ატა ნეო, მპ-153 თუ სტოგერ-2000 ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ატა ნეო, მპ-153 თუ სტოგერ-2000 ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ,
მე ამ ფორუმის ახალი წევრი ვარ და დიდი ინტერესით ვკითხულობ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით პოსტებს, ბევრი სასარგებლო რჩევები და საინტერესო ინფორმაცია შევიტყვე. გადაწყვეტილი მაქვს ნახევრად ავტომატური 12 კალიბრის შეძენა და ბევრი ფიქრის და ინფორმაციის მოძიების შემდეგ დავედი სამ თოფზე ატა ნეო, მპ-153 და სტოგერ-2000, აი აქ კი გავიჭედე :( მიუხედავად იმისა რომ ფორუმზე სამივე თოფზე ცალცალკე ტემაა გახსნილი და შედარებებიც არის მეტნაკლებად მოყვანილი მაინც , ასევე ტექნიკური მონაცემები მაინც ვერ ვწვყიტავ რომელი ვიყიდო, ალბათ ეს იმიტომ რომ მე თვითონ იჟ-54 მაქვს და არასდროს მქონია არცერთ ნახევრად ავტომატურებთან შეხება (ფაქტიურად არც მისვრია) ანუ გამოცდილება მაკლია. ფასის მხრივ სამივე თოფი თითქმის ერთი ფასი ღირს (ნუ ატა ნეო მაგნუმში 70 ლარით იაფია ქარავნის სტოგერთან შედარებით, ხისკონდახიანი და კეისსაც აყოლებენ ) ტექნიკური მახასიათებლებით სამივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, საკითხი ესე რო დავსვათ, და ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ (იმიტომ რომ ცალცალკე სამივეს საკმაოდ ვრცელი თემებიაქვთ მიძღვნილი ) : დავუშვათ გაქვთ 1000-1200 ლარი და გინდათ ამ სამიდან ერთერთი, რომელს შეიძენდით ? რომელს მიაკუთვნებდით პირველადგილს, რომელს მეორეს და რომელს მესამეს? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ლულის ქვეშ მექნიკური რეგულატორი აქვს MP-153, და ნებისმიერ ვაზნას უპრობლემოდ ისვრის . თუმცა მე 5 წელი მქონდა და 24 და 53 გრამამდე ვაზნებს უპრობლემოდ ისროდა, რეგულირების გარეშე. +ხელით დატენილი ვაზნებთანაც არანაირი პრობლემა არ ქონდა. არასდროს არ გაუჭედია არც ხელით დატენილ და არც ქარხნულ ვაზნებზე. ერთადართი მძიმე ვაზნების სროლისას (45-53 გრ) გადატენის შემდეგ ლატოკზე აწვდიდა ვაზნას-თუმცა არ ჭედავდა.
ისე კი ძალიან მძიმე, ნაჯახით ნაკეთები (განსაკუთრებით ბოლო წლების) და მოურგებილი თოფია. დამზადების ხარისხით თურქულ თოფებთან ვერ მოვა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 22:46 |