თევზთან მოქცევა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზთან მოქცევა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ
საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ. თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია: არ გადავღალოთ თევზი არ გამოვიტანოთ ნაპირზე არ ამოვგლიჯოთ სატყუარა არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს არ ავწიოთ სიმაღლეზე არ გადავაგდოთ წყალში კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ, ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება შემდეგ ვუშვებთ ხელს. ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას არ ვუშლით ხელს. გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები. კალმახის დაჭერა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ თევზის პოპულარიზაციას ხელი რომ შევუწყოთ საჭიროა სწორედ მოვექცეთ თევზს რათა იგი მეორედაც დავიჭიროთ. თევზთან მოქცევა დიდი ფილოსოფია არაა, მთავარია: არ მოვკიდოთ მშრალი ხელი არ გადავღალოთ თევზი არ გამოვიტანოთ ნაპირზე არ ამოვგლიჯოთ სატყუარა არ გავაჩეროთ უწყლოთ 15 წმ– ზე მეტხანს არ ავწიოთ სიმაღლეზე არ გადავაგდოთ წყალში სიმაღლიდან კარგათ ვაფიქსირებთ ხელში, სატყუარას ვაძრობთ სპეციალური ინსტრუმენტით, წყლიდან მაღალზე არ ვწევთ, ვუღებთ ფოტოს, ვსვავთ წყალში, ვიჭერთ კუდით და ნელა ნელა (წინ–უკან) ვამოძრავებთ სანამ არ მოცოცხლდება შემდეგ ვუშვებთ ხელს. ასე არც თევზს დავაზიანებთ, სპორტულ ჟინსაც მოვიკლავთ, ფოტოც დაგვჩება და თევზის გამრავლებას არ ვუშლით ხელს. გთხოვთ გამოიყენოთ უენო ნემსკავები. კარგია რომ ეს მხოლოდ კალმახს არ ეხებოდეს, ![]() ![]() ![]() ისევ დაგიჭერ ![]() აი რით განსხვავდება გაშოლტვით თევზაობა სხვა ნებისმიერი სტილისაგან. ისევ დაგიჭერ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარგია რომ გამოხმაურება მოყვა ამ თემას,
1. რატომ გაშოლტვით თევზაობა პრიორიტეტად ? მე ამ სტილით ვარ გატაცებული და ჩემი აზრით საუკეთესოა. ამაზე ნუ ვიდავებთ. რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გინდ აგიტაცია, გინდ რაიმე პროექტის სახე რომ მივცეთ. დაიჭირე - გაუშვი ასოცირდება ერნესტ ჰემინგვეისთან, თუმცა მან მხოლოდ გააჟღერა და რეალური ავტორი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფიგურა იყო, ამიტომაც გააჟერა ცნობილმა. ჩვენ შემთხვევაში ასეთი პიროვნება არავინ გვყავს ![]() ჩვენ (კლუბი) ვცდილობთ მთავრობა დავიყოლიოთ იჯარით გასცენ მდინარე ან მისი მონაკვეთი, მდინარე რომელიც საკალმახედ გამოდგება, დიდათ არ იმღვრევა და მოკლედ კარგი პირობები იქნება. აჭარაში არის საკალმახე სადაც გამოყავთ მდინარის კალმახის ლიპსიტა, საჭიროა წინასწარ შეკვეთა და გაამზადებენ რამდენსაც ვეტყვით. ამ ლიპსიტას გავუშვებთ ამ მდინარეში, როგორი იქნება კონტროლი ? აქ საქმე ცოტა ცუდათაა, არ უნდა გახმაურდეს, ადგილობრივებს