რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები |
Jan 26 2013, 16:04
პოსტი
#1
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.
ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში. რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ. პატივისცემით დათო კაკულია |
|
|
|
![]() |
Feb 1 2013, 15:17
პოსტი
#2
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ვინმემ აქ რაც წერია ის ამიხსნას სამინისტროან და საერთოდ აღარ ვინადირებ. ვინდათვალა როგორ მაინტერესებს..
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე – 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 15 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე – 1 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე – 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 ნოემბრიდან – 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე – 15 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ე) ნიამორზე – 5 დეკემბრიდან – 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; თ) მაჩვზე – 1 სექტემბრიდან – 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე – 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე – 1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან – 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე – 1 ოქტომბრიდან – 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე – 1 ოქტომბრიდან – 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე – 15 ნოემბრიდან – 1 მარტამდე;” მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები: ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №275 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.”. 2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში”. 3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი; ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ”, „დ”, „რ”, „ტ”, „უ”, „ფ” და „ღ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე; გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;”. 4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.”. 5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 – მე-13 პუნქტები: „10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. 11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. 12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ”, „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “ 6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები 1. ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 15 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე – 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიური როჭოზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე – 1 თებერვლიდან – 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე – 1 იანვრიდან – 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე – 1 მარტიდან – 5 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე – 1 მარტიდან – 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე – 1 მარტიდან – 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე – 15 თებერვლიდან – 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე – 15 თებერვლიდან – 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე – 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიურ როჭოზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე – 15 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე – 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე – - 1 თებერვლიდან – 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე – 1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე – 1 მარტიდან – 15 ნოემბრამდე;” 7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.” მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური |
|
|
|
gagrinski რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში Jan 26 2013, 16:04
levan81 gagrinski
უნდა აიკრძალო... Jan 26 2013, 17:08
Bonehill gagrinski
შეგატყობინე... Jan 26 2013, 17:15
gagrinski მადლობა მეგობრებო,... Jan 26 2013, 17:20
beberi iagi პირველ რიგში ჩემი ... Jan 26 2013, 22:03
sabo73 აუცილებლად უნდა გა... Jan 26 2013, 22:10
ჭალიმგელა უპირველესი პრობლე... Jan 26 2013, 23:36
ნუკრიMax ციტატა(Chalimgela @ 27th January ... Jan 26 2013, 23:41
ჭალიმგელა ნუკრიMax
+10000 Jan 26 2013, 23:45
მაქსიმუსა შეაჯამეთ ეხლა და ე... Jan 27 2013, 00:09
sabo73 ადგილზე დაიხ**იტონ ... Jan 27 2013, 00:28
gelka72 მე მაგალითად უცხო ... Jan 27 2013, 01:22
ლეონ-ბლექი ჩემი აზრით.. აუცილე... Jan 27 2013, 02:35
ზახარა ციტატა(gelka72 @ 27th January 201... Jan 27 2013, 09:17
ზახარა დიდი პრობლემები :
ე... Jan 27 2013, 09:47
gagrinski მადლობა მეგობრებო,... Jan 27 2013, 10:20
Fishman ციტატაჭალიმგელა მ... Jan 27 2013, 12:32
levani100 ჩემი აზრით უნდა გა... Jan 27 2013, 15:33
ნოსო ციტატა(Chalimgela @ 27th January ... Jan 27 2013, 21:26
Fishman gagrinski
დავით, ჩემი აზ... Jan 27 2013, 21:39
megreli ფლორასა და ფაუნაზე... Jan 27 2013, 22:38
gagrinski გეთანხმები მაგრამ ... Jan 27 2013, 23:15
ჭალიმგელა megreli
თოფის გაფორმებ... Jan 27 2013, 23:22
megreli ციტატა(ჭალიმგელა ... Jan 28 2013, 00:00
megreli მე ავსტრიის მაგალი... Jan 28 2013, 00:08
gagrinski მოკლედ მაშინ შევთა... Jan 28 2013, 12:51
ნოსო gagrinski
მთავარი პრობლ... Jan 28 2013, 19:29
ams ბრაკონიერობა კი არ... Jan 28 2013, 19:37
megreli ეგრე მეუბნებიან მე... Jan 28 2013, 19:46
gagrinski ბრაკონიერობაზე რე... Jan 28 2013, 20:11
Bonehill მილიონი შემოთავაზ... Jan 28 2013, 21:21
levani100 სანამ ბრაკონიერი შ... Jan 28 2013, 21:51
ჰერცოგი 1 რაც უნდა აიკრძალო... Jan 28 2013, 21:51
gagrinski მადლობა, უბრალოდ ა... Jan 28 2013, 22:00
ჰერცოგი შველი ირმის შვილი ... Jan 28 2013, 22:05
ნუკრიMax gagrinski
ჩემი აზრით, 4 პრ... Jan 28 2013, 22:13
ზახარა ციტატა(hercogi997 @ 28th January ... Jan 28 2013, 22:15
gagrinski კი მაგათ გარეშე არ ... Jan 28 2013, 23:02
sabo73 ციტატა(gagrinski @ Jan 29 2013, 0... Jan 28 2013, 23:06
ნოსო ჯერ ის რომ 50 ხოხობი ... Jan 28 2013, 23:15
ნოსო რაც შეეხება წინა მ... Jan 28 2013, 23:21
ნუკრიMax ციტატა(giorgixomeriki @ 29th Janu... Jan 28 2013, 23:24
ნოსო ნუკრიMax
უფროსი არ შ... Jan 28 2013, 23:30
ლეონ-ბლექი ციტატა(dato gagrinski @ 29th Janu... Jan 29 2013, 00:50
ams ციტატაჯერ ის რომ 50 ... Jan 29 2013, 09:53
megreli ams
ელექტრო მანოკის ... Jan 29 2013, 12:29
კუდიგორელი ჩემი აზრით უპირველ... Jan 29 2013, 16:41
Bonehill კუდიგორელი
ძალიან... Jan 29 2013, 18:26
gagrinski კუდიგორელი
რმ ავი... Jan 29 2013, 18:53
iason gagrelo!მაინტერსებს რ... Jan 29 2013, 19:47
gagrinski უკაცრავად არ გიცნო... Jan 29 2013, 19:50
gagrinski მეგობრებო თუ ვინმე... Jan 30 2013, 13:14
megreli ... Jan 30 2013, 16:19
Fishman megreli
ამის დადება გი... Jan 30 2013, 16:21
megreli Fishman ჰოო და ვერ ჩავს... Jan 30 2013, 16:21
Fishman megreli
არაფრის!
