თავგადასავლები და საინტერესო ისტორიები დოკუმენტური ფილმისთ ვის, GDS tv ეძებს ადამიანებს საინტერესო ისტორიებით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
თავგადასავლები და საინტერესო ისტორიები დოკუმენტური ფილმისთ ვის, GDS tv ეძებს ადამიანებს საინტერესო ისტორიებით |
Oct 11 2012, 16:19
პოსტი
#1
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სალამი ყველას. მოკლედ GDS Tv-ში ვაკეთებთ დოკუმენტური ფილმების ციკლს საინტერესო ისტორიებზე და ადამიანებზე, რომლებსაც თავს გადახდათ რაიმე ამბავი, (სათავგადასავლო). ვინმეს თუ გადაგხდენიათ, თუნდაც ნადირობის დროს რაიმე სახიფათო ან უცნაური ისტორია ან თუ იცნობთ ასეთ ადამიანებს (არ აქვს მნიშვნელობა ასაკს). ? რა უნდა იყოს მთავარი ამ ისტორიაში: 1. დრამატული სიტუაცია. ( მაგალითად, მონადირე ჩაიჩეხა ხრამში და როგორ გაატარა ერთი კვირა შუა ტყეში და როგორ გადარჩა და ა.შ.) 2. პარანორმალური მოვლენები ( რამე უცნაური ხომ არ გადახდენია, დაუნახია, უგრძვნია და ა.შ ) 3. ექტრემალური სიტუაციები (სტიქიები) 4. ლეგენდები 5.უცნაური ადგილები ვინც იცნობთ ასეთ საინტერესო ადამიანებს ან თქვენ გადაგხდათ რაიმე მსგავსი, გთხოვთ ამ თემაში განათავსოთ თქვენი ისტორია. მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტი კეთდება და ველი თქვენგან გამოხმაურებას და საინტერესო ისტორიებს. საბოლოოდ როცა დამტკიცდება ეს ისტორია, გაკეთდება მისი მხატვრული რეკონსტრუქცია (ინსცენირება). წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით გიგა ბაინდურაშვილი |
|
|
|
![]() |
Oct 12 2012, 11:28
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გაგრიდან ვბრუნდებოდი ორ ჯგუფელ გოგონასთან ერთად. ბილეთები მატარებელზე ძლივს ვიშოვე და გოგონები მესამე ვაგონის კუპეში დავაბინავე და მოგვიანებით ჩემ ადგილისაკენ გავეშურე დასაძინებლად(მეთექვსმეტე ვაგონში,ე.წ "პლაცკარტში"
საშინელები იყო,თითო ვაგონის ოთხი კარები და მის გაწეპილ სახელურებზე ჯაჯგური მოკლედ,გათენდა და მეგობრებთან უკან დაბრუნება გადაწყვიტე.მატარებელი გაჩერებული იყო სადღაც რიკოთის ტერიტორიაზე და გამცილებელი ქალი ტამბურს ხვეტავდა ცოცხით: -რამდენ ხანს გაჩერდება აქ,რომ ჩავიდე და ფეხით გავიდე მესამე ვაგონამდე?შევეკითხე მას. -15წთ.ელმავალი უნდა შეიცვალოსო. არადა,ის მხარე კარები ჰქონდა გახსნილი,რომელიც სადგურის გაჩერებაზე არ იხსნება,ანუ სადგურის მოპირდაპირე. ჩავხტი ვაგონიდან და დინჯად გავუყევი "შპალებს"თან ვფიქრობ:ამ მთებში, ელმავალი როგორ უნდა შეცვალონ კაცო? უკვე მივედი მესამე ვაგონთან და ამ დროს მემანქანემ საყვირი მისცა,ფანჯრიდან ხელით მანიშნა -ადი ვაგონშიო და დაიძრა კიდევაც... ვაი შენს სოსოს-გავიფიქრე და სახელური ჩამოვწიე. დაკეტილია! გავიქეცი შემდეგი ვაგონისაკენ,ავხტი,ჩამოვწიე სახელური და...