ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
მოგეხსენებათ სრულყოფილი მოვლის გარეშე საუკეთესო ხარისხის თოფიც შეიძლება ძალიან მალე გამოვიდეს მწყობრიდა. თოფის მოვლის პროცესში კი ცენტრალური ადგილი უჭირავს ზეთს. ამიტომ, მოდით ამ თემაში ვისაუბროთ თოფის საწმენდ ზეთებსა და სხვა საშუალებებზე, მსოფლიოში განთქმულ ბრენდებზე, მათი გამოყენების წესებზე, აგრეთვე იმაზე თუ ჩვენ რომელ ზეთს ვიყენებთ. კარგი იქნება თუ გავუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც ამ მხრივ. რამდენადაც მე ვიცი და თქვენც გეცოდინებათ, კარგია გერმანული ბალისტოლის ზეთები (Ballistol), რომლებიც ეკოლოგიურად არამავნე ზეთებს წარმოადგენენ და არ უქმნიან საფრთხეს ადამიანს. http://www.ballistol.de/russian/index.php?page=01 ამ ფირმის ზეთია სახელგანთქმული რობლა (Robla), რომელსაც იყენებენ ლულაში დარჩენილი ნამწვისა და ტყვიის ნარჩენების გასასუფთავებლად. გარდა ამისა, ბალისტოლს აქვს ფართო ასორტიმენტი და ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ის რომ, მისი ზეთები არ ვნებს თოფის ხის ნაწილებს, პირიქით, აქვს დამცავი ფუნქცია, ხოლო მისი ერთ-ერთი პროდუქტი - BALSIN Stock Oil პირდაპირ განკუთვნილია კონდახისთვის. ასევე კარგ საწმენდ საშუალებად ითვლება ამერიკული ზეთი ბრეიკ-ფრი (Break-Free). ეს ზეთიც ისევე როგორც ბალისტოლი არ ვნებს ადამიანს და ითვლება უნივერსალური ტიპის ზეთად ანუ ერთროულად აქვს გამწმენდი და დამცავი ფუნქცია. გამოიყენება NATO-ს შეიარაღებაში საწმენდ საშუალებად და არა მგონია ნატოს არჩევანი შეშლოდა. http://www.dmazay.ru/index.php?categoryID=298 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გიორგი
კი თანმიმდევრობა ეგეთია. პირიქით არ შეიძლება. ანუ ე.წ. "შოლოჩნის" ანუ ტუტოვან ზეთს თუ ჩატოვებ თოფში - გაგიფუჭებს ყველაფერს. ამიტომ, ის უნდა ამოამშრალო, მერე ნეიტრალური (მანქანისას რო ეძახი) ზეთი უნდა ჩაუშვა ოღონდ დიდი რაოდენობით არცერთი არ უნდა და ბოლოს ეგეც ამოამშრალო. ზეთის ჩატოვება ზოგადად რეკომენდებული არ არის. მსუბუქად ამოამშრალე და ერთი თვე მისახედი არ იქნება. ანუ თოფს გაწმენდა ჭირდება მინიმუმ თვეში ერთხელ. თუ სეზონზეა საუბარი, მაშინ რათქმაუნდა ყოველი ნადირობის შემდეგ დაუყოვნებლივ! საჭმელი არ ჭამო და თოფი გაწმინდე - ეგ მთავარია! ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 05:00 |