რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.
ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში. რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ. პატივისცემით დათო კაკულია |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ფლორასა და ფაუნაზე ბევრი ითქვა და დაკონკრეტტდება ალბათ მაგრამ ამ პოსტებში მე ვერ შევხვდი ერთ აზრს, რადგან კანომდებლობას შეეხება ეს თემა ,არამგონია უადგილო იყოს ჩემი პოსტი და დავამატებ შემდეგს : იარაღის გაფორმებაზეც მინდა ვილაპარაკოთ,სიმართლე გითხრათ მე სულ არ მომწონს დღევანდელი კანომდებლობის მიხედვით სანადირო თოფის გაფორმების სისტემა,არ უნდა იყოს დასაშვები ყველასთვის ვინც 18 წლის გახდება თოფის მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე გაფორმება, უხეშად ვიტყვი და 18 წლის ზევით "ძაღლს და კატას" თოფი უჭირავს, მინდორში გასულს გეშინია ვინმემ არ დაგცხრილოს,ასე რო გაგრძელდეს "კასკით და ბრონიჟილეტიტ" მოგვიწევს სანადიროდ სიარული და სულაც არ იქნება სირცხვილი... მოკლედ ვიტყვი რო ამ სისტემაში უნდა ჩამოყალიბდეს ყველასთვის მისაღები პირობები,კარგი იქნება რომ მივბაძოთ ევროპული ქვეყნების სისტემებს და ჩამოყალიბდეს კულტურა... არ ვგულისხმობ იმას რომ ყველაფერი გადმოვიტანოთ მათგან,მაგრამ ძირითადი და აუცილებელი პუნქტები მართლაც საჭიროა როგორიცაა იარაღთან მოპყრობა სხვა და სხვა პირობებში,ასევე მიზანში სროლის ნორმატივები(სტენდზე ან უმოძრაო მიზანზე),სანადირო ფრინველების და ცხოველების ცნობა(დამიჯერეთ ბევრმა არ იცის) მგონი საენტერესო აზრი მოგაწოდეთ და რაც მე დავაკელი ჩემი მოკლე ჭკუით თქვენ დაამატეტ და განავრცეთ...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 18:51 |