როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.
ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი. ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა. ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ. თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ. ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი ![]() ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის. ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია) ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება) სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვერტიკალურ ლულებიანი თოფი
![]() ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გამოჩენა სპორტული სროლის გავრცელება უკავშირდება. ასეთი შეჯიბრის ჩატარების პირობები უფრო დიდ მხედველობის არეს და სწრაფ, ზუსტ დამიზნებას მოითხოვდნენ. შედეგად ვერტიკალურ ლულებიანი თოფი მივიღეთ. მათ მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებთ: - ვერტიკალური ლულების შემაერთებელი გვერდითი თამასები ბლოკს მეტ სიმტკიცეს აძლევენ და გასროლის მომენტში ლულების ვერტიკალურ ვიბრაციას ამცირებენ. - ლულის კოლოფის სიმძიმის ცენტრიჰორიზონტალურ ლულებიანთან შედარებით რამდენადმე უკან არის დაწეული, რაც უფრო გრძელი (76 სმ) ლულების გამოყენების საშუალებას იძლევა. - ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გრძელი და მაღალი ცევიო ხელით უფრო ადვილი და მოსახერხებული დასაჭერია. - თოფის შედარებით დიდი წონა სროლის უკეთ გაკონტროლების საშუალებას იძლევა და უკუდარტყმის ძალას ამცირებს. წარმოების რაოდენობის გაზრდამ და ფასების კონკურენციამ მისი ექსტერიერის შედარებითი დაქვეითება გამოიწვია. ეს რა თქმა უნდა ბრენდების უმეტესობას არ შეხებია, მაგრამ იქაც შეიმჩნევა ნაკლები ყურადღება თუნდაც ინგლისურ კორიფეებთან შედარებით, როგორიცაა ჰოლანდი, პერდე, ბოსი და ა.შ. მაგრამ რეალურად ნადირობის და სროლის მიხედვით, პირადათ ჩემთვისაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან უფრო დიდ ყურადღებას მის პრაქტიკულობას ვანიჭებ ვიდრე ჩუქურთმას. თუმცა რუსულ თოფებში ექსტერიერიც და ხარისხიც კატასტროფულად დაეცა. ფოლადის შემცველობა გაუარესდა. დაფარვის გარეშეც მისი ფოლადი ესე მარტივად არ უნდა იჟანგებოდეს. გაიხსენეთ ძველი მც 21-12. ჩემსას პირადათ დაფარვა (ვარანენია) შერჩენილიც აღარ ჰქონდა, მაგრამ თვეობით გდების შემდეგაც კი ჟანგის ნასახი არ ეკარებოდა. დაქვეითდა თვითონ დაფარვის ხარისხიც, აღარაფერს ვამბობ მის კომბალივით კონდახსა და ცევიოზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში კი არ არის კორპუსთან, არამედ 1 სანტიმეტრამდე სხვაობასაც იძლევა. მისი დამუშავება ფაქტიურად ახალის გამოთლას ნიშნავს. როგორც ჰორიზონტალურებში ავღნიშნე წინსვლა მხოლოდ მობილჩოკების დამატებაა და იქაც ყიდვისას ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ ლულის ბოლო წესიერად და თანაბრად იყოს მოჭრილი. აქვე ვიტყვი იმასაც რომ ფორუმის გამოკითხვებიდანაც და მონადირეებში გავრცელებული მოსაზრებიდანაც, ვისაც საბჭოთა იჟ 27 სა და ტოზ 34 ში უნდა არჩევანის გაკეთება, უპირატესობა იჟ 27 ს აქვს. რაც შეეხება თურქულ თოფებს, მიუხედავად ბევრი სკეპტიკოსისა საკმაოდ კარგად განვითარდა და დღითი დღე გვაკვირვებენ. დღეს ჩვენთან ძირითადათ HUGLU, ATA, ARMSAN, YALDIZ ი შემოდის. აქედან რუსულ თოფებთან ფასით HUGLU 104, იალდიზის რამოდენიმე მოდელი და არმსანია მიახლოებული,950 დან 1150 ლარამდე. თუმცა ხელში აღებისთანავე კარგად ჩანს მათი სხვაობა რუსულებისადმი. დახვეწილი ფორმები, კაკლის ფაქიზად დამუშავებული კონდახი, მობილჩოკები და ყველა ის წვრილმანი დამატებითი გამოგონებები რაც 21 ე საუკუნეში დაემატა იარაღის ინდუსტრიას. არც არჩევა არ ჭირდება როგორც რუსებს, ყველანი სტანდარტულად ერთი ხარისხისაა. შედარებით მაღალი ფასი აქვს ატა სპ და იალდიზის რამოდენიმე მოდელს. ატას ფასი 1500 დან 1800 ლარამდეა და საკმაოდ დახვეწილი ნაკეთებიცაა ვიდრე ჰუგლუ. 104 მოდელზე რომელიც წინასასეზონოდ შევიძინე აღმოვაჩინე მცირედი ხარვეზები. ქვედა მობილჩოკის მოხსნას ხელოსანთან მიტანა დასჭირდა და გასაღები გადასაგდები გახდა და რაც მოხვედრაზე ყველაზე დიდ გავლენას იწვევდა იყო საკმაოდ მძიმე სასხლეტები, თუმცა ეგეც გაკეთებადია. იალდიზის პრემიუმ მოდელები 2000 დან 3000 ლარამდე ადის. შესანიშნავი ნამუშევარია, სახელი რომ არა ევროპული ბრენდებიდან ვერც გავარჩევდი თუმცა მაინც თურქულის ფაქტორი წონის და 3000 ლარის გადახდამდე შეიძლება კარგად დაგვაფიქროს. კიდევ უფრო მაღალი ბიუჯეტის შემთხვევაში შეგვიძლია ფაბარმის რამოდენიმე მოდელის განხილვა რომლებსაც თურქულებსა და მაღალი კლასის იტალიელებს შორისი ნიშა უჭირავთ. თავისუფალი ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში კი ბერეტა და ბრაუნინგი თქვენს განკარგულებაშია. მათ განხილვას არ დავიწყებ, რადგან უმაღლესი კლასის თოფებია და ფოლადის ხარისხზე დაფარვაზე (ვარანენია) და კონდახზე ზედმეტიცაა საუბარი. უკვე მხოლოდ თქვენი ფანტაზია და სურვილია საჭირო |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 04:10 |