პოინტერ კლუბის საველე ღონისძიება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოინტერ კლუბის საველე ღონისძიება |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2012-ი წლის 15-16 სექტემბერს , "პოინტერ კლუბმა" მოაწყო მეძებრების საველე გამოყვანა დათვალიერება FCI _ ის წესებით.
დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო როგოც კუნძულელებმა ასევე კონტინენტალურმა მეძებრებმა. მეძებრების საველე თვისებების შეფასება ჩატარდა შემდეგი ფორმატით; სოლო და წყვილში. დღის მთავარი მსაჯი იყო სერგო შაგინოვი. დღე პირველი ![]() ![]() ![]() ![]() დღე მეორე დაიწყო კონტინენტალური მეძებრების მინდორზე გამოყვანით ![]() ![]() ![]() წამოვიდა ინგ. პოინტერები ![]() ![]() ერთ ერთი ორგანიზატორი ![]() ბატონი სერგო ![]() ![]() შემდეგ გაიმართა ულამაზესი და ემოციურ სპორტული სანახაობა - გამოყვანა წყვილებში. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მორიგი წყვილი ![]() ამას შევადარებდი ჭურვის დაძრას ლულაში ![]() ![]() კიდევ ერთი წყვილი ![]() ![]() ![]() ![]() პირველი FCI_ის ფორმატით ღონისძიება საქართველოში (არაოფიციალური) ერთობლივი ფოტო ![]() ![]() დანარჩენ დეტალებზე გიგო ან ალეკო შემოვლენ და დაწერენ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Concours CACIT -1, RCACIT-1, CACT-2, 3ème EXC -1, EXC -3 , PO-0 , EL-6, NC-3,
Grande Quête ეს დიდი ძებნის ჩემპიონ BULERIA DU MAS DU ZOUAVE -ს 2009-2010 წლის გამოსვლის შედეგებია.(რამდენჯერ რა შეფასება მიიღო) აქედან დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. უბრალოდ არიან ძაღლები რომლებიც ცხოვრებაში NC მეტს ვერ ეღირსებიან, რადგანაც არ აქვთ ჯიშისათვის დამახასიათებელი სტილი, ძებნა და მუშაობის მანერა, ყნოსვა და ა.შ. და არიან სხვა ძაღლები რომლებსაც ეს ყველაფერი გააჩნიათ მაგრამ შეიძლება მოიხსნან EL მადისკვალიფიცირებელი (ზემოთ ჩამოვთვალე) შეცდომის გამო. ან მიიღონ შეფასება NC, მაგალითად დიდ ძებნაში არ აჩვენოს შესაბამისი ძებნა და ა,შ. ან მიიღოს CACIT RCACIT CACT EXC, TR.BON, BON, CQN, PO. ნუ აღიქვავთ ნურცერთ არამაკვალიფიცირებელ შეფასებას ტრგედიად, ძაღლი ცოცხალი ორგანიზმია. ციტატა GIGO გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად,უფრო დაწვრილებით ახსენი რას ნიშნავს შეფასება ნც(მეძებარი ძაღლის სტილის არქონა). გამოდის რომ პოინტერების უმეტესობას მონადირე ძაღლის სტილი არ გააჩნიათ. ეს არის საერთო გავრცელებული და ჩვენთანაც მიღებული სტილის აქრონა თუ ფ.ც.ი.-ს წესებით სტილისადმი სხვა მიდგომა და მოთხოვნები არსებობს? მეძებრების ჯიშობრივი სტილები არსებობს, რომელიც ფცი მიერაა აღიარებული.(ამ საიტზეც დევს). მინდა ვთქვა რომ პოინერის, სეტერის, ბრეტონის და ა.