2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 08:51
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გავიდა სეზონი ბოლოში და ჩვენმა კლუბმაც ტრადიციისამებრ დავხურეთ სეზონი

განვიხილეთ რამოდენიმე ვარიანტი და გადავწყვიტეთ ჭიაურის მეურნეობას ვწვეოდით და დავხმარებოდით მტაცებლების ამოღებაში.

დავირაზმეთ და გავუდექით გზას შემდეგი შემადგენლობით:

1. ჭალიმგელა
2. საბო
3. ნუკრი MAX
4. ჯეი
5. კალვერა
6. ზახარა
7. Davitus
8. კუდიგორელი
9. Maverick
10. gacho
11. გოგიტა
12. ჩავლე
13. Fishman
14. ვიტო
15. გურგენა
16. ნოსო
17. ბაბუ (თენგო)
18. Hunter 777
19. ნიკა
20. TAMPLIER
21. ბონე
22. ლეკი
23. შოთა
24. ირაკლი
25. Kondoli
26. მამუკა
27. ზაზა
28. გოგა
29. ჩიკა
30. paata 71

შევიკრიბეთ აეროპორტის ტრასაზე, ანუ G.W. Bush ის გამზირზე newsmile05.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
T A M P L I E R
პოსტი Feb 24 2013, 10:52
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



newsmile027.gif
ტრადიციისამებრ როგორც ვიქცევით ხოლმე"ოჩოპინტრელები"წელსაც ისე მოხდა და არ დაგვიშვია გამონაკლისი!
დიდი ბჭობის დაგეგმვის და მონადირეთა ფორუმზე სიების შედგენის შემდეგ დაითქვა შეხვედრის ადგილი!(შეხვედრის ადგილი ყოველთვის ჩემი სახლი იყო მაგრამ ამჯერად ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა ვამჯობინეთ პრაქტიკულობიდან გამომდინარე)
დილის 4 საათზე დათქმულ ადგილას ყველამ მოვიყარეთ თავი,გადავნაწილდით მანქანებში რომლებსაც "კლუბ ოჩოპინტრე"-ს ლოგო ამშვენებდა და გავემართეთ კახეთს დიდი კოლონით.
ყველა მანქანა წესის მიხედვით კოლონით ვმოძრაობდით თავში და ბოლოში ორგანიზატორების მანქანები გვყავდა რომ გაუთვალისწინებელი გაჩერების დროს რაციის დახმარებით კოლონა გაეჩერებინა!
ასე ჩავედით კახეთს კერძოთ ჭიაურის ნაკრძალში
ჩასვლისას კიდევ ბნელოდა და ცა პირს არ ხსნიდა,გადმოვბარგდით და მოვთავსდით ერთერთ ბინასთან.
როგორც მონადირეების წესია მოიკითხეს კიდევ ერთხელ ერთურთი და გაება საინტერესო თემებზე საუბარი,საუბარი ერთია და 30 მონადირე რომ ერთად დაიწყებს საუბარს ამას უკვე სხვა რამეს თუ დავარქმევთ newsmile05.gif
ცოტაოდენი ყაყანის შემდეგ ცა მტრედისფრად განათდა და ჩვენს გაგვიხარდა!გაგვიხარდა და მღელვარებით აღვივსეთ! თუ კი ვინმეს ერთხელ მაინც უნადირია ან მოწამლულია ამ საუკეთესო ჰობით ის მიხვდება რა გრძნობაა როცა ელოდები ამ ყველაფერს.
ამასობაში მანქანის ფარები გამოჩნდა,თეთრი ჯიპი ტოიოტას ფირმის რომელიც საუკეთესოდ იყო მომზადებული ტალახის და გაუვალი გზების საკვლევად.გაჩერდა მანქანა და გადმობრძანდა ბნ ნუგზარი(ბნ ნუგზარ გიოშვილი სამონადირეო მეურნეობის უფროსი)
მისალმების მოკითხვის და თითო სახუმარი ფრაზის შედეგ გვითხრა რომ უნდა გადავსულიყავით მთავარ ბაზაზე სადაც იყო განლაგებული კოტეჟები.
