირიქით. მგონია, რომ სჯობდა მათი ნიკები მიმეთითებინა და მაშინ მთელი ფორუმის შეურაცხყოფად აღარ მიიღებდით. რაც შეეხება ჩემს ნიკს, დიპლომატიას და გაგზავნა-მიგზავნილობას. კარგით რა ხალხო. ელჩიბეგაშვილი ვარ გვარად, ამიტომაც მაქვს ზედმეტსახელად ელჩი. ყველა ქართულ ფორუმზე, თუ სადმე ფეხი შემიდგავს, იგივე ნიკით ვარ დარეგისტრირებული, არსად არ მაქვს დამალული ჩემი ვინაობა. მიცნობს ძალიან ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველი. როცა მეკითხებით, იციან მათი სახელით რომ გვთავაზობ მეგობრობასო? მე, მეგობრობა და ძმობა ასე მესმის, კაცს თუ ძმობა შევპირდი და მანაც იგივე გაიმეორა, ერთმანეთის სახელს ყველა კაი საქმეში გამოვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენს კლუბს გადაწყვეტილი გვაქვს, გვქონდეს კავშირები სხვა ქართულ მონადირე-მეთევზეთა კლუბებთან, რადგანაც დათითოებულები ვართ და აქეთ-იქით ვეწევით, ვცდილობთ რაღაცის გაკეთებას სათითაოდ და ამასობაში ზღვაში წვეთია ის, რასაც თითოეული კლუბი აკეთებს ქვეყნისათვის. დაივიწყეთ კლუბი monadire.ge, აღარ არსებობს. იმ საითზე დარჩა მხოლოდ ორი არაკაცი, გავაკეთეთ ახალი საითი, თავიდან გაკეთდა დოკუმენტაცია და კლუბს ეხლა ჰქვია "მონადირე". სულ ყველა წამოვედით იქიდან. ჭალიმგელამ დასწერა, PM-ებს კითხულობდნენო. მართალია. ჩემს თავზე გამოვცადე, სრულიად შემთხვევით, ჩემი მეხსიერების წყალობით. მაგრამ ამ წერილებს კითხულობდა მხოლოდ ორი არაკაცი, დანარჩენი გარტყმაში არ იყო. /დასაწერი კიდევ მაქვს, გთხოვთ თავი შეიკავოთ, აუცილებლად გავაგრძEლებ./ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 13:31 |