კაკაბი, კაკბის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კაკაბი, კაკბის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კაკაბი ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი. ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა. კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია. საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო. ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რა მაინტერესებს აი ზახარა დადებულ კაკბის სურათსადა ეხლა
PREDATOR დადებულ კაკბის სურათს შორის დიდი განსხვავება და ჩვენთან ეს ბოლო სურათზე რაც არის ის კაკაბი ბუნადრობს და მათშორის განსხვავება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 14:30 |