წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით
და უცებ შეიკრა სასტავი ჭალიმგელა ilariona ზახარა Davitus ტრანსპორტი: LRD 2 ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ ![]() ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა ![]() როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს ![]() ![]() ![]() ![]() არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები ![]() ![]() სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი... ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი" ![]() ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში ![]() რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : )) სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით ![]() ![]() სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა ![]() კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან ![]() ![]() ![]() ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა ![]() ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349 შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში, ![]() ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა ![]() მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : ))) ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა? ![]() ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : )) ![]() აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : )) ![]() მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 20:49 |