რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.
ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში. რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ. პატივისცემით დათო კაკულია |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით უნდა გაგრძელდეს სეზონი იხვზე, ერთი თვით.
შემოიღონ სეზონური ლიცენზია კაკაბზე, დააწესონ ზღვრული ნორმა ერთ ნადირობაზე მაგ.ერთ მონადირეზე 3ც. კაკაბი. ფასიც მისაღები მაგალითად 30ლ. და აკონტროლონ მკაცრად ნადირობის ვადები. ასევე კარგი იქნება დაუშვან მდევრებით ნადირობა ტურა,მელა, მგელზე. უმკაცრესად გაკონტროლდეს "მანოკი" "ფარი" და ყოველგვარი ელექტრო მოწყობილობები, ხმელეთზე და წყალში. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო. აბა რად გვინდა ეს ორ-ორი სამინისტრო? რისთვის კატაობენ "პიკაპებით"და იღებენ ხელფასს. რაც შეეხება სიუჟეტის მომზადებას "შადი-შამოდი"-ს ბატონ შადიმან შამანაძეს დაუკავშირდით, მემგონი უარს არ იტყვის. ღმერთმა ქნას შედეგიანი აღმოჩნდეს ეს მონდომება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 10:27 |