იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით... დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?) მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად. ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული, იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. ![]() ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები ინტენსივობით. ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე. სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან.... ![]() ![]() ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ დამოუკიდებელ ჯგუფებად. გაგრძელება მეზარება, მერე იყოს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
mda
მორალურად მართალი იქნები თუ ეგრევე თავში რეხვებ და ბევრს არ აწვალებ ![]() ჩემთვის პირადად მაგარი აზარტულია მაგ ტიპის ნადირობა, ტოზ-8 მაქვს და ოპტიკური სამიზნით აღჭურვის პროცეში ვარ, იხვზე და , უფრო ბატზე მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ, მაგრამ მართლაც საშიში იარაღია, წყალზეც და ტოტებზეც "ისხლიტავს" ტყვიას, ასე რომ ყურადღებით! წარმატებები... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 14:08 |