პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 686 რეგისტრ.: 27-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სიწმინდეები გვიხმობენ
სამების სამრეკლოს ვდგავართ, სამშობლო მთიდან გხედავთო, სამი სანთელი გვინთია, გვიგულებიხარ დედათო. სამნი ვართ, სამ საგალობლით, შენს სადიდებელს ვბედავთო. სამების ძალა გფარავდეს, დაშენებულო კლდესაო, სალოცავებით მოფენილს როგორ გაგიჭირდესაო?! გიყურებთ, გული გვიტირის, ჩუმადა ვყლაპავთ ცრემლსაო, ვიღვიძებთ, არა გვგონია მლოცველი მოგაკლდესაო, ყველა ტაძარი გახსენებს, ყველაწმნინდაა დღესაო. გვაკურთხე კომონის ძალავ, საინგილოდან ქურმუხო, გონიოს ციხევ, იკორთავ, ვაჟკაცმა როგორ გიმუხთლოს! გვლოცავს გიორგის ტაძრები, მცხეთას დაგვყურებს ჯვარიო, კიდევაც შეიკრიბება დიდგორს დავითის ჯარიო! გელათი გმირებს მოითხოვს, სამთავრო მთავრობასაო, მაღლიდან წმინდა მეფენი არ მოგვაკლებენ მადლსაო, ჩვენი თუ ვერ შეგვიცნია, ცრუდ რად მივყვებით სხვასაო, უფლის ვიწრო გზით ის მიდის, ვინც გაჰყვა ძველსა კვალსაო. ანჩისხატი კვლავ გიგალობს ერი მოსძახის ბანსაო, ბაგრატი ისევ აღსდგება, შესძრავს მთასა და ბარსაო! სანამდის სვეტიცხოველი ქართლის გულს ელის მკასაო, სამშობლოს გადასარჩენად ღმერთი კვლავ მოგვცემს ძალსაო! ჭეშმარიტი და სიცრუე, სიწმინდენი და ფულია, ვინც ერთმანეთში არია, წარუწყმენდია სულია. სადაც თვის კვართზე მაცხოვარს სვეტი აქვს აღმართულია, სადაც ანდრიას, მატათას, სიმონს დაუდევთ რჯულია, ასურელ, ათონელ მამებს ულოციათ და უვლიათ იქ სადაც წმინდა ნინოა ბოდბეში დაკრძალულია იმ მიწის ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალულია! გონს მოდით, ღვიძავს ანჩისხატს, ახსოვს სიონის ღვთისმშობელს, ათასმა საცხონებელად ჩვენთვის ხომ სისხლით იშრომეს! თუ შენი სული გაყიდე უკეთესი რა იშოვე?! ხევში გერგეთის სამება, მყინვარს ბეთლემის კელია, სიწმინდეები გვიხმობენ – აღვსდგეთ ერი და ბერია! ერთი პირითა ვილოცოთ, ერთობით ვძლიოთ მტერსაო, ერთად შეკრებილს დაგვხედავს, გაუხარდება ღმერთსაო; მას ძალუძს ცეცხლის ცვრად შეცვლა, ის ამოგვიყვანს მზესაო, ღვთისმშობლის შვიდი სამთავრო დაუდევთ საფასესაო, ივერიისა სიწმინდე ჰგონიათ იყიდესაო?! ბოროტი რისთვის ირჯება, ტყვილა რად იქნევს ხელსაო, სამშობლოს ვერვის დავუთმობთ, სანამ მკერდს გული ძგერსაო, სანამ სამებას სამი ხმა ერთხმად უგალობდესაო, სანამ დედა ღვთისმშობელი არ გვაკლებს საფარველსაო, სანამ უფლის ხატს ვღაღადებთ: ქრისტე ღმერთო შენ გესავო! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:55 |