რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.
ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში. რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ. პატივისცემით დათო კაკულია |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ჩემი აზრით უპირველესი პრობლემა ნადირობა-თევზაობის და ზოგადად ბუნების და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კონტროლშია!
ვიმუშავე რამოდენიმე თვე უახლოეს წარსულში მაგ სფეროში და ჩემი სამსახურიდან წამოსვლა განაპირობა რამოდენიმე ფაქტმა: 1) არის დამცინავი ხელფასი (380 ლარი), რაც სრულიად შეუსაბამოა იმ რეჟიმთან და პირობებთან რაც არის 2) არ გაგაჩნია არანაირი თავდაცვითი საშუალება კანონდამრღვევისგან რო დაიცვა თავი (იარაღი და ა.შ, ქსივაც კი არ გაქვს რო დაამტკიცო ვინ ხარ) 3) არანაირი პირობა და აღჭურვილობა (მანქანა, საწვავი, GPS და ა.შ.) 4) არის გაქანებული კორუფცია!!! სტავკები 20 ლარიდან ზევით იწყება, ოღონდ ყველასგან არ იღებენ ჭკუა ისწავლეს სამაგისოდ! ხე-ტყეზე ფორმალურად მაინც ხორციელდება კონტროლი, მაგრამ ნადირობა და თევზაობა ყველას ძალიან მაგრად კიდია! ჯერჯერობით არანაირი საკადრო ცვლილებებიც კი არ მომხდარა და ისევ ისე წარმატებით აგრძელებენ მუშაობას ბუნებრივი რესურსების კორუმპირებული თანამშრომლები. ძირითადად ეს მიზეზებია რაც გახდა ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 09:49 |