იჟ - 27 (ИЖ-27) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იჟ - 27 (ИЖ-27) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
იჟ-27 არის იჟ- 12 ის ბაზაზე აწყობილი და წარმოებაში ჩაშვებული ერთ ერთი ყველაზე პოპულარული რუსული სანადირო თოფი, ვერტიკალურად განლაგებული ლულებით ავტომატური მცველით იწარმოება ამ მოდელის შემდეგი მოდიფიკაციები! იჟ-27, იჟ-27E , იჟ-271C. იჟ-27E- 1C, იჟ-27M-1C, იჟ-27EM -1C, და რაღათქმაუნდა იჟ-27 sporting. არსებობს იჟ-27 შემდეგი კალიბრებით კალიბრებით: 12, 16, 20, სავაზნის სიგრძე 70მმ და 76მმ მაგნუმის ტიპის ვაზნებისათვის, იწარმოება როგორც იჟექტორიანი ისე ექსტრაქტორიანი მოდელები. (ინდექსით E იჟექტორიანი მოდელები ინიშნება.) დამცემ სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს ორ სასხლეტზე ან ერთ სასხლეტზე სელექტორით, ( ინდექსით 1C). ლულის სიგრძე 675 მმ დან 750 მმ მდე. ლულის ჩოკური შევიწროვება შეიძლება იყოს 0,4 დან 1,0 მდე ჩოკები ახალ მოდელებს აქვთ ჩასახრახნი ძველ მოდელებს ფიქსირებული. ჩაკეტვის სისტემა მარტივია მხოლოს პერდეს ჩარჩო და ვესტლი რიჩარდსის ზედა გადასახსნელი. კონდახი ამ მოდელს აქვს ან წიფლისა ან კაკლისა პიტჩზე შეიძლება მიკრული ჰქონდეს რეზინის ამორტიზატორი ან პლასმასი, საინტერესოა იჟ-27 sporting-ი ეს მოდელი შეიქმნა სტენდზე სასროლად ოდნავ მძიმეა და ჩაკეტვის სისტემაც გამყარებულია ლულები ჩოკის უკან დახვრეტილია ჭარბი აირების გამოსასვლელად რაც ხელს უწყობს საფანტის შეჯგუფების გაზრდას.
![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
gioo
ჩოკი ეს არის ლულის ბოლოში, ლულის შიგა დიამეტრის შევიწროება, რაც მეტია ეს შევიწროება ანუ რაც ვიწროა თოფის ლულის "ტუჩი" მით უფრო ძლიერია ჩოკი. თუ ლულის ბოლოში შევიწროება საერთოდ არაა ე.ი. ლულა არის ცილინდრული გაბურღვის. არსებობს კიდევ მობილური ჩოკები, ანუ ჩასახრახნი ჩოკები, რომელიც ლულის შიდა ან გარეთა პროფილზე იხრახნება, ეს საკმაოდ უნივერსალურს ხდის თოფს, ნებისმიერ ნადირობაში შეგიძლია სასურველი ჩიკი დააყენო. რსუსულ თოფებში ძირითადად გხვდება ჩოკი ანუ ლულის 1 მილიმეტრი შევიწროება, და ნახევარჩოკი ანუ ლულის 0,5 მილიმეტრით შევიწროება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 18:55 |