ასიც დაკეტილია! მოკლედ მატარებელი ნელ-ნელა სიჩქარეს კრიბავს და მეც უფრო ჩქარა გავრბივარ საწინააღმდეგოდ,რომ იქნებ,რომელიმე კარები ღია დამხვდეს... უკვე,კარგად აკრიფა სიჩქარე მატარებელმა და ამ დროს ერთ-ერთი კარები ოდნავ შეიღო სახელურის ჩამოკვრაზე... მოვიხედე და გადამრჩენელი კარები შორსაა უკვე... მოკლედ,იმ მომენტში ალბათ მსოფლიო რეკორდს ვამყარებდი სირბილში და შპალებზე სირბილში ხომ საერთოდ... დავეწიე,შევახტი და...გადმოვარდი!სამი ყირა და მადლობა უფალს,რომ ბორბლებში არ შევვარდი. -ახალი რეკორდი სირბილში და ...არის!ამ ჯერზე ისე ჩავბღუჯე სახელურები,რომ ვეღარაფერი გამაგდებინებდა ხელიდან. მივაწექი შეღებულ კარებს და არ გაიღო! ღრიჭოში ვხედავ,რომ რესორის ნაჭერივით პალასაა ურდულად და შტირი აქვს ჩაყრილი შიგნით,რომელსაც თითებით ვერ ვწვდები ამ დროს უკანალი წითლად ღვივის მაყვლის ბუჩქებისაგან და ვატყობ,რომ ჩამოხტომა პონტია უკვე...ხიდები...კლდეები...ხიდები.. . დავცხე მუშტი შუშას გამწარებულმა,მაგრამ რას გატეხავ რეზინაში ჩასმულ ამ სისქე მინას? რამოდენიმე წუთში,მინის იქით გამცილებელი ქალის სახე დავლანდე,რომელსაც უბილეთო მგზავრი ვგონივარ ალბათ და პროტესტს გამოთქვამდა... -გააღე შენი ჯიში მო....!!! ალი ბაბას ჯადოსნური სიტყვებივით ეგრევე გახსნა კარები.შევხოხდი ბინძურ ტამბურში და ძირს დაგდებულმა სული ძლივს მოვითქვი... ნუ,იქ მეგობრებმა შემიცხადეს...აღარ მოვყვები ამას.ისეთი დაყვლეფილი მქონდა იდაყვები,მუხლები და ტრაკი,რომ რა ვიცი რაღა არ იფიქრეს... მოსულიერებულზე გამახსენდა,რომ ბებიას მოქსოვილი,საყვარელი პულოვერი დამრჩა ჩემს ვაგონში და გავუყევი კარებებს ისევ ნელ-ნელა ... ორი ვაგონის შემდეგ,არ ვიცი როგორ მოხდა,მაგრამ კარებში თითები ჩავიყოლე ისე,რომ მერე ორი ფრჩხილი ამძვრა ზედ... ღრიალით და გინებით დავბრუნდი მეგობრებთან 5წთ-ში...ისევ მომასულიერეს და ისევ წავედი... ის კარები, ფრთხილად გავაღე და... -რელსები! აი, ეხლა მართლა დამენძრაა...ვფიქრობ და ვატყობ უკვე ვეღარ გავექცევი ბედისწერას...წარმოვიდგინე,რომ მემანქანე მიხვდება,რომ ჩახსნაა,დაატორმუზებს და...ეგრევე მე შემომსკდება ჩახსნილი შემადგენლობა...ხოდა...დავგაზე ისევ! ჩაიხსნააა...ვყვირივარ და ვცდილობ შეჯახების წერტილს გავერიდო... შევარდი კუპეში მეგობრებთან და ვიძახი:დაწექით! გამაგრდით! მოგვე...კარგის ტრ...! იფიქრეს"სულ გაუბერა ამ უბედურმაო...და გამცილებელმა დაგვამშვიდა არა უშავს,არანაირი შეჯახება არ იქნებაო. მოკლედ,თბილისამდე 5-ჯერ ჩაიხსნა იმ ადგილში შემადგენლობა და სულ ველოდი,რაღაც მომივიდოდა... ავჭალაში ჩამოგვსვეს,ტექნიკური პრობლემები მვაქვსო და იმას ვფიქრობდი გამოვსულიყავი თუ არა კუპედან...