გადავედით ბაზაზე და უკვე კარგად მონათებული იყო,გადმოვლაგდით მანქანებიდან და გამოჩნდა მონადირისთვის საუკეთესო ხედი,
ლამაზი ხითნაშენი კოტეჟები,მთავარი საბაზისო შენობა,ხოხბის ვოლიერები და უშველებელი ტბის ამომშრალი კალაპოტი რომელიც რეკონსტრუქცის შემდეგ იდეალურ სათევზაო ტბად იქცეოდა.
ბნ.ნუგზარმა ჩაგვიტარა მცირე ექსკურსია მეურნეობაში და მოგვიყვა როგორ გაუნადგურა ათობით ფრთა კოლხური ხოხობი(რომელიც ნაკრძალში გასაშვებად იყო მზად)ველურმა კატამ.
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ შევიკრიბეთ ბაზაზე და მანვე მოგვცა რჩევა დარიგებები მომავალ ნადირობაზე.
მცირე ტრაპეზის შემდეგ ჩავბარგდით მანქანებში და გადავედით უკვე სანადირო სავარგულებში,აღიკაზმა ყველა მონადირე თოფებიტ და ყველა საჭირო ინვენტარით და გავყევით ეგერს რომელმაც ჩაგვაყენა ნომრებში.
ყველა მივყვებოდით ეგერს და მისი მითითებით ვდგებოდით ნომრებში,ჩემი თვალით შევარჩიე საუკეთესო ნომერი კარგი მხედველობის მქონე არეალით და ეგერის ნებართვით იქ დავდექი.
ამასობაში წამოგვეწიენ საბო და ქბ.მარიამი(ჟურნალ გზის ჭურნალისტი და საბოს მეგობარი)და საბოს თხოვნით დავუთმე ნომერი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მომიწია ირაკლის(hunter fredy) და ნუკრის(nukri max) შუაში მდებარე ნომერში დადგომა რამაც როგორც მოგვიანებით გამოჩნდა გაამართლა!
დაიწყო სარეკი!შორიდან ისმოდა მარეკების სროლა და ყიჟინი,ძაღლების გაბმული გალობა და ეს ყველაფერი ერთიანობაში ისე სასიამოვნოდ ხვდებოდა მონადირის ყურთასმენას რომ მონადირე თუ მიხვდება მხოლოდ ამ ამბავს!
სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა ძაღლების ხმა და მეც გაფაციცებიტ ვიყურებოდი ნომრიდან, ერთიც მოვკარი თვალი ჩვენი ნომრისკენ გამოქცეულ ორ ტურას და გავიტრუნე.თან ვფიქრობდი ცოტასაც მოვუშვებ და მერე ვესვრითქო ,ამ ფიქრებში ვიყავი და უკვე კარგა მოახლოებულ ტურებს დაუშინა ნუკრიმ,ამან ტურები აიძულა ჩემი ნომრისკენ აეღოთ გეზი და ასეც მოიქცნენ,გამოვიდა სასროლზე ორი ტურა და მეც არდავაყოვნე ,გამოვუწიე სასხლეტი და ვესროლე,პირველი სროლა უშედეგო აღმოჩნდა რომლის მერეც ერთმა ტურამ პირი იბრუნა და უკან გავარდა ტყეში მეორე კი იდეალურ სასროლ პპოზიციაზე გამოვიდა რომელსაც გაქცეულზე ორი ტყვია ვესროლე,უკანასკნელმა ტყვიამ წააყირავა ნადირი მაგრამ არ მოუღო ბოლო.
ჩემგან მარცხნივ ირაკლის ნომერი იყო და ისიც კარგად ხედავდა ამ ყველაფერს და მანაც უძილადა 36 გრამი საფანტი.
რომლის მერეც უკვე ტურას მოძრაობის სურვილი არ გასჩენია.
