თევზთან მოქცევა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზთან მოქცევა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ
საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ. თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია: არ გადავღალოთ თევზი არ გამოვიტანოთ ნაპირზე არ ამოვგლიჯოთ სატყუარა არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს არ ავწიოთ სიმაღლეზე არ გადავაგდოთ წყალში კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ, ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება შემდეგ ვუშვებთ ხელს. ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას არ ვუშლით ხელს. გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები. კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ. თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია: არ მოვკიდოთ მშრალი ხელი არ გადავღალოთ თევზი არ გამოვიტანოთ ნაპირზე არ ამოვგლიჯოთ სატყუარა არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს არ ავწიოთ სიმაღლეზე არ გადავაგდოთ წყალში სიმაღლიდან კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ, ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება შემდეგ ვუშვებთ ხელს. ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას არ ვუშლით ხელს. გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები. კარგია რომ ეს მხოლოდ კალმახს არ ეხებოდეს, ![]() ![]() ![]() ისევ დაგიჭერ ![]() აი რით განსხვავდება გაშოლტვით თევზაობა სხვა ნებისმიერი სტილისაგან. ისევ დაგიჭერ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წითელი წიგნი არის საერთაშორისოც, ანუ მაშინ გამოდის რომ მთელი მსოფლიო წითელი წიგნის კანონს არღვევს ?
![]() კანონი ვერ კრძალავს თევზის დაჭერას მისი შემდგომ გაშვების მიზნით, აქ საქმე სხვა რამეშია, არის ასეთი გეგმა რომ საკუთარი სახსრებით გავუშვათ მდინარეებში ველური კალმახი, ლიფსიტა ვიცით სადაც იყიდება. მთავრობას კაი ხანია ვთხოვთ გამოგვიყონ მდინარე ან მდინარის მონაკვეთი, ვნახოთ მოკლედ. მთავარია დავაფუძნოთ დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, ასე ბევრი თევზიც გვეყოლება და სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 25-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წითელი წიგნი არის საერთაშორისოც, ანუ მაშინ გამოდის რომ მთელი მსოფლიო წითელი წიგნის კანონს არღვევს ? ![]() კანონი ვერ კრძალავს თევზის დაჭერას მისი შემდგომ გაშვების მიზნით, აქ საქმე სხვა რამეშია, არის ასეთი გეგმა რომ საკუთარი სახსრებით გავუშვათ მდინარეებში ველური კალმახი, ლიფსიტა ვიცით სადაც იყიდება. მთავრობას კაი ხანია ვთხოვთ გამოგვიყონ მდინარე ან მდინარის მონაკვეთი, ვნახოთ მოკლედ. მთავარია დავაფუძნოთ დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, ასე ბევრი თევზიც გვეყოლება და სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ. სალამი მეგობარო, კარგი წამოწყებაა ნამდვილად. დაიჭირე გაუშვი აპრობირებულია მთელ განვითარებულ სამყაროში და ალბათ ჩვენთანაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ ეს ჩემი აზრით ესე დაძალებით და დაჩქარებით ვერ მოხდება. ამას დრო მოიტანს, როდესაც მივხვდებით, რომ სათევზაო ინდუსტრიის განვითარებისათვის დაიჭირე შეჭამე არარენტაბელურია და როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობა მიხვდება, რომ ტურისტი უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს მათ ოჯახებს, ვიდრე უბრალოდ კალმახის ხორცი, მაშინ დაიჭირე გაუშვი მათი დევიზი გახდება დარწმუნებული ვარ. ამასთანავე მინდა ისიც ვთქვა რომ მდინარის კალმახის ჭერა იკრძალება და გინდა დაიჭირე გაუშვი, მაინც კანონ დარღვევაა. საერთაშორისო წითელ ნუსხაში კი ჩვენი რეგიონია მითითებული, როგორც აქტიური ბრაკონიერობის წნეხის ქვეშ მყოფი რეგიონი. მე მაინც ვფიქრობ, სანამ ბრაკონიერებს არ მოევლებათ, სანამ კანონი თავის მოვალეობას არ შეასრულებს, ეს ყველაფერი დროის ფუჭი ყრაა. ისე კი, თუ რამე რეალური პროექტი გაქვთ და რაიმე ლობირება შეგიძლიათ, რატომაც არა, სიემოვნებით დაგიდგებით გვერდზე. ჩვენ ბევრნი ვართ და რაღაც ძალას წარმოვადგენთ. დადეთ რეალური ქმედებების პროექტები და გზები, ოღონდ კანონის დარღვევისკენ ნურავის ნუ უბიძგებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ და სისტემა ყოველთვის წინააღმდეგობაში ვიქნებით. P.S. მთავარია ძალოვანმა სამსახურებმა არ აიტაცონ დაიჭირე გაუშვის პრინციპი ბრაკებთან მიმართებაში ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 15:53 |