როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.
ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი. ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა. ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ. თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ. ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი ![]() ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის. ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია) ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება) სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლულის კედლის ყველაზე თხელი ნაწილის სისქეს გავიგებთ და ვსო.(თუ კარგად მახსოვს) 0.6- ზე ნაკლები თუ არაა, ამოშსტულიც რომ იყოს პრობლემა არაა თოფისთვის. მართალია. მაგას ვამბობ ზუსტად. ერთ სიტყვაში მოაქციო "ამოშუსტულია" ეგ ეგრე არ არის. ძალიან ბევრი ნიუანსია მანდ. მაგას კარგი შემოწმება ჭირდება. თუ მართლა 0.6-ზე ქვემოთ არის..მაშინ აღარ არის რეკომენირებული მაგ თოფით სროლა. 0.6 ქარხნული სისქეა ზოგიერთ მოდელზე. პატარა ცვეთა და გაფართოვება, მანდაც დასაშვებია(სავარაუდოდ 0.5-მდე) მაგის ქვემოთ აღარ მოსულა. ეგეც ფოლადს გააჩნია. ეგ 0.6. "იდეალზეა" დასაშვები. რომელზეც მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ფოლადი "ჰერკულესი" გამოიყენება. ისიც 3 დაფნის გვირგვინით. რუსულ ა 50-ზე შეიძლება თუ არა მაგდენი..ეგ კიდე საკითხავია. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 04:02 |