minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
minchanin-ის სახელოსნოში |
Sep 30 2012, 12:32
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია. ![]() ![]() ![]() სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი ![]() სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები ![]() შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი) ![]() ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3) ![]() სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია) ![]() სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი ![]() სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში. სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც. |
|
|
|
![]() |
Sep 30 2012, 15:09
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნელნელა ვიწყებ ძველის გახსენებას და ახლის შქმნაზე ფიქრს. სტეოგერ იქს 10-ზე იქნა დაყენებული , ჩემი კონსტრუკციის "ნადულნიკ-სტაბილიზატორი" ![]() ![]() ეს მექანიზმი გამოიყენება ტურბულენტური აირების მოსაცილებლად, ტყვიის ლულიდან გამოვარდნის მომენტში. მსგავსი მექანიზმები გამოიყენება ცეცხლსასროლ სნაიპერის თოფებში. ხაზს ვუსვამ-მხოლოდ მსგავსი, რადგან ჩემი კონსტრუკციის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში კატეგორიულად აკრძალულია მოსალოდნელი გარანტირებული ტრამვის გამო. ეხლა ცოტა თეორია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის შიგა და გარე ბალისტიკით-ტყვია ლულაში მოძრაობისას მოქმქდებს როგორც დგუში და დიდი სიჩქარით გამოდევნის ლულაში არსებულ ჰაერს, რომელიც ერევა გარე ატმოსფეროში არა ისრის მსგავსად სწორად, არამედ იკლაკნება და იწვევს ლულის კვეთთან ჰაერის "ზავიხრენიეს" (ქართულად ვერ გადმოვთარგმნე), გარდა ამისა ტყვ- იის ლულიდან გამოვარდნისას დაწნეხილი ჰაერი, რომელიც მას აწვებოდა (თუ დავუჯერებთ თეორიას) ასწრებს გვერდებიდან ტყვიის გადაადგილებას დაახლოებით 2,5-ჯერ (ცეცხლსასროლ იარაღში 4-ჯერ) რომელიც თავის მხრივ ასევე უმატებს "ზავიხრენიეს" ლულის კვეთთან არსებულ ჰაერს, და ტყვია შედის არაერთგვაროვან, სხვადასხვა მხარეს სწრაფად გადაადგილებად ჰაერის მასაში, რაც თავის მხრივ უჯიკავებს ტყვიას რათა გადააადგილოს მიღებული ტრაექტორიიდან. ზემოთნაჩვენები ხელსაწყო -"ნადულნიკ-სტაბილიზატორი"- გამოიყენება ასეთი ტყვიის ხელისშემშლელი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რათა ტყვიას მოაცილოს ცუდი ტუბულენტური ჰაერის ნაკადი მისი ლულიდან გამოვარდნის შემდეგ. ეს ხელსაწყო არის რეგულირებადი, რის გამოც მე მას ვუწოდე ჩემს მიერ გამოგონილი. რადგან მსგავსი მინახავს, ხოლო რეგულირებადი არ შემხვედრია. რეგულირება ხდება კონუსის ლულის კვეთიდან დაშორებისა, რაც გავლენას ახდენს ტყვიის ტრაექტორიაზე. კონუსის გადაადგილება შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საგნით რომლის საშუალებითაც შეიძლება კონუსის ამოხრახვნა ან ჩახრახვნა საჭირო მანძილზე, ხოლო შემდეგ კონუსზე არსებული ნახ**ეტის საშუალებით მისი დაფიქსირება და სპეციალური "კლუჩით" "კონტრგაიკის" მოჭერა, და კონსტრუკციის საბოლოო დაფიQსირება. "ნადულნიკ სტაბილიზატორის" ზუსტად დასარეგულირებლად შეიძლება დაჭირდეს 100-ზე მეტი გასროლა. რეგულირება ხდება შემ- დეგნაირად- ყველა ეს ხელსაწყო დაახლოებით უკვე დარეგულირებულია. საჭიროა რამოდენიმე გასროლა და ჯგუფის გაკეთება. შემდეგ კონუსის გადაადგილება ზემოთნახსენები მეთოDით ორი ბრუნით, მისი კონტრგაიკით დროებით დაფიქსირება, და ისევ ჯგუფის გაკეთება. შემდეგ ისევ ორი ბრუნი იმავე მიმართულებით, ისევ სროლა. შემდეგ ისევ ორი ბრუნით გადაადგილება და ისევ სროლა და ა.