შ , სტილი არის 1, და არ არსებობს ქართული, რუსული ან მოზამბიკური პოინტერის და სეტერის სტილი. პირველ რიგში სტილში იგულისმება ჯიშისათვის დამახასიათებელი მოძრაობები,ამ მოძრაობების ენერგეტიკა და ამპლიტუდა, თავის, ტანის და კუდის ჭერა, ზურგის ხაზის მდგომარეობა და ა,შ. მაგალითად, ძაღლს რომელსაც აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი მოძრაობები, ენერგეტიკა ამპლიტუდა, მაგრამ არ უჭირავს თავი დამახასიათებლად-ასეთ ძაღლს არ მოხსნიან სტილის უქონლობის გამო-უბრალოდ ის ვერ მიიღებს მაღალ შეფასებას CACIT RCACIT CACT EXC . მონადირე ძაღლის ჯიში რა ნიშნავს ვერ მივხვდი. საერთოდ აქ სტილზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან მე ვერანაირად ვერ ავხსნი აქ წერით როგორი უნდა იყოს პოინტერი ან სეტერი-ეს თქვენ თვითონ უნდა ნახოთ. ციტატა რა პერსპექტივებს ხედავთ, როგორ უნდა განვითარდეს ეს საქმე, მთავარი აქცენტი ისევ ლეკვების ჩამოყვანაზე უნდა გაკეთდეს? ან ამ მოუმზადებელი ძაღლებით ტყის ქათამზე როგორ აპირებთ შეჯიბრის ჩატარებას? თქვენი საქმეა, მაგრამ ხომ არ ჩქარობთ გასაჯაროებას? გული არ გაუტყდეთ ახალგაზრდებს... მოკლედ უამრავი კითხვაა. ლეკვები ჩაოყვანა კოველთვის წაადგება ამ საქმეს, მაგრამ ჩაოყვანა ზღვაში წვეთია იმ შრომასთან შედარებით, რაც ასეთი ძაღლების სწორედ დაგეშვას ჭირდება. (ადგილობრივი ძაღლებისგან განსხვავებით-ესეთი ძაღლები -მარტო უკან სოკოს კრეფით გაყოლით , ესეთი ძაღლები ვერ იგეშება) გასაჯაროებას ნამდვილად არ ვცდილობთ, ვცდილობთ დავანახოთ ყველას ვისაც აინტერესებს, რათა თვითონ გადაწყვიტონ როგორი ურჩევნიათ. იგივენაირ ღონისძიებას ვაპირებთ -შეჯიბრს არა. ახალგაზრდებს პრაქტიკის და რჩევა დარიგებების მიღებით არამგონია გული გაუტყდეთ-პირიქით გამოცდილებასა და ცოდნას შეიძენენ. შადიმან უმარავი კითხვიდან თვითონ გასცემდი ბევრს პასუხს გამოყვანას რო დასწრებოდი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი NC სულ არ ნიშნავს, რომ ძაღლი ჩამოწერილია, ნუ იქნებით ასე კატეგორიულები, მაგრამ თუ ძაღლი ხშირად და ძირითადად იღებს ასეთ შეფასებას, მაშინ სხვა საქმეა. მაშინ რამდენი NC ნიშნავს, რომ ძაღლი ჩამოწერილია? 2, 3, 4... თუ მეტი? Concours CACIT -1, RCACIT-1, CACT-2, 3ème EXC -1, EXC -3 , PO-0 , EL-6, NC-3, Grande Quête ეს დიდი ძებნის ჩემპიონ BULERIA DU MAS DU ZOUAVE -ს 2009-2010 წლის გამოსვლის შედეგებია.(რამდენჯერ რა შეფასება მიიღო) აქედან დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მაშინ ამ დიდი ძებნის ჩემპიონს 17 შეფასებიდან 3-ჯერ NC მიუღია და 6-ჯერ მოუხსნიათ შეჯიბრიდან (ანუ ნახევარზე მეტჯერ ჩაფლავდა მგონი)- ეს როგორ მაჩვენებლად ითვლება? და თუ ამ მაჩვენებლების ძაღლი ჩემპიონი და საუკეთესოა... მაშინ დანარჩენები რა დონისები არიან საინტერესოა და რამდენი NC აქვთ ყულაბაში ჩაყრილი?... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2025 - 14:02 |