ძაღლი და ონკოლოგიური საფრთხეები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ძაღლი და ონკოლოგიური საფრთხეები, ის რასაც მტერსაც არ უსურვებდი
919
პოსტი Dec 25 2012, 16:12
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



გამარჯობა ჩემო ფორუმელო მეგობრებო,

აი უკვე მე2 წელია რაც არც თოფი ამიწყვია და არც თქვენთან ერთად მინადირია.
ყველაფერის მიზეზი კი ჩემი ოჯახის წევრი, ერთგული და ძვირფასი მეგობარი დადუ-ა.

ხო და გუშინ მოხდა ისე, რომ დადუ (ერთკვირიანი ტანჯვის შემდეგ) მიწას მივაბარე.
მიზეზი - კიბო...

ეს დაავადება სულ უფრო და უფრო ვრცელდება ჩვენს 4-ფეხა მეგობრებში.
ამ პოსტში კი მინდა გაგიზიაროთ, როგორც ჩემი მწარე გამოცდილება აგრეთვე
მცირეოდე ინფორმაციაც იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ
ამ დაავადების ვარაუდი.

მითუმეტეს, რომ ვეტერინარია საქართველოში ძალიან, ძალიან მოიკოჭლებს :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
919
პოსტი Dec 25 2012, 16:46
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



1. პირველი და გარდაუვალი საფრთხე არის ჩვენი საშინლად დაბინძურებული გარემო,
ამას მარტოსულა ადამიანი ვერ უშველის, თითოეული ადამიანის ვალია, რომ სამშობლო
არა მხოლოდ სადღეგრძელოში მოიხსენიოს არამედ საქმითაც დაამტკიცოს მისადმი სიყვარული.

2. ლეკვის აყვანისას გულდასმით შეისწავლოს მშობლების საგვარეულო ნუსხა ახლო ნათესაური
კავშირებისა და ონკოლოგიური თუ გენეტიკური დაავადებების კუთხით.

3. თუ არ აპირებთ მოშენებას ან თქვენი ლეკვი არ აკმაყოფილებს საჯიშე ეკზემპლარის მოთხოვნებს
აჯობებს ჩაუტაროთ სტერილიზაცია.

4. თუ თქვენ ძუს პირველ ფიცხობაზე აღმოაჩნდა საშოს პროლაპსი (საშოს ნაწილობრივი გადმოგდება)
შეჯვარება კატეგორიულად დაუშვებელია. გამოიყურება როგორც ბუასილი, ოღონდ ოდნავ ქვემოდ.

5. ნამშობიარევ ძუს ესაჭიროება არანაკლები ყურადღება ვიდრე მის ნაშიერებს. პირველი კვირის განმავლობაში
საშვილოსნოს შიდა სივრცე და ლეკვების მოშორების შემდეგ სარძევე ჯირკვლების მდომარეობა.

7. მეჭეჭი - ონკოლოგიური ფონის პირელი საგანგაშო ნიშანია. თუ თქვენი ძაღლი ახალგაზრდაა და მას მეჭეჭების
სიმრავლე ახასიათებს - 6 თვეში ერთხელ ჩაუტარეთ სრული ექოსკოპია...

8. ექოსკოპიის წინ ძაღლის საპროექციო ზედაპირი უნდა გაიპარსოს!!! ექოსკოპია კი ჩაუტარეთ სანდო ექოსკოპისტთან!
ასეთი კი ზოოპლაზაში მეგულება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 16:08