ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
[size="4"][/size]ბინოკლი
![]() upload picture იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ბინოკლი მონადირეთათვის არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ ბინოკლი სწორად და შემდგომ, როგორ მოვმართოთ იგი. მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება ბინოკლის არჩევისას? ყველა ბინოკლს, მწარმოებლისა და კონკრეტული მოდელის მითითების შემდეგ, მიწერილი აქვს რაღაც ციფრების ნამრავლი (მაგ., 7x35 ან 8x40) ამ ნამრავლის პირველი ციფრი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ აღემატება ჩვენს მიერ ბინოკლით დანახული გამოსახულება იმ გამოსახულებას რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავდით. ანუ, თუ ბინოკლს აწერია 7x35 ეს ბინოკლი შვიდჯერ გაადიდებს გამოსახულებას. ამ ნამრავლის მეორე ციფრი გვიჩვენს ობიექტივის დიამეტრს. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი, მით უფრო მეტი სინათლის გატარება შეუძლია მას. მართალია დიდი ობიექტივის მქონე ბინოკლებით კარგად დავინახავთ ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი, მაგრამ აქაც საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის გამოძებნა. ასეთი ბინოკლები როგორც წესი, მძიმეა ხოლმე და მე გირჩევთ ისეთი ბინოკლები შეიძინოთ, რომელთა ობიექტივის დიამეტრი 40-50 არ აღემატება. არც იმაზე გამოკიდებას გირჩევთ, რომ ბინოკლმა რაღაც "უსაშველოდ" გაადიდოს, 7-ჯერ 8-ჯერ ან 10-ჯერ გადიდება საკმარისია. ისე, გადიდების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება ხედვის არეალი, ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ. ბინოკლის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ე.წ. выходной зрачок (მაპატიეთ, ამ ტერმინს ვერაფრით მოვუძებნე ქართული შესატყვისი) ამ მახასიათებლის გამოთვლა შესაძლებელია ასე: ობიქტივის დიამეტრის სიდიდეს ვყოფთ გამოსახულების გადიდების მაჩვენებელზე. რაც მეტია ე.წ. выходной зрачок, მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც. იმისათვის რომ შებინდებისას კარგად დაინახოთ გამოსახულება, სასურველია ბინოკლის ეს პარამეტრი 5-ზე ნაკლები არ იყოს. შეძენის შემდეგ აუცილებელია ბინოკლი მოვირგოთ ჩვენს თვალზე. ამას ვაკეთებთ იმისდა მიხედვით თუ როგორი ფოკუსირების სისტემა აქვს ჩვენს ბინოკლს. ცენტრალური ფუკუსირების მქონე ბინოკლებში ორივე ოკულარის ფოკუსირება ხდება ერთდროულად, ხოლო თუ ბინოკლს არ გააჩნია ფოკუსირების ეს სისტემა მაშინ ორივე ოკულარს ვასწორებთ ცალკ-ცალკე. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ ადამიანის ცალი თვალი შესაძლოა უფრო უკეთ ხედავდეს, ვიდრე მეორე და ასეთ შემთხვევაში ბინოკლი გასწორდება ამ კონკრეტული ადამიანის მხედველობის თავისებურებების გათვალისწინებით. დღეისათვის, უამრავი ცნობილი ფირმა აწარმოებს ბინოკლებს სპეციალურად მონადირეთათვის. ასეთი ბინოკლები წყალგაუმტარია, დარტყმაგამძლეა და კომპაქტური, თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ძვირია ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Fishman
ოპტიკურ სამიზნესთან სამწუხაროდ შეხება არ მქონია, ვერაფერს გეტყვი. ოპტიკური სამიზნის ყიდვას რო გადავწყვეტ, მაგაშიც გავერკვევი ალბათ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2025 - 07:31 |