როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
Oct 6 2012, 14:52
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.
ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი. ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა. ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ. თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ. ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი ![]() ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის. ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია) ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება) სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს. |
|
|
|
![]() |
Oct 8 2012, 17:48
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა
|
|
|
|
ჭალიმგელა როგორ ავარჩიოთ თოფი Oct 6 2012, 14:52
ჭალიმგელა ვერტიკალურ ლულები... Oct 6 2012, 18:03
ჭალიმგელა ნახევრად ავტომატუ... Oct 6 2012, 18:46
iosebovich RE: როგორ ავარჩიოთ თოფი Oct 6 2012, 20:27
კალვერა მშვენიერი სტატიაა ... Oct 6 2012, 21:26
Bonehill ჭალიმგელა
შენი ლი... Oct 6 2012, 22:50
xishnika მე როცა ვყიდულობდი... Oct 6 2012, 23:07
OQRO444 მართლა კარგი ნამუშ... Oct 7 2012, 08:43
Davitus კაი სტატიაა, სასია... Oct 7 2012, 10:37
T A M P L I E R ჭალიმგელა
ტაშის ღ... Oct 7 2012, 11:41
Bonehill ციტატა(nika @ 7th October 2012 ... Oct 7 2012, 11:54
ლეონ-ბლექი ციტატა(nika @ 7th October 2012 ... Oct 8 2012, 00:07
ლეონ-ბლექი ისე მცირე შენიშვნა... Oct 8 2012, 00:18
Bonehill ლეონ-ბლექი
ლულის კ... Oct 8 2012, 13:48
ლეონ-ბლექი ციტატა(niko @ 8th October 2012 ... Oct 8 2012, 15:22
ჭალიმგელა ჰო და დამწყები რომ ... Oct 8 2012, 15:44
Bonehill კიდე კაი ზედა ქვედ... Oct 8 2012, 18:05
ლეონ-ბლექი ციტატა(shalva @ 8th October 2012 ... Oct 9 2012, 09:26
ლეონ-ბლექი ციტატა(shalva @ 8th October 2012 ... Oct 9 2012, 09:31
rezident ჭალიმგელა Oct 16 2012, 12:57
ჭალიმგელა დამწყებებმა გადახ... Oct 8 2013, 00:31
minchanin ახლა გადავხედე თემ... Sep 3 2014, 20:45
Gianni მოგესალმებით სული... Jan 21 2015, 18:39
assassin29 კარგი თოფია მშვიდო... Jan 21 2015, 18:55
დაქსი Gianni
ციტატა(Gianni @ 21st Janu... Jan 21 2015, 20:41
Gianni დაქსი
კი, პირველი ს... Jan 21 2015, 21:48
Davitus Gianni
ვაახ, მააღწიე ა... Jan 21 2015, 22:35
დაქსი Gianni
ციტატა(Gianni @ 21st Janu... Jan 21 2015, 23:58
Gianni Davitus
ჰაჰაჰ იზოზღლე
... Jan 22 2015, 09:34
kimotiii გამარჯობატ ამ იარა... Apr 10 2015, 15:48
Che გამარჯობა. ნახევრა... Jul 7 2015, 23:43
უიარაღო ნახევრადავტომატუ... Jul 8 2015, 07:27
4x4 მოგესალმებით
პირვ... Aug 16 2015, 21:25
ლეონ-ბლექი ციტატა(4x4 @ 16th August 2015 ... Aug 16 2015, 21:35
4x4 ციტატა(ლეონ-ბლექ... Aug 16 2015, 21:58
ლეონ-ბლექი ციტატა(4x4 @ 16th August 2015 ... Aug 16 2015, 22:34
gari მოგესალმებით,კითხ... Sep 4 2015, 07:42
kobavar gari
კი გაბერილი ფას... Sep 4 2015, 10:44
gari თუ იცით ფაბარმს სა... Sep 5 2015, 20:45
assassin29 gari
ნწუ, კარენოი იტა... Sep 5 2015, 22:02
dato6 გამარჯობათ ყველას ... Sep 10 2015, 08:45
kardinal84 dato6
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?sh... Sep 10 2015, 09:15
mamuka1 მოგესალმებით სანა... Jan 2 2017, 12:38
ჯოლა mamuka1
დაბადების მოწმ... Jan 2 2017, 12:42
ჭალიმგელა ჯოლა
შენც რომ არ და... Jan 3 2017, 18:27
koba1973 ყველას გილოცავთ ახ... Jan 3 2017, 19:02
koba1973 ციტატა(koba1973 @ 3rd January 201... Jan 4 2017, 17:02
apxazi ალბათ რამე პომპა, შ... Jan 4 2017, 17:51
koba1973 apxazi
ციტატა(apxazi @ 4th Janua... Jan 4 2017, 19:43
apxazi 500 ლარად არამგონი რ... Jan 5 2017, 08:54
koba1973 apxazi
აბა 700 ლარად შტოე... Jan 5 2017, 14:20
apxazi ციტატა(koba1973 @ Jan 5 2017, 15... Jan 5 2017, 18:03
koba1973 ან თუ ვინმეს ქონია ... Jan 5 2017, 14:28
ჭალიმგელა koba1973
მეც ვფიქრომ რა... Jan 5 2017, 16:26
koba1973 apxazi
მართალი ხართ, მა... Jan 5 2017, 18:16
koba1973 შევიძინე აი ეს:
https://ww... Jan 17 2017, 19:53
Tarxana https://youtu.be/khVGKFkzcOY Mar 29 2020, 22:14![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 02:05 |