ბიგლი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბიგლი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მხიარული და ენერგიული , პატრონის ერთგული მომცრო ზომის ძაღლი, ერთნაირად მოალერსეა როგორც ადამიანების მიმართ ასევე მეზობლად მცხოვრები სხვა ცხოველების მიმართებაში. ბიგლის მელოდიური ყეფა ყველაზე ხშირად ნადირობისას შეიძლება გაიგონოთ. ბიგლი ერთ ერთი ყველაზე მომცრო ტანის მქონე მდევარია, მაგრამ ყველა ღირსებით დაჯილდოვებულია რაც , მის დიდ მონათესავე ჯიშებს ახასიათებს. უძველესი ჯიშია, საუკუნეების განმავლობაში მონადირის შრომისმოყვარე დამხმარეა. ბიგლის თაობაზე ცნობებს პირველად ვხდებით 1475 წელს. ბიგლების ხროვა, მხედარ ან ქვეით მონადირეებთან ერთად მიერეკებოდნენ კურდღლებს უხსოვარი დროიდან. ამ მიზნით იქნა კიდევაც შეყვანილი აშშ-ი ბიგლის ჯიშის ძაღლები. ![]() ბიგლი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, როგორც მონადირე, უამრავი სახეობის გარეულ ცხოველზე: პოპულარულია ტურაზე სანადიროდ სუდანში და პალესტინაში, ტახზე შრილანკაში, აშშ-ი და კანადაში ხშირად იყენებენ კვალზე სამუშაოდ. იშვიათად მონადირებული ფრინველის აპორტირებისთვისაც კი გამოიყენება წარმატებით. ბიგლები ხშირად მონაწილეობენ მდევრების საველე სეჯიბრებში. ![]() ბიგლის ეს საოცარი და ერთი შეხედვით ალერსის ეტალონი ლეკვები, ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი წკრიალა ხმით და მთელი ენერგიით გამოედევნებიან გარეულ კურდღელს...... ჯოან პალმერი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
იმას ნიშნავს რომ ხროვაში დაორკვალებულზე და მარყუჯზე, კვალის გატანა უჭირთ ძაღლებს ერთმანეთს არ აცლიან , კვალს ურევენ, ზოგი ზედმეტად ყეფავს, აქაც ყოველთვის გამოირჩევა 1 ან 2 ძაღლი რომელსაც ძირითადად გააქვს კვალი და დანარჩენები მზამზარეულზე ხმაზე მიჰყვებიან .
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 08:35 |