REMINGTON 887 VS STOEGER M200, დამეხმარეთ არჩევაში! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
REMINGTON 887 VS STOEGER M200, დამეხმარეთ არჩევაში! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5 რეგისტრ.: 11-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებიტ მონადირენო!
როგორც იქნა გადავწყვიტე ავიხდინო დიდი ხნის ოცნება და ვიყიდო თოფი! და თქვენი რჩევა მინდა. კლასიკური ორლულიანი თოფის ყიდვა არ მინდა, არჩევანი შევაჩერე ნახევრადავტომატურ STOEGER M2000-ზე და პომპიან REMINGTON 887. აქ კი გავიჭედე, არ ვიცი რომელი ვიყიდო, მე უფრო რემინგტონს ვემხრობი, რადგან მაინც ამერიკულია და თურქულ სტოგერთან შედარებით ხარისხიანიც იქნება, მაგრამ პომპიანი თოფი ნადირობისას როგორი სახმარია? რა პლიუსები ან მინუსები აქვს? იქნებ ამარჩევინოთ! ფასშიც დიდი სხვაობა არ არის პრინციპში. ბევრი სტოგერს აქებს, მაგრამ რემინგრონი რომ ამერიკულია და ხარისხით ჯობია? ![]() მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს. პ.ს. ჰო კიდევ რემინგტონ 870-იც ხომ არის, 887-ს ჯობია ეგ თუ ისევ 887 ვამჯობინო? მოკლედ ეს კითხვები მქონდა =) პირველი თოფია ჩემთვის და არ მინდა შევცდე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მინდორში ქარივით მორბენალი მეძებარი ... გაყინული ნაბულიი ... აჩქარებული პულსით მისვლა ... მეძებრის დაძაბული კანკალი ნაბულისას ... ამოფრენილი ფრინველი ... გასროლა ... თოფის გადახსნა , მასრის ამოღება .. ლულიდან გადმოსული დენთი სუნის შეგვრძვნა ორგანიზმში ... მეძებარზე მოტანილი ფრინველის გამორთმევა და იაგტაში ჩადებაა ..
![]() ეს ყველაფერი არის კლასიკა !!! მე ეს მიყვარს სულით და გულით !!! და არავის ვახვევ თავზე არაფერს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მინდორში ქარივით მორბენალი მეძებარი ... გაყინული ნაბულიი ... აჩქარებული პულსით მისვლა ... მეძებრის დაძაბული კანკალი ნაბულისას ... ამოფრენილი ფრინველი ... გასროლა ... თოფის გადახსნა , მასრის ამოღება .. ლულიდან გადმოსული დენთი სუნის შეგვრძვნა ორგანიზმში ... მეძებარზე მოტანილი ფრინველის გამორთმევა და იაგტაში ჩადებაა .. ![]() ეს ყველაფერი არის კლასიკა !!! მე ეს მიყვარს სულით და გულით !!! და არავის ვახვევ თავზე არაფერს ![]() ზახარ შენ ისე გამოგივიდა თითქოს სადმე დამეწეროს ზემოთ რომ ბევრის ხოცვაზე ვიყო ორიენტირებული, მასეთი ხალხი და მეხორცეები ჩემგან შორს, ცნობისათვის ორლულიანით და პოლუავტომატით ნახოცი კაცის თავზე 100 მწყერი უფრო ხშირად მინახავს და პომპით არასოდეს, უფრო უარესიც საჩოკი და პროჯეკტორი ყველაზე დიდი მტერია ბუნების, დენში შეერთებული და მის გარეშეც, ასე რომ ჩემთან და ამ თემასთან შენი კომენტარი საერთოდ არაფერ შუაშია ![]() მე ვთქვი ტექნიკური მონაცემებით შევადაროთ მეთქი, დახოცვას რაც შეეხება არც ორლულიანებთან ვარ მწყრალად და რაოდენობისათვის არასოდეს ვნადირობ, თორე იგივეს ორლულიანითაც გავაკეთებ რასაც სხვა სისტემის თოფებით, რაოდენობაზე მაქ ლაპარაკი. ასე რომ მე ყველანაირი ცუდი განზრახვის და ქვეტექსტების გარეშე ერთი საინტერესო და მხიარული შემოთავაზება გავაკეთე, სხვანაირათ ამდენი სუბიექტური აზრის გაქარწყ**ბა ლაპარაკით შეუძლებელია. უბრალოდ რატომ უნდა დაიწყოს კაცმა ორლულიანით როცა უმეტესობა ორლულიანის მერე გადადის ნახევრად ავტომატურ თოფებზე ან პომპაზე, არის კიდევ ერთი მომენტი და მოგახსენებ, კარგი ჰორიზონტალი გაცილებით ძვირია ვიდრე პომპა ან ნახევრად ავტომატი, მაგალითისათვის, 1200 ლარს და მეტს ფეხს არ უცვლიან და კაპიკს არ აკლებენ მაი მარკეტზე იჟ-54 ში, იჟ-26სსა და იჟ-58ში, აღარაფერს ვიტყვი, ზიმსონებს ზაუერებსა და სხვა უცხოურ თოფებზე, ასე რომ არც ისე იაფი სიამოვნებაა ეგ ორლულიანები. და კიდევ რაღაც არ მგონია საშუალება რომ ყოს ვინმემ ბრაუნინგის ან ბერეტას ან ფაბარმის ნახევრად ავტომატს ჰორიზონტალი ამჯობინოს და თანაც რუსული ![]() მინდორში ქარივით მორბენალი მეძებარი ... გაყინული ნაბულიი ... აჩქარებული პულსით მისვლა ... მეძებრის დაძაბული კანკალი ნაბულისას ... ამოფრენილი ფრინველი ... გასროლა ... თოფის გადახსნა , მასრის ამოღება .. ლულიდან გადმოსული დენთი სუნის შეგვრძვნა ორგანიზმში ... მეძებარზე მოტანილი ფრინველის გამორთმევა და იაგტაში ჩადება რაც შეხება შენ ნათქვამს ეს ორლულიანითაც მიგრძვნია და სხვა გლუვლულიანი თოფებით ნადირობისასაც. მთავარია კაცი ხარბი არ იყოს და მავნებელი, თორე ზემოთაც დავწერე საჩოკი და პროჯეკტორი გაცილებით მეტად საშიშია მწყერისათვის ვიდრე ჩემი და თუნდაც სხვა პატიოსნად მონადირე კაცის ჯაგლაგი პომპა ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 12:50 |