ასე დამთავრდა პირველი ნომერი ჩემთვის რომელსაც როგორც სარეკის დამთავრებისას აღმოჩნდა სამი თურა ემსხვერპპლა.

გადავინაცვლეთ მეორე ნომერში და იქ სხვა სიტუაცია დაგვხვდა!ეგერებმა გვითრეს რომ ამ ნომერში მგელი იყო მოსალოდნელი და ისიც დასძინეს რომ ბებერი მგელი ყოფილა ერთი რომელსაც 5 წელია დასდევენ და ვერ იხელთებენ და რომელსაც წინა დღეს ხბო შეუჭამია!
დაიწყო ისევ ნომრებში განაწიოლება და გავიშალეთ ტყეში ეგერების მითითებით!
სარეკის დაწყება გვამცნო ჰაერში გასროლილმა თოფმა და ყველა გავირინდეთ
ცოტა ხნის შემდეგ მარეკების და ძაღლების ხმებიც მოგვიახლოვდა და აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო.
ნომრებში ერთი მეორეს მიყოლებით ვარდებოდა თოფი და არაერთჯერ!
იმ მომენტში სისხლი გეყინება და გული გამალებით იწყებს ფეთქვას მხედველობა და სმენა აასმაგებს თავის აღქმის უნარს!
მეც ვარ გატრუნული ჩემს ნომერში და ველოდები ნადირს როდის გამოვა და როდის მოვპპატიჟებ ერთ მუჭა საფანტზე...
დიდი ლოდინის და მეზობელ ნომრებში გაგონილი ზალპის შემდეგ გამოძუნძულდა ჩემთანაც მგელი.
ძალიან შორს იყო და ბევრი ბუჩქი თუ ახალწამოზრდილი ტყე ეფარებოდა რამაც არ მომცა სროლის საშუალება,ვიდექი ხეს სიბერისგან წაქცელ და ფუღურო გამომპალ ხეს ამოფარებული და ვუყურებდი,ერთ ხანს ისიც შედგა და დამიწყო თვალიერება სასროლზე კი არ მომეკარა!
ამ მომენტში ვიყავით მე და ის მგელი,მე მას ვუყურებდი და ის მე როდესაც მეზობელ ნომერში გავარდა თოფი და ამ მგელმა მოკურცხლა ტყისკენ საითაც არავინ მეგულებოდა.
დამთავრდა სარეკი,გამოვიდნენ მარეკები და ძააღლები და დავიწყეთ აშლა!
მანქანების მიმართულებით.
პირველი ნუკრი შეგვხვდა!ისედაც ეს დიდი ცისფერი თვალები სულ დამრგვალებოდა და იყრებოდა გაფაციცებით!
ისეტი აჟიტირებულ იყო ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და პაპიროსს აბოლებდა!
გავხედეთ და ერთი უშველებელი მგელი მოვლანდეთ(რომელსაც ნუკრაზე დიდი თავი ჰქონდა D.gif D.gif )
მივედით დავხედეთ და ალბათ ყველამ ერთდროულად გავიფიქრეთ ეს ის ბებერი მგელია რომელიც ვერ მოიხელთა ვერავინ!
ბევრი მილოცვების შემდეგჩამივკიდეთ ეს მგელი მონადირულად გრძელ ძელზე და გამოვეშურეთ სხვა ნომრებისკენ!
სადაც კიდევ ერთი მგელი დაგვახვედრეს გოგამ დ(გიორგევიჩ)და კახამ(ჩავლე)რამაც ერთი ორადგაგვახარ!
ასე ავკიდეთ ორივე მგელი ძელზე და ამაყად გამოვეშურეთ გასასვლელისკენ.
გზაში კიდევ ვნახეთ ბიჭები რომლებსაც თითო ტურა ჰყავდათ მონადირებული და ამან კიდევ უფრო გაგვახარა(მართალია ისე არა როგორც მგლების მონადირებამ მაგრამ არც ბევრად ნაკლებად)
გამოვედით ტყიდან და რომ შევაგროვეთ ნანადირევი აღმოჩნდა რომ 4 ტურადა 2 მგელი იყო ამ სარეკიც ნადავლი,ამას მივუმატეთ დანარჩენი სამი ტურა და ხალხის თავლები სიამაყით აღივსო!