სპეც... Jan 30 2013, 16:24
megreli აი ეგ ვიდეო რისი მა... Jan 30 2013, 16:31
gagrinski საქართველოში ბრაკ... Jan 30 2013, 16:37
Fishman gagrinski
დავით, პირადად... Jan 30 2013, 16:42
megreli gagrinski
მე სულ სხვა რა... Jan 30 2013, 16:46
gagrinski გაიხარეთ, მივხვდი, ... Jan 30 2013, 16:56
ნოსო ეს ვიდეო ჩემი გადა... Jan 30 2013, 17:51
DATKA ისე ნახამ ფორმატი ... Jan 30 2013, 18:12
megreli ნოსო
პირდაპირ ჩავ... Jan 30 2013, 18:22
megreli gagrinski
ეს ვიდეო სხვა ა... Jan 30 2013, 18:28
megreli უცენზურო სიტყვები... Jan 30 2013, 18:34
ნოსო megreli
რაც დადე ყველა ... Jan 30 2013, 18:43
megreli ნოსო
კარგი იმედია ... Jan 30 2013, 19:11
gagrinski გაიხარეთ ბიჭებო მა... Jan 30 2013, 21:27
megreli წელს კამერის უქონლ... Jan 30 2013, 21:59
gagrinski ვაი ამათ პატრონს, დ... Jan 31 2013, 18:43
levan81 ჩვენი საშველი სამწ... Jan 31 2013, 18:45
ნუკრიMax gagrinski
ვაი მაგათ პატრ... Jan 31 2013, 19:13
megreli ჩვენისთანა ბედნიე... Jan 31 2013, 20:38
gagrinski არაუშავს, მე ვცდი დ... Jan 31 2013, 20:58
levani100 ჩვენ კიდევ ვფიქრობ... Feb 1 2013, 10:20
levan81 მოკლედ დიდი მარაზმ... Feb 1 2013, 11:34
ჭალიმგელა გვქონდა დღეს ჩაწერ... Feb 1 2013, 12:20
შოთა.03 ჭალიმგელა
როდის დ... Feb 1 2013, 12:41
Fishman შოთა.03
ხვალ ანუ შაბ... Feb 1 2013, 12:56
gagrinski დიდი მადლობა მეგობ... Feb 1 2013, 14:08
kajuberi ციტატა(dato gagrinski @ 1st Febru... Feb 1 2013, 15:20
ჭალიმგელა kajuberi
დაიცა, დანარჩე... Feb 1 2013, 15:25
kajuberi ჭალიმგელა
ვერა მა... Feb 1 2013, 15:26
gagrinski დიდი ეჭვი მაქვს რა... Feb 1 2013, 16:01
levani100 kajuberi
აკრძალულია იმ ... Feb 1 2013, 16:29
ჭალიმგელა ციტატა(levani100 @ Feb 1 2013, 17... Feb 1 2013, 16:39
kajuberi levani100
ციტატა(levani-asi ... Feb 1 2013, 16:33
gagrinski დღეს მე ჭალიმგელამ... Feb 1 2013, 16:57
Davitus gagrinski
ჯიგარი ხარ! ხ... Feb 1 2013, 20:42
gagrinski მეგობრებო ერთი თხო... Feb 2 2013, 11:10
ალთაზარ RE: რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში Feb 2 2013, 11:13
gagrinski რა ვქნა მინდა ხალხ... Feb 2 2013, 11:39
levan81 gagrinski
მაღაზიებში ნა... Feb 2 2013, 12:00
kupra დაუშვან მდევრებით ... Feb 2 2013, 12:24
gagrinski რეპორტაჟი გავა დღე... Feb 2 2013, 15:45
megreli gagrinski
იშოვე მანოკ... Feb 2 2013, 19:06
gagrinski კი ვიშოვე Feb 2 2013, 19:29
gagrinski ცოტა ვნერვიულობ, შ... Feb 2 2013, 19:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 22:26 |