უნდა ვთხოვოთ რომ ითევზაონ მხოლოდ ანკესით. ადგილობრივს თევზაობას თუ დაუშლი ჩათვალე მეორე დღეს ადუღდება იქაურობა. ახლა რაც შეეხება მეთევზეებს, რა თქმა უნდა მეთევზემ ელოდოს 2-3 წელი ეს აბსურდია, ამიტომ ასეთ ადგილას უნდა დავუშვათ დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, მხოლოდ უენო ნემსკავებით, მეთევზე სპორტულ ჟინს იკლავს, თავის გაშვებულ თევზს გაუფრთხილდება, ხშირად ივლის იმ ადგილას და ეს ერთგვარი ყურადღების მიქცევა იქნება, ეს ადრე თუ გვიან გახდება შემოსავლის წყარო, ამას მიბაძავს სხვაც და მდინარის იჯარით გაცემა თევზის მოშენების მიზნით ვფიქრობ პოპულარული გახდება, რატომ ვფიქრობ ასე ? ასე მოიქცა განვითარებული ქვეყნები რომლებიც დღეს მეთევზესათვის საოცნებო ქვეყნებათ იქცნენ. მე ვიცი რომ არაერთხელ იყო მიმართვა სახელმწიფოსადმი დაეშვათ კალმახზე თევზაობა, თუნდაც სამოყვარულო და სპორტული. მე პირადათ ამას არ ვეთანხმები, მე რომ ვიყო არ დავუშვებდი ან რის საფუძველზე უნდა დაუშვან ? თხოვნის ? რის საფუძველზე იყო ასეთი მოთხოვნა პასუხი არ მაქვს, ეს აბსურდია და გამორიცხულია ! ამის გარანტიას გაძლევთ, არაერთხელ მქონდა ლაპარაკი მაღალ ეშელონებთან, სიტყვა კალმახი იწვევს თვალების გადიდებას და არ გისმენენ ბოლომდე, არა არა გამორიცხულია, ასე გპასუხობენ, ნუ ეჭვი მაქ რაღაც რაღაცეებზე მაგრამ ეს ცალკე თემაა. ჩემ მოშენებულ თევზზე მე დავუშვებ დაიჭირე-გაუშვის პრინციპს, ეს თევზს გამრავლებაში არ უშლის ხელს და ნამდვილი მეთევზესთვის საკმარისიცაა. აი როდესაც მომრავლდება მდინარეებში კალმახები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოვთხოვოთ კანონში ცვლილების შეტანა. სათევზაო ტურიზმი, სლოვენია იდეალური მაგალითია, ცოტა ხნის წინ ბრაკონიერებით ადუღებულ მდინარეებში თევზი თითქმის არ იყო დარჩენილი, შეისწავლეს და კანონში სცვლილება შეიტანეს, მოამრავლეს თევზი და დაუშვეს დაიჭირე-გაუშვის პრინციპი, დღეს სლოვენია საოცნებო ქვეყანაა, აუარება თევზია, ყველა თევზაობს მაგრამ ისევ უშვებენ, 1 დღეში ჩვეულებრივი მეთევზე იმდენ თევზს იჭერს რომ იღლება თევზაობით ![]() ![]() მაქმდე მისვლა გვჭირდება, ხოდა რო ვწერ ასეთ რაღაცას ზოგი ისე აღიქვამს რომ არიქა ბრაკონიერობას თესავსო ![]() ამიტომ ჩემო მეგობრებო ასეთი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ასეთია ჩვენი იდეა, კალმახის მოშენებას როცა ვამბობ ლაპარაკი ცისარტყელა კალმახზე არაა, მდინარის ველურ კალმახზეა ლაპარაკი. ერთმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა რომელიღაც შტატში აკრძალულია ასეთი კალამხის მდინარეში გაშვებაო, ეს კალმახი სხვა ჯიშს ავიწროვებს და ხელს უშლის გამრავლებაშიო. ამიტომ მეგობრული თხოვნა მაქვს, ააააა კალმახი არ ვახსენოთ ასეთი პრინციპით შორს ვერ წავალთ, მოდის დეტალურად შევისწავლოთ, |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 07:46 |