არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო!
მე ახალი მომხმარებელი გახლავართ ამ ფორუმის და ამასთანავე მოყვარული, დამწყები მონადირე. როგორც ვხედავ, ბევრი გამოცდილი მონადირე და იარაღებში გარკვეული ადამიანი ბრძანდება ამ ფორუმზე. გთხოვთ, შემარჩევინოთ თოფი (სანადიროდ) ნახევრად-ავტომატური, ან პომპიანი. უმჯობესია ნახევრად-ავტომატური. მიახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე თანხის ფარგლებში. ნახევრად-ავტომატური დავწერე სისწრაფის გამო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დამწყები ვარ და გამოუცდელი, თორემ ზოგ პოსტში პომპის მფლობელები კამათობენ პომპის სისწრაფეზე და ამბობენ რომ არანაკლებ სწრაფია. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი რომელი მირჩევნია, ამიტომ ველი თქვენს რჩევებს. მინდა აგრეთვე გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს. რადგან პროფესიონალურ ნადირობაზე პრეტენზია არ მაქვს. ალბათ არც თუ ისე ხშირად მოვახერხებ წასვლას, მაგრამ არც იშვიათად. ამიტომ, მესაჭიროება თქვენი რჩევა, რომ არ შევცდე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო!
ამ თემაშივე მსურს გაგიზიაროთ ჩემი სიხარული, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე ცოტა ხნის ნარჩევი "ნადავლი" ![]() როგორც იქნა შევიძინე სანადირო გლუვლულიანი თოფი!!! როგორც ოჩოპინტრეს შეეფერება და ეკადრება მოკლე ისტორიას მოგახსენებთ ![]() თქვენი რჩევების შესაბამისად, ვეძებე Fabarm XLR 5 თუმცა უშედეგოდ, ვერსად ვნახე, არცერთ მაღაზიაში აღარ იყო, მათ შორის არც ქუთაისში, ვისთანაც კი ხმა მიმიწვდებოდა ყველა საქმის კურსში ჩავაყენე, "მივდექი მოვდექი და შევაწუხე ხალხი" ![]() ამიტომ დავიწყე უკვე რუსული თოფების ძებნაც, კერძოდ საბჭოთა иж27 და სხვა ალტერნატივებიც. ამ ბედკრულ პერიოდში როგორც იქნა გამოჩნდა ყველაზე კარგი, შესაფერისი და ერთი სიტყვით "იდეალური" ვარიანტი ![]() და აი ისიც, შევიძინე Beretta AL 391 Teknys კალიბრი: 12/76 ლულის სიგრძე: 76 სმ მჭიდის ტევადობა: 2+1 (დაყენებული აქვს ე.წ "capacity limiter", რადგან ნაყიდია იტალიაში) კაკლის ფესვის კონდახი ხუთი სახსნელი ჩოკი, დაწყებული ცილინდრიდან - დამთავრებული სრული ჩოკით. რაც შეეხება ფასს, გაგიკვირდებათ ალბათ, ეჩქარებოდა ძალიან და ბევრი საუბრის მერე დამიჯდა 2300 ლარი ![]() არის "საუკეთესო" მდგომარეობაში. ლულა აქვს სარკესავით, მხოლოდ კონდახზე აქვს უმნიშვნელო ნაკაწრები. და აქვე მადლობა მინდა მოვახსენო ლაშას (Fishman) გაწეული დახმარებისთვის ![]() რომ არა ის, ალბათ Beretta-ს ვერ ვიყიდდი, იმიტომ რომ ვერ მოვითმენდი ამდენ ხნის რჩევას ![]() დღეს შევიძინეთ ერთად, დატესტვაც მოვასწარით, გავწმინდეთ გავასუფთავეთ და "გოუდის ზიპინი" ![]() სურათების უქონლობისთვის ბოდიშს ვიხდი, გარკვეული პრობლემების გამო ვერ ვუღებ ჯერ,თუმცა ორშაბათისთვის იქნება ![]() მადლობას მოგახსენებთ ყველას რჩევებისთვის!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2025 - 10:25 |