მეორე საველე შეჯიბრი ოჩოპინტრეს თასზე – ბაზალეთი 2012, ფოტო-ვიდეო მასალა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეორე საველე შეჯიბრი ოჩოპინტრეს თასზე – ბაზალეთი 2012, ფოტო-ვიდეო მასალა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგორც იცით ჩატარდა ოჩოპინტრეს თასის მეორე საველე შეჯიბრი მეძებართა შორის ტრადიციულად ისევ ბაზალეთზე.
მონაწილეობა მიიღო 16 მა მეძებარმა. გამოსვლები სამ დღეზე გადანაწილდა. ამინდი არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ ნორმალური. ძირითადი პრობლემა ნიავის არ ქონა ანცვალებადი მიმართულების ნიავი იყო. ეს ყოველივე კიდევ უფრო აახლოვებდა სანადირო სიტუაციასთან და უფრო აზარტულ ელფერს აძლევდა. საველე დიპლომი დაიმსახურა რვა მეძებარმა. სატურნირო შედეგები ესე გამოიყურება: 1)აკაკი გობრონიძე - ლაკი 78 IIIხ/დ 2)ვანო დოიჯაშვილი- ჯიმი 75 ქულითIIIხ/დ 3)გია ადიკაშვილი -ლილე 73 ქულითIIIხ/დ 4)ნოდარი როსტიაშვილი- ტომი 72ქულითIIIხ/დ 5)ნოდარა როსტიაშვილი - პერი 70ქულითIIIხ/დ 6)ვიქტორ ნაჭყებია-დეგი-70 ქულითIIIხ/დ 7)კვარაცხელია ტოშა - ბონი 70 ქულითIIIხ/დ 8)ლომოური აჩიკო - ზიტა 65 ქულითIIIხ/დ ახალგაზრდა საუკეთესო მგეშავის ტიტული წილად ხვდა ვიქტორ ნაჭყებიას (ვიტო) გილოცავ!!! კლუბ ოჩოპინტრეს სიმპატია 2012 გახდა ნოდარ როსტიაშვილის ხვადი ინგლისური სეტერი ჩ.პერი შეჯიბრი ჩატარდა სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების 1981 წლის წესების მიხედვით 100 ქულიანი შეფასებით დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ექსპერტებს გაწეული შრომისთვის ბატონ დავით ცხვედიანს და ბატონ შადიმან შამანაძეს, ასევე სტაჟიორებს ალეკო მიშელაშვილსა და დავით სამუშიას. სასიხარულოა რომ სანადირო მეძაღლეობის განვითარებისთვის ბევრი კეთილი ხალხი დაგვიდგა გვერძე. დიდი მადლობა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას, მაღაზია მაგნუმს და მაღაზია ბუნებას გაწეული დახმარებისთვის ასევე პერსონალური მადლობა დავით ქევხიშვილს და ჯეკო ჯოხაძეს დიდებული პრიზების და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების გადმოცემისათვის პატივისჩემით კლუბ ოჩოპინტრეს ადმინისტრაცია აბა წავიდა პირველი დღის ფოტოები. ![]() ![]() ![]() არისტოკრატი უტრომ პიუტ ტოლკო კოფე ს მოლოკომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ქუდზე ბევრი რამ ითქვა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ნომრებზე იძახიან ბრაკონიერების არისო და ხომ არაფერი გსმენიათ? ![]() ![]() პოზიორობა გრძელდება ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ნანობს უძაღლობას ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 160 რეგისტრ.: 19-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას! გილოცავთ '' ბაზალეთი 2012''-ის ლამაზათ ჩატარებას. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ორგანიზატორებს, ექსპერტებს, მონაწილეებს, გულშემატკივრებს. მისასალმებელია, რომ რიგი ხელისშემშლელი ფაქტორების და ქირქილისა შეჯიბრი მაინც ჩატარდა და უკვე ტრადიციული სახეც მიიღო. ჩემის აზრით კარგი იქნება თუ მომავალში უფროს თაობათა მსგავსად, საშემოდგომო შეჯიბრებზე მაგალმთიანში გადავინაცვლებთ. ამით შეჯიბრსაც გავამრავალფეროვნებთ და ძაღლებსაც უკეთეს პირობებს შევუქმნით. მინდა მივულოცო გამარჯვებულს, მან თავისი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი, რაც არაერათხელ გვინახავს.
და ბოლოს ავღნიშნავ, რომ პირველი ორი დღის ურთულეს პირობებში, ინგლისურმა სეტერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სტაბილურობა და ღირსეულად იასპარეზეს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 15:56 |