არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო!
მე ახალი მომხმარებელი გახლავართ ამ ფორუმის და ამასთანავე მოყვარული, დამწყები მონადირე. როგორც ვხედავ, ბევრი გამოცდილი მონადირე და იარაღებში გარკვეული ადამიანი ბრძანდება ამ ფორუმზე. გთხოვთ, შემარჩევინოთ თოფი (სანადიროდ) ნახევრად-ავტომატური, ან პომპიანი. უმჯობესია ნახევრად-ავტომატური. მიახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე თანხის ფარგლებში. ნახევრად-ავტომატური დავწერე სისწრაფის გამო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დამწყები ვარ და გამოუცდელი, თორემ ზოგ პოსტში პომპის მფლობელები კამათობენ პომპის სისწრაფეზე და ამბობენ რომ არანაკლებ სწრაფია. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი რომელი მირჩევნია, ამიტომ ველი თქვენს რჩევებს. მინდა აგრეთვე გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს. რადგან პროფესიონალურ ნადირობაზე პრეტენზია არ მაქვს. ალბათ არც თუ ისე ხშირად მოვახერხებ წასვლას, მაგრამ არც იშვიათად. ამიტომ, მესაჭიროება თქვენი რჩევა, რომ არ შევცდე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Davitius გაიხარე, მადლობა რჩევისთვის. ახლა ვნახე რაღაც სურათები და ვიზუალურად ძალიან მომეწონა. 2200 ლარად ვნახე ამ საიტზეც და ეგეც. 2000 ლარად ალბათ მომცემს.
ვნახე კიდე FABARM XLR COMPOSITE REVERSE 2315 ლარად ახალი პლასტმასის. ეს ალბათ სხვა მოდელია ხო? ანუ ნახმარებიდან Fabarmi-ს გარდა სხვას ვერაფერს მირჩევთ? ანუ მე სხვადასხვა ვარიანტებს ვარჩევ, თორემ ეს ძალიან მომეწონა. რაც შეეხება ახლებს, ამ ფასად არ ღირს ახლის შეძენა ანუ? კიდევ ერთი პრობლემაა, გამომდინარე ჩემი გამოუცდელობიდან, ცოტა თავს ვიკავებ ნახმარის ყიდვისგან. http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9178 ეს დაიდო ივლისში, ხომ არ იცით გაიყიდა თუ არა? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 15:32 |