რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.
ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში. რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ. პატივისცემით დათო კაკულია |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩვენ კიდევ ვფიქრობდით აბა რამე არ გამოგვრჩეს, ვკამათობდით ამ ეტაპზე რა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია,
გაგვიჩნდა იმედი რომ მოგვისმენდნენ მაინც და ამ დროს ისევ დიდი იმედგაცრუება. საერთოდ სამინისტო რაში ხედავს თავის ფუნქციას და პრიორიტეტს, აუხსნან ხალხს ბოლოსდაბოლოს. ისევ გრძელდება ხაჩიძეობა? მართლა გულსატკენია ესეთი არაპროფესიონალები რომ არ ელევა ამ სფეროს. ევროპისკენ რომ იყურებიან უკვე 20 წელია, კარგს ვერაფერს ხედავენ ამ მიმართულებით? რომელი ევროპელი ერი გააბედეინებს ესეთ გულგრილობას საკუთარი ბუნების და ხალხის წინააღმდეგ, არცერთი. მართლა არაა საშველი მემგონი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 09:32 |