მეძებრების საველე გამოყვანა დათვალიერება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მეძებრების საველე გამოყვანა დათვალიერება |
Sep 11 2012, 00:50
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
15 და 16 სექტემბერს ''საქართველოს პოინტერ კლუბი'' აწყობს მეძებრების საველე გამოყვანა-დათვალიერებას FCI წესებით. ღონისძიების სტატუსი-არაოფიციალური.
გამოყვანა-დათვალერებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეძებარს. FCI ფორმის საგვარეულოს ქონა სავალდებულო არ არის. ბრიტანული და კონტინენტალური მეძებრების გამოყვანა-დათვალერება ტარდება ცალ-ცალკე. თითოეულ დღეს გამოყვანა-დათვალერება ჩატარდება ფორმატით: 1-სოლო, 2-წყვილები. ექსპონენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორივე დისციპლინაში სურვილისამებრ. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არაა. კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე. გამოყვანა-დათვალერების ზუსტი ადგილი და დრო დადგინდება 14 სექტემბერს. იმსაჯებს ბ-ნი ს.შაგინოვი. საკონტაქტო პირი: გიორგი კუხალეიშვილი მობ. 5 93 60 30 40 |
|
|
|
![]() |
Sep 11 2012, 20:51
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საველე გამოყვანა-დათვალიერება ჩატარდება სართიჭალა -კრასნაგორკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაიწყება 6.30 წუთზე. გამოფენა არ ჩატარდება. იქნება მხოლოდ საველე გამოყვანა-დათვალიერება. სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი უნარ თვისებები. ამ ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი იქნება ძაღლის ბუნებრივ თვისებებზე გამახვილებული და გეშვა გაწაფულობის ელემენტებს ნაკლებად მიექცევა ყურადღება(FCI -დერბის პრინციპით). დანარჩენი მოთხოვნები იქნება ისეთივე როგორც FCI სანადირო ძებნის შეჯიბრის დროს. შეფასების მისაღებად ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადებითი მუშაობა. ძაღლი იხსნება შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია) : 1) თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული სახეობის შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში. 2) შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩი-ლების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას. 3) განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში. 4) თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით. 5) თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს). მხოლოდ სანადირო შეჯიბრზეა ნებადართული ფრთხილი მითითება სეკუნდირების საჭიროებისას. 6) თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს. 7) ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას. 8) სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი და თავდაჯერებული ცრუ ნაბულის გაკეთებისას. 9) გასროლის აშკარა შიშის გამო. როგორც ავღნიშნე დაყენება გაწაფულობაის ელემენტებს ნაწილობრივ ექცევა ყურადღება. მუშაობის შემთხვევაში სასტარტო პისტოლრტიდან გასროლა სავალდებულოა. |
|
|
|
GIGO მეძებრების საველე გამოყვანა დათვალიერება Sep 11 2012, 00:50
კალვერა კაია ჯინოს გამოვი... Sep 11 2012, 02:06
Bonehill GIGO
რა აზრის მატარებ... Sep 11 2012, 08:35
ბაბუ კაია ჯინოს გამოვი... Sep 11 2012, 08:37
Bonehill ბაბუ ახლა კი გამარ... Sep 11 2012, 09:24
AlekoN გიგოს გამორჩა და ი... Sep 11 2012, 10:04
ბაბუ ვესაუბრე გიგოს.
შე... Sep 11 2012, 10:08
Bonehill ველით და ვუსურვებ ... Sep 11 2012, 10:18
გიზოვიჩი სად ჩატარდება მეძე... Sep 11 2012, 11:08
iason დრო და ადგილი დადგ... Sep 11 2012, 12:15
Bonehill ოჰო ! ეს საინტრესო... Sep 11 2012, 21:07
ჭალიმგელა ძაღლი იხსნება შემ... Sep 11 2012, 22:22
Bonehill ჩასვით ახლა ვიცხამ... Sep 12 2012, 08:20
ჭალიმგელა Bonehill
გიგო არ გამიბრ... Sep 12 2012, 09:48
GIGO მადლობა გადმოქართ... Sep 12 2012, 10:38
ბაბუ GIGO
საველე გამოყვან... Sep 12 2012, 15:06
GIGO კი მართალი ხარ.
მოკ... Sep 12 2012, 23:00
GALLOP ევროპული რამდენი ძ... Sep 14 2012, 14:09
შადი შამოდი ე.ი. გაკიდებაზე არ ხ... Sep 14 2012, 14:26
GIGO ევროპული 7-8 ძაღლი ი... Sep 14 2012, 21:32
GALLOP დღევანდელი დილის რ... Sep 15 2012, 21:56![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 16:10 |