შ. შემდეგ კონუსის დაბრუნება ძველ ადგილზე და უკვე საწინააღმდეგო მხარეს მისი ორი ბრუნით გადაადგილება და სროლა. შემდეგ ამ ოპერაციის კიდევ გამეორება. და შემდეგ ისევ გამეორება. შემდეგ ჯგუფების ანალიზი, და საუკეთესო ჯგუფის გამოვლენის მერე ხდება კონუსის ამ ჯგუფის შესაფარდ ადგილზე დაბრუნება და შემდეგ მისი გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეებში უკვე თითო ბრუნებით. და ა.ს. და ასეთი მარტივი მეთოდით კონუსის ყველაზე საუკეთესო მდებარეობის დადგენა და საბოლოო დაფიქსირება კონტრგაიკით. ხელსაწყო გამოცდილია არა მარტო ჩემს მიერ, და მას მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს. ის ასევე ასრულებს ლულის დამამძიმებლის როლს. შეკვეთის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მსგავსი ხელსაწყო ღია სამიზნისთვის "მუშკით". მათი წონა მერყეობს 160 -დან 250 გრამამდე მისი ზომისა და კონსტრუკციის მიხედვით. თუ დავუჯერებთ თეორიას, ზოგიერთო პნევმოფანატი თავის თოფზე სამკილოგრამიან დამამზიმებელს აყენებს. რა თქმა უნდა ეს ეხება არა ლულის გადატეხვით ზდპ-ებს, რადგან ალბათ ყველა თოფის მექანიზმი ვერ გაუძლებს მას და ლულა თავისით გადაიხსნება. ფასი საშუალოდ 50 ლარი. ერთი შეხედვით მექანიზმი ვინმეს მარტივად შეიძლება ეჩვენოს , მაგრამ ეს სწორი არ არის რადგან ის უნდა დამზადდეს საკმაოდ მაღალი სიზუსტით , თორემ დადებითის მაგივრად უადყოფით შედეგებს მივიღებთ. თუ ჩემი ბილეტრისტიკა ვინმესთვის ახალი არ იყოს ნუ მიწყენთ. [/quote] |
|
|
|
minchanin minchanin-ის სახელოსნოში Sep 30 2012, 12:32
minchanin კიდევ ერთი დამატებ... Sep 30 2012, 15:17
ჩელე minchanin
კეთილი იყოს თქ... Sep 30 2012, 17:39
minchanin ჩელე,
მეც ვიმედოვნ... Sep 30 2012, 17:52
LeoTaso მაყუჩებს (გლუშიტელ... Sep 30 2012, 18:50
minchanin LeoTaso
არა, ჯერ-ჯერობით... Oct 1 2012, 09:23
minchanin გამარჯობათ. მოვახდ... Jul 1 2013, 21:17
HUNTER FREDY minchanin
"ზავიხრენ... Jul 1 2013, 21:28
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 1st July... Jul 2 2013, 21:56
HUNTER FREDY გასაგებია ისე კი კ... Jul 2 2013, 22:04
amirani123 გამარჯობათ მაქვს ს... Feb 4 2015, 13:39
minchanin ციტატა(amirani123 @ 4th February ... Feb 4 2015, 21:24
amirani123 მადლობთ Feb 5 2015, 15:32
minchanin ორიოდე დღის წინ და... Apr 21 2015, 17:47
minchanin აი სურათებიც ჩემი ... Apr 25 2015, 21:27
minchanin დღეს, როგორც იქნა ვ... May 25 2015, 16:27
minchanin ციტატა(minchanin @ May 25 2015, 1... May 25 2015, 16:35
minchanin გამარჯობათ.
თემის ... Feb 20 2016, 19:47
minchanin მოგესალმებით.
ნადი... Apr 3 2016, 12:06
ძირულა გამარჯობა.
თქვენთა... Apr 3 2016, 12:29
Davitus minchanin
საინატერესოა, ... Apr 3 2016, 16:28
andria გამარჯობაათ კისტი... May 7 2016, 07:30
minchanin ბოდიშს ვიხდი, რომ ა... May 8 2016, 22:56
minchanin გამარჯობათ. თემის ... Aug 7 2016, 19:49
minchanin https://www.youtube.com/watch?v=dz28VkSTsz8 Oct 16 2016, 19:32
Davitus minchanin
მშვენიერია სო... Oct 16 2016, 23:39
koba1973 minchanin
შესანიშნავია. Oct 17 2016, 06:00
assassin29 ქართულად არ სჯობს? Oct 17 2016, 13:39
minchanin ციტატა(assassin29 @ Oct 17 2016, ... Oct 17 2016, 15:14
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Nov 29 2018, 13:57
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jan 27 2019, 21:50
minchanin გამარჯობათ მეგობრ... May 11 2019, 20:53
ჭალიმგელა საინტერესოა May 11 2019, 21:51
minchanin გაზის ზამბარის (ნი... Oct 22 2019, 13:18
minchanin ვისაც ჩხირკედელაო... Sep 21 2020, 21:23![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 17:09 |