ИЖ- 43, იჟ- 43 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ИЖ- 43, იჟ- 43 |
Sep 3 2010, 14:01
პოსტი
#1
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იჟ 43 რუსული სერიული იაფფასიანი კატეგორიის იარაღია. მის შექმნას საკმაოდ საინტერესო და ასე ვთქვათ რუსული ისტორია აქვს.
მას შემდეგ რაც იჟ54 -მა სერიული თოფისათვის ყველა მოლოდისნ გადააჭარბა, რატომღაც მისი გამარტივება გადაწყდა. კონსტრუქტორთა საბჭოში, პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალეს მუშა ხელის ჩართვა თოფის აწყობაში მინიმალუი ყოფილიყო, ეს უკანასკნელი გულისხმობს დეტალების მასიურ და მანქანურ დამზადებას, შესაბამისად ყველა დეტალის იდენტურობას და აქედან გამომგდინარე აწყობისათვის საჭირო დროისადა გამოცდილების გამოთიშვას. აქედან გამომდინარე, წამოვიდა სერიული იჟ 26 რომელშიც შეიმჩნეოდა დეგრადაციები, მას მოყვა სერიული იჟ 58-ი სადაც უკვე აშკარა იყო მუშა ხელის ეკონომია, როგორც დეტალებზე ასევე აწყობა გამართვაზე ,ბოლოს იჟ58 -ი კიდევ უფრო გაამარტივეს და მიიღეს იჯ 41 რომელიც ამოცანას ვერ გადაჭრიდა რიგი ფაქტების გამო, ბოლოს კი მაქიმალური გამარტივების შედეგად შექმნეს იჟ 43. მისი კონსტრუქციიის დახვეწაზე 1984 წლიდან 1986 წლამდე მიმდინარეობდა1986 -ში სერიაში ჩაუშვეს. ავტორად ითვლება კალინინი. ![]() იჟ 43-ს პირველ რიგში მოაშორეს მესამე ჩამკეტი რომელიც ლულებს კალაპოტთან მტკიცედ აერთებს, მოჭიდების ზედაპირს ზრდის და დროთა განმავლობაში რყევისგანაც საკმაოდ იცავს, თოფს დაუტოვეს მხოლოდ პერდეს ჩარჩო. იარაღი მაქსიმალულარ გაამარტივეს, რათქმაუნდა ამან რესურსზე უარყოფითად იმოქმედა.(ქვემოთ სურათზე მაცხნივ იჟ43 მარჯვნივ მისი წინამორბედი იჟ58) ![]() ![]() პირველი მოდელის ინდექსი იყო მარტივი იჟ43 რომელიც უნივესრალური სასხელტ დამცემით სისტემით იყო აღჭურვილი, ეს სისტემა უნივერსალური იმითაა რომ ორივე სასხლეტი ცალ ცალკე ორივე ლულაზე მუშაობდა, ადვილი მისახვედრია რომ მექანიზმი ურთულესია პრაქტიკულ ნადირობებში დიდი საიმედოობით დიდად ვერ გამოირჩევა მისი ავტორი იყო ისევ და ისევ კალინინი, თუმცა რეალურადეს მექანიზმი მოიგონეს და დააპატენტსე თავის რდოზე ლონდონში. აღსანიშნავია რომ ეჟექტორები ოდნავ დაიხვეწა მისი წინამორბედი იჟ58- ისგან განსხვავებით, თუმცა კონსტრუქცია იგივე დატოვეს. საინტერესოა ის ფაქტი რომ ინდექსი იჟ43E და იჟ43 EM მოდიფიკაციები ამოიღეს და წარმოებაში თავიდან ჩაუშვეს იჟ 43 ყოველგვარი ინდექასების გარეშე. იჟ43-ს ლულის შიდა დიამეტრი "ეკონომიური" 18,2 მმ-ია. სერიული თოფების ჩოკური გაბურღვა სტანდარტული ჩოკი და ნახევარჩოკია. თუმცა ღა თოფის გამარტივების კომპლექსმა მოიცვა კონდახიც და ჩოკური შევიწროებებიც, რომელიც: ჩოკების შემთხვევაში უდიერადაა გაბურღული, გარდამავალ მონაკვეთებს არ შეიცავს; კონდახი კი კოპირების მანქანით კეთდება(სხვა თანამედროვე