ტაქსა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტაქსა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ტაქსას ჯიში ყველა ქვეჯიშის ძაღლი ითვლება მონადირედ - კერძოდ კი ე.წ. სოროს ძაღლებად. თავის სამშობლოში ტაქსებს იყენებენ მაჩვებზე სანადიროდ. წარმატებულად. ტაკსა მოკლე ფეხება , ძლიერი ყნოსვის მქონე უშიშარი და აზარტული ძაღლია. ეს მონადირე ძაღლი ცნობილი იყო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, ტაქსას უძველეს წინაპრად ითვლება გერმანული ასევე უძველესი მონადირე ჯიში ბიბერჰუნდი. როდესაც გერმანიაში დაარსდა ტაქასას მოყვარულთა პირველი კლუბი ( 1888 წელს), არსებობდა მხოლოდ ერთი ჯიშის - მოკლებეწვიანი ტაქსა. დღეისათვის ტაქსას სამი ქვეჯიშია ცნობილი. მოკლებეწვიანი, უხეშბეწვიანი და გრძელ ბეწვიანი. ასევე ზომის მიხედვით სამი ჯიშის ; დიდი საშუალო და ე.წ. ჯუჯა ტაქსა. ანუ საერთო ჯამში ოფიციალურად არსებობს 9 ქვეჯიში ამ "სოროს ძაღლის". ![]() ზოგიერთ ქვეყანაში თუ ცალკე კლუბებში, ტაქსა დღესაც გამოიყენება სოროში სანადირო ძაღლად. ტაქსა თავისი ზომების მიუხედავად , იმდენად უშიშარია , რომ დაუფიქრებლად ებმევა ხოლმე ორთაბრძოლაში, გაცილებით დიდ მოწინააღმდეგესთან, მაგალითად მაჩვთან. ტაქსას მოულოდნელად დიდი და ჟღარუნა ხმა აქვს. ტაქსები აგრეთვე ძალიან კარგი ყარაულები არიან ხოლმე... უხეშბეწვიანი ტაქსა. ![]() ![]() გრძელ ბეწვიანი ტაქსა. ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ტაქსას წინაპრებში უხვად მოიპოვებიან მდევრები. ამიტომ ტაქსას საკმაოდ დიდი მიდრეკილება აქვს კვალზე მუშაობის და ევროპაში ხშირად იყენებენ მას ამ პროფილით...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 04:51 |