გადავედით კიდევ ერთი სარეკის მოსაწყობად და გავნაწილდით
ყველა ემორჩილებოდა ეგერის ნათქვამს და ყველა იქცეოდა ისე როგორც ეკადრებათ ჭეშმარით მონადირეებს და ჯენტლმენებს!
გაკეთდა კიდევ ერთი სარეკი რომელიც მალე დამთავრდა და მხოლოდ კახამ(ჩავლე)ივაჟკაცა და ერთი ტურა შეჰმატა საერთო ნადავლს!
ამით მორჩა ჩვენი ნადირობა და ყველა დავბრუნდით ისევ ბაზაზე სადაც დაგვხვდა ბნ.ნუგზარი
ისევ შეიკრიბა ერთად 30 მონადირე და ისევ ოღონდ გაათმაგებული ჭინით და ინტერესით უყვებოდნენ ერთმანეთს მათ გადახდენილ ნადირობის ისტორიას!
ბნ. ნუგზარიც ერთგვარი კმაყოფილებით უყურებდა ნანადირევს და ისმენდა ერთი ლამაზი ნადირობის ამბავს!
მთელი ნადავლი ერთად შევაქუჩეთ და გადავიღეთ ერთობლივი სანადირო ფოტო და გამომშვიდობების შემდეგ გამოვეშურეთ თბილისს!
მოგეხსენებათ ქართველები ვართ და მართო კუჭს რომ არ ვუყუროთ ტრადიცია და ადათი გვავალდებულებს ასეთი ამბის შემდეგ ტრაპპეზს.
ასეც მოხდა ჭიაურის ნაკრძალიდან გამოსვლისას დავრეკეთ კაჭრეთში და დაგვახვედრეს ტრადიციული ქართული პპურმარილი რომელიც დამაგვურგვინებელი შტრიხი იყო ამ დღის!ვიქეიფეთ ვისაუბრეთ მივირთვით ოჩოპპინტრეს წარმოებული ღვინო და დავლოცეთ ახალი კლუბის წევრები.ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდებაო,გამოვეშურეთ ეს ამდენი სიკეთით ნასიამოვნები ხალხი და ჩამოვედით თბილისს.
ყველას მინდა მადლობა მოვუხადო ვინც ამ ლამაზი დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა!.კერძოდ:ბნ.თემურ ტყემალაძეს, ნუგზარ გიოშვილს და ჭიაურის მეურნეობის მთელ კოლექტივს ამ დაუვიწყარი ნადირობის მასპინძლობისთვის.
ასევე ნიკოლოზ რიჟამაძეს, გიორგი მეტრეველს და კლუბის ყველა გამგეობის წევრს იდეალურად ორგანიზებული ერთობლივი ნადირობისთვის.
ასევე ჟურნალ გზის კორესპონდენტს, ხათუნა (გვარი არ მახსოვს), ჟურნალ “გზა”-ში პროფესიონალურად მაღალ დონეზე ამ დღის გაშუქებისთვის.
