ცხოველების დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
ცხოველების დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 19 2009, 00:29
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
       
			
			  კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).  ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)   კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  May 23 2009, 20:43
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
       
			
			 
				ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი. ბევრგან განადგურებულია. 
			
			
					
		 
				
				
				
			 | 
	
| 
			
			 | 
	|
 levana90   ცხოველების დახასიათება   May 19 2009, 00:29
 
 levana90   ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძ...   May 19 2009, 11:39
 
 zaxara   ენოტისებრი ძაღლი - N...   May 19 2009, 20:21
 
 levana90   მაჩვი (ლათ. Meles meles), მტ...   May 19 2009, 22:37
 
 zaxara   ჯიქი - Felis pardus                       ...   May 20 2009, 19:26
 
 zaxara   ტყის კატა - Felis silvestris
    ...   May 21 2009, 22:40
 
 ზახარა   ლერწმის კატა - Felis chaus
 ...   May 22 2009, 00:10
 
 ზახარა   ზოლებიანი აფთარი - H...   May 22 2009, 20:14
 
 ზახარა   კავკასიური ჯიხვი - C...   May 25 2009, 19:47
 
 ლევანა90   არხარი
არხარი, არგ...   May 27 2009, 20:24
 
 ზახარა   ქურციკი - Gazella subgutturosa
 
...   May 27 2009, 21:21
 
 ზახარა   წავი - Lutra lutra
    ეკუთვნ...   Jun 2 2009, 20:14
 
 ზახარა   ყვითელგულა კვერნა ...   Sep 6 2009, 13:06
 
 aragveli   ცხოველთა მაქსიმალ...   Sep 9 2009, 12:48
 
 ზახარა   ჭრელტყავა - vormela peregusna 
...   Sep 13 2009, 14:51
 
 ზახარა   დედოფალა -Mustela nivalis
  ე...   Sep 27 2009, 19:25
 
 ზახარა   თეტრყელა კვერნა  - Mar...   Sep 27 2009, 23:19
 
 ზახარა   არჩვი - Rupicapra rupicapra
  ეკ...   Nov 22 2009, 12:16
 
 ზახარა   ნიამორი -Capra aegagrus 
  
   ე...   Nov 22 2009, 17:22
 
 ზახარა   ფოცხვერი - felis lynx
   ეკ...   Nov 25 2009, 18:48
 
 ზახარა   კეთილშობილი ირემი ...   Nov 25 2009, 23:06
 
 ჭალიმგელა   მგელი 
მგელი ეკუთვ...   Nov 26 2009, 09:52
 
 ლეკი   გეპარდი (Acinonyx jubatus), მტ...   Dec 22 2009, 18:50![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 03:14 |