იჟევსკის ქარხნის თოფებზეც იგივეანაირადაა) უმთავრესად წიფლის იშვიათად კაკლის და არყის მერქნისაგანაა . ლულები 50A მარკის ფოლადი, ლულების სიგრძე 725მმ. სერიულ თოფებს გაფორმება საერთოდ არ გააჩნიათ, ან კალაპოტზე დაშტამპული უგემოვნო გამოსახულებებია. ზემოთხსენებულ ნაკლებს ვერ იხილავთ საცალო სასაჩუქრე და სასუვენირო ეგზემპლარებზე, რომლებიც საუცხოო გაფორმებისაა და იშვიათობასაც წარმოადგენს. ბოლო პერიოდში გამოშჩნდა მოდიფიკაცია შესაცვლელი ჩოკებით, თუმცა ინდექსის გარეშე. ![]() იჟ 43 მეტწილად 12 და 16 ყალიბის გამოდიოდა მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდა 20 ყალიბიც რომელიც 12 ყალიბის თოფის კალაპოტზეა მორგებული და ცოტა არ იყოს სასცილოდ გამოიყურება. 1994 წელს ძალიან უცნაური მოდიფიკაცია გააკეთეს რუსებმა იჟ43 K ანუ (куркавое) გარეჩახმახიანი. ![]() საიდან მოუვიდათ აზრად ასეთო მოდიფიკაცია გაუგებარია, თუ იქმნებოდა გარეჩახმახიანი თოფი მაშინ უნდა შეექმნათ დამოუკიდებელი მოდელი, ამ შემთხვევაში კი ამ ისედაც ტლანქ უხეშ შიდაჩახმახიან თოფს გარეთ გამუტანეს ჩახმახები, და კალაპოტი კიდევ უფრო განიერი და ულამაზო გახადეს. ამუკნასკნელს იგივე კალაპოტზე აწყობენ , დამცველიც იმავე დაგილზე აქვს როგორც "ბოქსლოკ" იჟ43 -ს. რამდენიმე წლის შემდეგ თოფს "მოაჭრეს" ლულების და ის მინიმუმადე 51 სმ-მდე შეამცირეს! არსებობს ვარაუდი, საკმაოდ რეალური, რომ ეს მოდელი კონკრეტულად ამერიკული ბაზრისთვის გაკეთდა. ამერკიაში გრანდიოზული ფესტივალები და ჩემპიონატების იმართება XIX საუკუნის იარაღის მონაწილეობით, სადაც რეპლიკებსაც შეხვდებით, კოლტისა და სმიტ ვესონის პირველი მოდელების რევოლვერებსადა ჰენრის ქვედა ბერკეტიან შაშხანებს ნახავთ , აქვეა ფინდიხის სასროლი ძალიან მოკლე ლულიანია გარეჩახმანიანი ორლულიანი თოფი, მათ შორის იჟ43 K. ამ თოფის პოლულარიზაციისვის კიდევ ერთი გარემოებაა შექმნილი, მისიმი ძალიან დაბალი ფასი. ![]() იჟ43-ის ყველანაირ მოდიფიკაციებს გააჩნია მოკლე 510მმ-იანი ლულებით აღჭურვილი ორეული. ასეთი სიგრძის ლულებიანი იჟ43 შეიძლება ქონდეს მობილური ჩოკებიც. იჟ43 შემდგომი თანამედროვე მოდიფიკაციაა იჟ43E 1C , ერთსახლეტიანი მექანიზმით. არ მიმაჩნია სწორად დაუთმო დრო უიაფესი სერიული თოფის ერთსასხლეტიანი სისტემის არასაიმედოობას ! იჯ 43 ათასობით მონადირის სავარელი თოფია, უამრავი ადამიანი იყენებს მას წარმატებით. ბოლო დროის გამოშვებულ იჟ 43 -ში წუნის კოეფიციენტი უზარმაზარია. თუმცა გვხდება უამრავი ეგზემპლიარი რომლებიც წარმოების პირველ წლებში იყო დამზადებული, ამ თოფებში დამაკმაყოფილებელი ბალისტიკა, ნორმალური შესრულების ხის ნაწილები და გაფორმება შეიმჩნევა.. ზოგი მონადირის უსაყვარლეს იარაღად რჩება და მასთან განშორებას არავინ ფიქრობს. ![]() ![]() რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს იჟ43 -ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი!!!!!! "არტემიდა" MP 221 დამაკმაყოფილებელი ბალისტიკით, კალიბრის ვიწრო არჩევანით. უგემოვნო ფორმებით. შტუცერი სხვა მცნებაა, მისი დამზადების სირთულეებზე და თავისებურებებზე დროს არ დავკარგავ ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცით, შტუცერს ყველა მსხვილი იარაღის მწარმოებელი როდი ამზადებს თუმცა რუსებმა ასე გადაწყვიტეს... ძალიან მაინტერესესბს რამდენ ერთეულ(და არა ათეულ) გასროლას გაუძლებს რყევის გარეშე შტუცერი, რომლის ჩაკეტვის მექანიზმი გლუვლულიან თოფებშიც სუსტად ითვლება. ![]() თოფის წონა 3,300 გრამია მწარმოებლის ცნობით. ლულების სიგრძე 600მმ. თოფში გამოიყენება 308win- ის ჩანაჭდევიანი(არ ვიცი როგორ იქნება ქართულად) მასრები. 30-06 springfield (იგივენაირი მასრა) ლულები მიდურებული არაა ! სახრახნისებითა ერთმანეთთან მიერთებული.
|
|
|
|
![]() |
Nov 13 2012, 08:38
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იჟ 43 ეგეთი ხელწამოსაკრავი იარაღიც არ არის, როგორც ლეგენდები დადის, ეგ თოფი საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოივიდა საბჭოთა კავშირის დროს, და სოფლებში ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, გაუსაძლის პირობებში ნამუშევარი და მინდა ვაღიარო, დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ
400-500 ლარად, პირადად მე დაუფიქრებლად ვიყიდდი კარგ მდგომარეობაში მყოფ იჟ 43-ს |
|
|
|
Nov 13 2012, 08:52
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
იჟ 43 ეგეთი ხელწამოსაკრავი იარაღიც არ არის, როგორც ლეგენდები დადის, ეგ თოფი საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოივიდა საბჭოთა კავშირის დროს, და სოფლებში ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, გაუსაძლის პირობებში ნამუშევარი და მინდა ვაღიარო, დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ 400-500 ლარად, პირადად მე დაუფიქრებლად ვიყიდდი კარგ მდგომარეობაში მყოფ იჟ 43-ს 400 ლარი რო ღირდეს ვინ ამოიღებდა ხმას მაგრამ 600 ღირს და ჰე არ ფასობს ეგ თოფი მაგდენს 400 ლარი მაქსიმუმია მაგ ისთვის |
|
|
|
Nov 13 2012, 22:54
პოსტი
#4
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 39 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ყვარლის რ.ნ სოფელი შილდა. (თბილისი) |
400 ლარი რო რირდეს ვინ ამოიღებდა ხმას მაგრამ 600 ღირს და ჰე არ ფასობს ეგ თოფი მაგდენს 400 ლარი მაქსიმუმია მაგ ისთვის ზუსტად ეს პრობლემაა, ბოლოს რაც ვნახე 650 ღირდა, არც ვაპირებდი ყიდვას მაგრამ მაინც. ახალი იყო მაგრამ თავი რატომ ვიმტვრიო და ვიმკითხაო კარგი გამომადგება თუ არა . მოვითენ, დავიცდი, მაგას წოტას წავუმატებ და ნორმალურ ტოზ25 ან იჟ54ს ვიყიდი. ისე რომელ ჰორიზონტალურს მირჩევდით კიდევ (იჟებიდან 54;26;58 ტოზ25) ხო შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ზიმსონი 16 კალიბრი კარგ მდგომარეობაში, ძალიან კარგი მოვლილი.. (ცოტა ძვირი მაგრამ ზიმსონი) მოკლედ გავაჭირე საქმე ამ ჩემი ჰორიზონტალის შეძენით მაგრამ ვერ ვყიდულობ ისე იარაღს თუ მართლა ძალიან არ მომეწონა.. |
