იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბევრი ვეძებე ეს თემა მაგრამ ვერ ვიპოვე , არა და ჩემი აზრით აუცილებელია . აქ ყველას შეუძლია აღწეროს თუ ვინ როგორ წმინდავს იარაღს გამოყენების შემდენ ან თუნდაც დრო და დრო შენახვის დორს. რა საშუალებებს იყენებს , კერძოდ საწმენდი ჯოხი , ჯაგრისი , პაჩები , სითხეები , ზეთები და სხვ.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
1) ნადირობის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა გაიწმინდოს თოფის ლულა.
უხეში ჯაგრისით რამდენიმე გატარებით ვაცლით დენთის ნამწვავს და ვნამავთ ლულას ტუტე შემცველობის ზეთით ან რაიმე საწმენდი სითხეებით (WD -40, რობლა, ბალისტოლი ან რაიმე სხვა ) მერე ვატარებთ რბილ ნეილონის ჯაგრისს რომ ეს საპოხი სითხე თანაბრად განაწილდეს ლულის კედლებზე და ვტოვებთ ასე 30 წუთის განმავლოვაში ( გააჩნია რომელ სითხეს ვხმარობთ დრო მის შესაბამისაც ინიშნება ძალიან აგრესიული სითხების დიდხანს გაჩერება ლულაში არა რეკომენდირებულია ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ როგორი ლულა იწმინდება ხრომირებული თუ შავი) 2) ვიღებთ ბრინჯაოს ჯაგრისს და საწმენდი ჯოხის დახმარებით ვხეხავთ ლულას სავაზნიდან ჩოკამდე კარგად გულმოდგინეს ყურადღებას ვაქცევთ განსაკუთრებით სავაზნის წინა ძირითად ლულაში გადასასვლელ კონუსს და ჩოკურ შეევიწროებას. 3) ვწმენდავთ ლულას სუფთა ნაჭრით ვათვვალიერებთ ლულის შიდა კედლებს თუ გვაკმაყოფილებს ხო კარგი თუ არადა იგივე პროცედირას ვიმეორებთ რამდენჯერმე მანამ სანამ ლულიდან არ გამოვა სუფთა ტილო და სანამ არ იქნება მოცილებული სიპი და ლაქები. შემდეგ უკვე თუ შედარებით დიდხანს ვინახავთ თოფს ვპოხავთ ნეიტრალური ზეთით ლულის შიდა კედლებს ერთხელ ან ორჯერ კიდევ სუფთა ტილოთი გავაცილებთ ამ ნეიტრალურ ზეთს რომ გავანეიტრალოთ და გავაცალოთ ლულას შიგნით დარჩენილი ტუტეშემცველი ხსნარი ისევ ვპოხავთ ნეიტრალური ზეთით და ვინახავთ თუ სეზონია და რამდენიმე დღეში ისევ უბნდა იხმაროთ თოფი მაშინ დატოვებტთ მშრალად ლულას და ეგაა. P.S ჩემი რეკომენდაციაა ნახევრად ავტომატური გაზგადამრენი ემქანიზმის მქონე გლუვლულინაი სანადირო თოფიდან ხელით დატენილი და მიტ უმეტეს უკონტენეირო ვაზნების ხმარებისგან თავი შეიკავოთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 04:58 |