REMINGTON 887 VS STOEGER M200, დამეხმარეთ არჩევაში! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
REMINGTON 887 VS STOEGER M200, დამეხმარეთ არჩევაში! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5 რეგისტრ.: 11-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებიტ მონადირენო!
როგორც იქნა გადავწყვიტე ავიხდინო დიდი ხნის ოცნება და ვიყიდო თოფი! და თქვენი რჩევა მინდა. კლასიკური ორლულიანი თოფის ყიდვა არ მინდა, არჩევანი შევაჩერე ნახევრადავტომატურ STOEGER M2000-ზე და პომპიან REMINGTON 887. აქ კი გავიჭედე, არ ვიცი რომელი ვიყიდო, მე უფრო რემინგტონს ვემხრობი, რადგან მაინც ამერიკულია და თურქულ სტოგერთან შედარებით ხარისხიანიც იქნება, მაგრამ პომპიანი თოფი ნადირობისას როგორი სახმარია? რა პლიუსები ან მინუსები აქვს? იქნებ ამარჩევინოთ! ფასშიც დიდი სხვაობა არ არის პრინციპში. ბევრი სტოგერს აქებს, მაგრამ რემინგრონი რომ ამერიკულია და ხარისხით ჯობია? ![]() მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს. პ.ს. ჰო კიდევ რემინგტონ 870-იც ხომ არის, 887-ს ჯობია ეგ თუ ისევ 887 ვამჯობინო? მოკლედ ეს კითხვები მქონდა =) პირველი თოფია ჩემთვის და არ მინდა შევცდე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Zarios
მართალი დაგიწერეს, პომპა სანადირო იარაღი არ არის. რაც არ უნდა სწრაფად გადატენო სამიზნეს გადატენის მომენტში მაინც დაკარგავ. მრავალტყვიანის მუღამიც ისაა რომ სამიზნის დაუკარგავად მიაყოლო სროლა. თუ პირველი თოფია მე მაინც ორ ლულიანს გირჩევდი, სროლის დროს სიზუსტეზე გაამახვილებ ყურადღებას. მრავალმუხტიანის შემთხვევაში აქცენტს რაოდენობაზე აკეთებენ და სიზუსტეს აღარ აკონტროლებენ. თუ მაინც და მაინც ამ ორს შორის გინდა აირჩიო შტოგერს გირჩევ. ბერეტას ქარხანამ ააწყო თურქეთში და საკმაოდ ნორმალური თოფებია. თუ მაღაზიაში ყიდულობ მაშინ ატას გირჩევდი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
(((((ჭალიმგელა)))) რატო ურჩევ ატას??? მითუმეტეს თუ დამწყებია??? ან შტოგერს???? მაშ ურჩიე კლასიკური ორლულიანი თოფი pihtona უნდა წაიკითხო კარგად. აი ჩემი პასუხი: Zarios თუ პირველი თოფია მე მაინც ორ ლულიანს გირჩევდი, სროლის დროს სიზუსტეზე გაამახვილებ ყურადღებას. რატო მაინც და მაიც (ატა) ან (შტოგერი??) მითუმეტეს ნახევარ ავტომატურებია ეს ორივე. აქ ფასზეა საუბარი თორემ ბრაუნინგს ვურჩევდი მაშინ ან ბერეტას ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 12:49 |