საექსპედიციო პაჯერო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საექსპედიციო პაჯერო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაშ ასე, პირად შეიარაღებაში იმყოფება 2009 წლიდან: Mitshubishi Pajero II, 1999, 3.0V6, 12V. (მარცხენა საჭით)
მოკლედ მაგარი მანქანაა სათევზაოდ და ექსპედიციებისთვის უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი. ერთი ნაკლი რაც ააქვს ორკარიანი და ფართი მეტი მჭირდება. თუმცა ამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გადამაწყვეტინა ამ მანქანაზე გარკვეული ტიპის ტიუნინგი ჩამეტარებინა. ეს პროცესი მოიცავს: 1) რა თქმა უნდა კარგი საბარგულის დამონტაჟება 2) ქარხნული ბამპერების დაცვლა (წინა + უკანა), ე.წ ძალოვანი ბამპერების და ჯალამბარების დაყენება 3) მანქანის დალიფტვა და მტ საბურავების დაყენება (საბურავები მაქვს და ჯერ არ დამიყენებია, თუმცა ამის აუცილებლობას ჯერ ვერ ვხედავ) ასე რომ დამრჩა მგონი 33-იანი გუდრიჩები თაროზე შემოსადებად ![]() 4) ძალური საფეხურების დაყენება, ჰაიჯეკის გამოსაყენებლად 5) კიბე+ჰაიჯეკი+ბენზინის სათადარიგო ავზი, ადგილი ნიჩბებისათვის და სხვა დავიწყვე პირველ რიგში ჯალამბარის დაყენებაზე ფიქრი, შესაბამისად საჭირო გახდა გაძლიერებული ბამპერის შექმნა და მისი მონტაჟი ჯალამბართან ერთად, ვანაიდან ქარხნული ბამპერი და ჯალამბარი შეუთავსებელი მცნებებია. მოკლედ დავცხეთ საქმეს ენთუზიაზისტების პატარა ჯგუფმა და ერთი თვის შემდეგ ყველაფერი დასრულდა, ბამპერთან ერთად საბარგულიც გავაკეთე, ვინაიდან 2 კარიან პაჯეროს ძალიან პატარა საბარგული აქვს და არ მყოფნიდა, გადავწყვიტე ერთი კაი გემრიელი საბარგულიც დამემზადებინა. ახლა კი ბატონებო აგერ სურათები და დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია (სურათებს თანდათანობით დავდებ). ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ძალიან მაგარი მანქანა არის საღოლ
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან მაგარი მანქანა არის საღოლ მადლობთ, კვირას ღუზა გაიტესტება. მოგეხსენებათ წლის პირას ძნელად მოსაძებნია ხე ან ისეთი კონსტრუქცია რომელზეც ჯალამბარის კაუჭით ჩაებმები და ტალახიდან გამოხვალ (ეს იმ შემთხვევაში როცა წყლის პირას ლაფიან ტალახში მოგიწია ჩაჯდომა, ან საღამოს ისეთი წვიმა მოვიდა რომ დილით ტალახზე მანქანა ვეღარ ადის) აი სწორედ ამგვარი წინააღმდეგობების დასაძლევად შეიქმნა სპეციალური ღუზა, ღუზა ოფ როუდისთვის. იდეაში ძალიან საჭირო ნივთი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მსგავსი ღუზა დავამზადე და ახლა გატესტვის ჯერი დადგა, კვირას სეთევზაოდ ამოვყოფ თავს და ღუსაც გავტესტავ, ფოტო და ვიდეო მასალას მოგვიანებით დავდებ, მთავარია ღუზამ თავი არ შეირცხვინოს მოკლედ ეგ ღუზა მაკლდა და ეგეც მაქვს, აი ასეთ კონსტრუქციაზეა საუბარი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 06:01 |