პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი. ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი, და დედა, დიასახლისი, ჯან-ღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები... ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები... გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდექს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული - პირიქით? გახსოვს, ამტყდარი ავდარი და სარეწკელას ბილიკი? გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი და ვარდიგორას ხანძარი და დიდი გუჯუ ბატონი, თავისი ქამარ-ხანჯალით? ხან ისე იყო, ხან ასე, გახსოვს ცაგერის ჭალაზე? რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! შენ, მამაჩემო, რად დარდობ, რამ დაგისველა თვალები? ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედინო?! რად არ ჭიხვინებს ვეება ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი? ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი! რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:45 |