ნეოპრინის ჩექმები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნეოპრინის ჩექმები
iosebovich
პოსტი Oct 5 2012, 18:17
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ყველას მოგესალმებით. მაგნუმში ვიყიდე ნეოპრინის ჩექმები 5მმ-იანი სისქის. 120 ლარად. მართალი გითხრათ ვერ დავრჩი აღფრთოვანებული. შეიძლება არასეზონურად ჩავიცვი. სადახლოსკენ ვიყავით სანადიროდ, ჩამოცხა და მივხვდი რო სიარული შეუძლებელი გახდა. ძლივს მივედი მანქანამდე. მთლიანად სველი მქონდა ფეხები ჩახურებისგან. ეხლა რა მინდა გკითხოთ , ეგენი ცივი ამინდებისთვისაა მხოლოდ. ანუ ზამთარი და გვიანი შემოდგომისაა? არადა იმიტომ ვიყიდე რო დილის ცვარი და წვიმიანი ამინდი მწყერზე ბათინკებს მისველებდა. ავღანურები მაქვს. ვისაც მსგავსი ჩექმები გაქვთ იქნებ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები. წინასწარ ყველას მადლობა. აი ეს ჩექმებია მაგნუმში FJ-091, 5 mm. neoprene, size: 41, 42, 43, 44, 45, 46, 47
04:04 PM - 6 November 2011
ფასი: 120 ლარი
აი ლინკიც : http://www.magnum.ge/production-ka
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი Oct 5 2012, 23:21
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



iosebovich

ნეოპრენი თითქმის არაფერ შუაშია, ნეოპრენი უშუალოდ კანთან კონტაკტში არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამომფენი, რომელიც შიგნიდან აკრავს ნეოპრენს, თვითონ ნეოპრენს მაგალითად ფართოდ ხმარობენ ჰიდროკოსტიუმებში, საქმე იმაში რომ ჰიდროკოსტუმის ტარების დროს წყალი ასრულებს გაგრილების სისტემის ფუნქციას და ამიტომ არ ოფლიანდება კანი

ჩექმის შემთხვევაში აუცილებელია ვენტილირებადი კონსტრუქცია, ბევრნაირი ამომფენი არსებობს ამისთვის, შენს შემთხვევაში უცნობია რა ტიპის ამომფენისგან არის წარმოდგენილი ეგ პროდუქცია, საკითხავია მეორე ფაქტორიც, შარვალჩატანიებული ჩექმა ქმნის ძაბრის ეფექტს, ნამიან, მუხლებამდე ბალახში სიარულისას შარვალზე დაგროვილი ნესტიდან, წყალი ისე ჩაიწურება და დაგროვდება შეიძლება გადმოსაღვრელიც გაგიხდეს, ანუ ეგ ფაქტიც გამოსარიცხია

მესამე, როცა ასეთი ჩექმის "გაგრილება" არ ხდება გარემო ტემპერატურისმ მეშვეობით, დაგროვილი ნესტი და სითბო ძლიერ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ძირითადად გამოიყენება ზამთარში, თუმცა დიდი ალბათობაა იმისა რომ ზამთარშიც გაოფლიანდეს ფეხი.

ხარისხიანი ჩექმა იმიტომაც ღირს ძალიან ძვირი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 02:53