და ბოლოს, მადლობა Oოჩოპინტრეს ყველა კლუბის წევრს, ასევე ყველა ფორუმელს და ყველა იმ მონადირეს, ვინც ღირსეული მონადირის სახელს ატარებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 08:51
- - ჭალიმგელა   შევიკრიბეთ მოვიკი�...   Feb 24 2013, 09:00
- - ჭალიმგელა   ადგილზე ჯერ კიდევ �...   Feb 24 2013, 09:07
- - ჭალიმგელა   სად იყო და სად არა გ...   Feb 24 2013, 09:32
- - ჭალიმგელა   ამის შემდეგ გავიარ...   Feb 24 2013, 09:40
- - ჰერცოგი   ვა მაგარია მომწონს...   Feb 24 2013, 10:03
- - ჭალიმგელა   ეგერმა ჩაგვიტარა ი...   Feb 24 2013, 10:12
- - ჰერცოგი   ტურსაშენია   Feb 24 2013, 10:31
- - ჭალიმგელა   გადავედით მეორე სა...   Feb 24 2013, 10:38
- - ჭალიმგელა   როგორც ხდება გადავ...   Feb 24 2013, 10:43
- - ჰერცოგი   ვაა აი მესმის მგელ�...   Feb 24 2013, 10:44
- - ჭალიმგელა   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 10:44
- - ბაბუ   ჭალიმგელა   Feb 24 2013, 10:47
- - hunter777   ვახ ვახ რა მაგრობა�...   Feb 24 2013, 10:50
- - T A M P L I E R   ტრადიციისამებრ რო�...   Feb 24 2013, 10:52
- - ჭალიმგელა   T A M P L I E R ჯობია სურათ�...   Feb 24 2013, 10:56
- - kardinal84   მალადეც ხალხო კარგ...   Feb 24 2013, 11:00
- - ჩიკა   მიუხედავად იმისა, �...   Feb 24 2013, 11:03
- - T A M P L I E R   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 11:05
- - ჭალიმგელა   ე ბიჭო დადეთ სურათ�...   Feb 24 2013, 11:11
- - Bonehill   ასე ხურავენ სეზონს...   Feb 24 2013, 11:17
- - კუთხა   ნუკრას 7 გასროლა კა�...   Feb 24 2013, 11:26
- - საბო   სლავნაია ბილა ოხოტ...   Feb 24 2013, 11:31
- - შოთა.03   საბო ციტატა(sabo73 @ 24t...   Feb 24 2013, 11:44
- - შალვა   გუშინ ტყემალაძეს ვ...   Feb 24 2013, 11:59
|- - საბო   ციტატა(შალვა @ Feb 24 2...   Feb 24 2013, 12:11
- - ჩავლე   გაიხარეთ ყველამ,დზ...   Feb 24 2013, 12:14
- - T A M P L I E R   მე არ მაქვს სურათე�...   Feb 24 2013, 12:17
- - ჭალიმგელა   ნუ რაკი არ ყრით სურ�...   Feb 24 2013, 12:21
- - Che Guevara   მალადეც ხალხო. საი�...   Feb 24 2013, 12:24
- - ჩელე   კარგები ხართ, მალა�...   Feb 24 2013, 12:28
- - ზაზა   хостинг фотографий   Feb 24 2013, 12:32
- - ჯეკო   მაგრებიხართ რაააა ...   Feb 24 2013, 12:36
- - ზაზა   хостинг фото залить карти�...   Feb 24 2013, 12:41
- - BIGმიშა   ყოჩაღ ბიჭებო, აი მე�...   Feb 24 2013, 12:41
- - ზაზა   загрузить картинку загруз...   Feb 24 2013, 12:44
- - ჭაღარა   ძალიან მაგარია გას...   Feb 24 2013, 12:44
- - ზაზა   хостинг изображений   Feb 24 2013, 12:45
- - gacho   მართლაც რომ ერთ-ერ�...   Feb 24 2013, 12:45
- - ზაზა   залить картинку хостинг ф�...   Feb 24 2013, 12:49
- - alika77   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 12:50
- - ზაზა   хостинг фотографий залить...   Feb 24 2013, 12:54
- - კალვერა   მართლაც დაუვიწყარ�...   Feb 24 2013, 13:02
- - კუდიგორელი   ძალიან ნასიამოვნე�...   Feb 24 2013, 13:20
