ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე, ბრაკონიერების წინააღმდეგ, შადიმანი ჭალიმგელა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე, ბრაკონიერების წინააღმდეგ, შადიმანი ჭალიმგელა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ოჩოპინტრე რუსთავი 2 ზე ბრაკონიერების და სამინისტროს წინააღმდეგ
http://www.youtube.com/watch?v=KmW7Nsa8EIo...eature=youtu.be პირველი ნაბიჯი გადაიდგა საჯაროდ. მადლობა დავითს , ბატონ შადიმანს და გიორგი მეტრეველს. ისეც გასაგებია, რომ დროის სიმცირის გამო, მეტის თქმის საშუალება არ იყო. იქნებ აზრზე მოვიდეს სამინისტრო და საერთო ძალებიტა და კონსულტაციებით, ბოლო-ბოლო მივაღწიოთ სასურველ შედეგს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ბიჭებო სახეობა კონსერვაციის ცენტრი ნაკრესი დამიკავშირდა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადათ რომ ბუნებას უფრთხილდებით, ასევე მისთვის მოულოდნელი იყო ჭალიმგელას მიერ გადაღებული ფოტოები სადაც პალიასტომზე ხონთქრის ქათამია დაფიქსირებული. აი რა მომწერა და მე მგონი საინტერესო იქნება მათთან თანამშრომლობა და ერთობლივი ძალებით უფრო მეტს მივაღწევთ.
,,თუმცა ჩემი აზრით კოლხურ ხოხობზე მოთხოვნა თუ სანადიროდ თუ კონსერვაცისთვის იმდენად დიდია და კიდევ უფრო გაიზრდება, რომ ერთი კი არა ბევრი სახოხბე არ ეყოფა. ამ მომენტში გვინდა საკანონმდებლო ინიციატივისკენ ვუბიძგოთ მთავრობას, რომ საქართველოში მკაცრად გაკონტროლდეს უცხო სახეობების და ქვესახეობების შემოყავანა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის სანადიროდ. სხვაგვარად მაგ. კოლხურ ხოხობს უბრალოდ გაქრობა ემუქრება ან უკეთეს შემთხვევაში სერიოზული გენეტიკური დაბინძურება. ზოგადად, ჩვენ ძალიან დაიტერესებულები ვართ მონადირეებთან თანამშრომლობაში იმ კუთხით, რომ ერთამანეთს გავუზიაროთ აზრები - როგორც წესი, პატიოსან მონადირეებთან ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი საწყისი წერტილები შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გვქონდეს - ყველა შემთხვევაში ხომ ორივენი დაინტერსებულები ვართ, რომ ველური ბუნება შენარჩუნდეს. მე თვითონაც მონადირეთა ოჯახიდან ვარ და ეს საკითხი უცხო ცხადია არ არის. თუ სურვილი გექნებათ თქვენ და თქვენ მეგობრებს, შეგვიძლია შევხდეთ და ვისაუბროთ, ხოხობზეც და სხვა საკითხებზეც...,, |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 16:43 |