|
|
|
Bonehill ИЖ- 43 Sep 3 2010, 14:01
კუდიგორელი Bonehill
მაგარი სტატ... Sep 3 2010, 21:31
Forrest Gump Bonehill
რა უფუჭდება ყვ... Sep 3 2010, 22:28
Bonehill Forrest Gump
კარგი კითხვა... Sep 3 2010, 22:39
baxi BONE საღოლ ძმაო შენ Feb 26 2011, 23:36
ბესო Forrest Gump
1. დამზადების ... Mar 4 2011, 11:38
gel2001 მომკალით და ვერაფრ... Apr 19 2011, 10:35
Bühag მინდა თოფი მოკლე ლ... Jul 10 2011, 15:56
romeo 1 მე ერთ რამეს ვიტყვ... Jul 10 2011, 18:40
kupra ცუდია ცუდი თუ ესეთ ... Jul 10 2011, 19:01
Bühag მე ეს თოფი მინდა მწ... Jul 10 2011, 20:52
MIMINO იჟ 43 საერთოდაც არ ა... Jul 11 2011, 11:39
hunter777 ძველებიც და მით უმ... Jul 11 2011, 12:09
Bonehill ციტატა(romeo 1 @ 10th July 2011 ... Jul 11 2011, 13:33
ლევანი ციტატა(irakli fofxadze @ 11th Jul... Jul 11 2011, 14:33
romeo 1 თუ იმ მუხტზე ვამუშ... Jul 11 2011, 14:57
ჭალიმგელა რომეომ დაწერა სწორ... Jul 11 2011, 15:16
ტყუპა ციტატა(romeo 1 @ 11th July 2011 ... Jul 12 2011, 09:12
Bühag ესეიგი თუ ვიხმართ 12... Jul 12 2011, 11:45
romeo 1 ციტატა(Bühag @ Jul 12 2011, 12... Jul 12 2011, 20:58
PREDATOR ლულა 51 სმ
915 ლარი
op... Jul 12 2011, 15:12
kupra მშვენიერი ტოფია იჟ... Jul 12 2011, 16:15
ნიკა მე მაგრა არ მევასე... Jul 12 2011, 16:23
ჭალიმგელა ციტატა(ნიკა @ Jul 12 2011... Jul 12 2011, 16:57
kupra RE: ИЖ- 43 Jul 12 2011, 17:19
ნიკა კაი ტეხავს რაც არ მ... Jul 12 2011, 17:23
Bonehill დავამატებ იმას რომ... Jul 12 2011, 17:31
bugha გაუმარჯოს ოჩოპინტ... Nov 21 2011, 21:08
Bonehill პმ ნახე Nov 22 2011, 09:12
Petre მეც იჯ43ე მაქვს 3 წლი... Nov 30 2011, 13:08
Sergi88 მე ვიყიდე იჟ 43 და მა... Nov 30 2011, 19:09
gocha-tita მოკლეთ არვიცი ვის ... Nov 30 2011, 19:59
Bear Grylls ძველ საბჭოთა иж-43 ზე... Nov 12 2012, 10:32
MIMINO ციტატა(Bear Grylls @ Nov 12 2012,... Nov 12 2012, 12:11
levani100 Bear Grylls
იჟ-43 აქვს სუსტ... Nov 12 2012, 11:20
Bonehill RE: ИЖ- 43 Nov 12 2012, 12:00
game 91 მასე სტახანოვზეც კ... Nov 12 2012, 19:34
MIMINO ციტატა(Davitus @ Nov 13 2012, 09... Nov 13 2012, 08:51
Davitus hunter777
+1 Nov 13 2012, 18:36
nik@a საბჭოთა არ ვიცი, მა... Nov 13 2012, 18:50
MIMINO იჟებიდან პირველ ად... Nov 14 2012, 08:47
Bonehill 54 პირველ ადგილზე
26 უ... Nov 14 2012, 09:33
Bear Grylls Bonehill
54 პირველ ადგილზ... Nov 18 2012, 17:03
Geoჟორჟიკა ჩემი აზრით იქ სადა... Nov 18 2012, 18:47![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 02:35 |