მერე ტაქსი გავაჩერე და ვეუბნები: -მოთხოვნილზე მეტს გადაგიხდი,უბრალოდ 40 -ით ივლი,ყველა შუქნიშანზე გაჩერდები,არავის გაუსწრებ...თორემ შენ მოგ...კარგის ტრ......უკვე ყვირილზე გადავედი... სახლში მოსულმა ლიფტით არ ვისარგებლე,ფეხით ამოვედი და სიმშვიდე მაშინ ვიგრძენი,სახლში რომ შემოვდგი ფეხი... აი,ასეთი ცუდი დღე მქონდა მაშინ... |
|
|
|
giga_bai თავგადასავლები და საინტერესო ისტორიები დოკუმენტური ფილმისთ ვის Oct 11 2012, 16:19
T A M P L I E R კარგი დეაა მაგრამ ... Oct 11 2012, 16:25
ჩელე ლეგენდები და ზღაპრ... Oct 11 2012, 16:38
giga_bai T A M P L I E R
ჰოლივუდურზ... Oct 11 2012, 16:41
Little Fisher მე გამიგონია ბაკურ... Oct 11 2012, 16:48
giga_bai ჩვენ გვჭირდება რეა... Oct 11 2012, 17:23
ჭალიმგელა giga_bai
საინტერესო წამ... Oct 12 2012, 07:57
doni მე შემემთხვა ამ 20 წ... Oct 12 2012, 09:16
giga_bai ციტატა(doni @ Oct 12 2012, 10... Oct 14 2012, 13:31
Bonehill ის კურდღელი იქნებო... Oct 12 2012, 10:05
შოთა.03 doni
ციტატა(doni @ 12th October ... Oct 12 2012, 10:12
doni ნასვამი და მთვრალი... Oct 12 2012, 10:19
შოთა.03 doni
ციტატა(doni @ 12th October ... Oct 12 2012, 10:21
doni მაშინ დამბურძგლა
... Oct 12 2012, 10:37
ზახარა Sos049
ძალიან მაგარი ი... Oct 12 2012, 11:35
ალთაზარ Sos049
ვახ შენ გაიხარე ... Oct 12 2012, 11:51
Davitus Sos049
მაგარი ვიცინე, ... Oct 12 2012, 12:30
Sos049 ..Davitus
ეს ისტორია გი... Oct 12 2012, 13:09
Sos049 ღაც მთებში ტანჯვი... Oct 12 2012, 13:16
o.cho Sos049
D: D: D: D: ძალიან მ... Oct 12 2012, 13:30
შოთა.03 Sos049
ციტატა(Sos049 @ 12th Octo... Oct 12 2012, 13:45
Sos049 შოთა.03
ციტატააი მე... Oct 12 2012, 13:52
ალთაზარ Sos049 Oct 12 2012, 13:54
შოთა.03 Sos049
ვიცი ჩემო სოსო ვ... Oct 12 2012, 13:54
შალვა როვერას ამბები? აი ... Oct 12 2012, 15:27
levani-gabo შენ გაიხარე ბოლო ხ... Oct 12 2012, 20:27
ნუკრიMax შალვა
როვერას ამბ... Oct 12 2012, 20:54
კალვერა ოხ როვერ-როვერ!!... Oct 13 2012, 07:35
doni ერთ ამბაცს მოვყვბი... Oct 14 2012, 09:11
ლეკი Sos049 Oct 14 2012, 10:56
doni იქნებ ან ნომერი მო... Oct 14 2012, 14:06
giainterstar1 საინტერესო ისტორი... Oct 14 2012, 22:28
KZU Sos049
შენ გაიხარე რამ... Oct 14 2012, 22:48
giga_bai გადაცემა "ლეგენდ... Dec 10 2012, 20:32
kupra დონი Dec 10 2012, 20:44
ლეონ-ბლექი ციტატა(giga baindurashvili @ 10th... Dec 11 2012, 00:53
Bonehill მე არ ვნახავდი სია... Dec 11 2012, 08:51![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 17:21 |