- - კალვერა   მაგაროა   Feb 24 2013, 13:20
- - paata71   კარგი სეზონის დახუ...   Feb 24 2013, 13:25
- - Bonehill   რა უნდა ითქვას აბა.....   Feb 24 2013, 13:26
- - კალვერა   დანარჩენ სურათებს ...   Feb 24 2013, 13:31
- - doni   კარგი ხალხი ხართ დ�...   Feb 24 2013, 14:09
|- - T A M P L I E R   ციტატა(doni @ Feb 24 2013, 15...   Feb 24 2013, 14:22
- - kupra   მალაცი რებიატა.   Feb 24 2013, 14:17
- - Bonehill   doni შენ მაინც ხო გჯე�...   Feb 24 2013, 14:24
- - T A M P L I E R   ჩემი არა ყოველ შემ�...   Feb 24 2013, 14:29
- - Bonehill   მტრები მყავს . ერთი...   Feb 24 2013, 14:36
- - T A M P L I E R   სხვათაშორი 118 უკვე ...   Feb 24 2013, 14:39
- - Bonehill   ციტატა(nika @ 24th February 2013 ...   Feb 24 2013, 14:48
- - შალვა   ციტატა(nika @ 24th February 2013 ...   Feb 24 2013, 14:48
- - ალთაზარ   მალადცი რებიატა , ს�...   Feb 24 2013, 15:10
- - ლეონ-ბლექი   მართლაც კარგი დრო �...   Feb 24 2013, 15:40
- - Assasin   ბრავო სასტავს!!...   Feb 24 2013, 15:41
- - T A M P L I E R   ფეისბუქზე ავტვირთ�...   Feb 24 2013, 15:46
- - gagrinski   მოკლედ ძალიან მაგა...   Feb 24 2013, 16:06
- - ჭალიმგელა   T A M P L I E R სულ ეს გქონდ�...   Feb 24 2013, 16:06
- - ალთაზარ   gagrinski ხოოო სუფთა ჰაე�...   Feb 24 2013, 16:19
- - T A M P L I E R   ჭალიმგელა ციტატა(Ch...   Feb 24 2013, 16:22
- - შალვა   gagrinski ციტატა(dato gagrinski ...   Feb 24 2013, 16:27
- - rezident   ძალიან მაგრათ გინა...   Feb 24 2013, 16:38
- - ზახარა   კარგი სეზონის დახუ...   Feb 24 2013, 16:40
- - shalva-zimin   აქაც მოგილოცავთ სა...   Feb 24 2013, 16:47
- - gocha-tita   საწყალი ტურები ოხ...   Feb 24 2013, 16:55
- - ზაზა   хостинг картинок   Feb 24 2013, 17:14
- - ზაზა   хостинг фотографий залить...   Feb 24 2013, 17:24
- - hunter777   ვინმემ იცით ტელევი...   Feb 24 2013, 17:27
- - ალთაზარ   hunter777 ციტატარეპორტა...   Feb 24 2013, 17:28
|- - hunter777   ციტატა(ალთაზარ @ Fe...   Feb 24 2013, 17:53
- - T A M P L I E R   რა იყო ყველას ერთა�...   Feb 24 2013, 17:35
- - LeoTaso   საღოლ თქვენ ! დაგ�...   Feb 24 2013, 17:58
- - PREDATOR   მშვენივრად გინადი�...   Feb 24 2013, 18:16
- - temoo90   მალადეც ბიჭებო სე...   Feb 24 2013, 18:34
- - Little Fisher   ბრავო ოჩოპინტრე   Feb 24 2013, 18:39
- - საბო   სურათები გადაღებუ�...   Feb 24 2013, 19:36
- - ზახარა   საბო დიდ ზომებში ჩ�...   Feb 24 2013, 19:41
- - შოთა.03   სულ ესაა ბიჭო? დანა...   Feb 24 2013, 19:56
|- - საბო   ციტატა(შოთა.03 @ Feb 24 2...   Feb 24 2013, 19:57
- - კალვერა   ისადა რუსთავი2-ზე რ�...   Feb 24 2013, 20:04
- - შოთა.03   კალვერა ხვალეო და �...   Feb 24 2013, 20:06
- - nik@a   საუკეთესო სეზონის ...   Feb 24 2013, 20:09
- - საბო   ამ ხუთშაფათისთვის ...   Feb 24 2013, 20:10
- - შოთა.03   საბო ციტატა(sabo73 @ 24t...   Feb 24 2013, 20:16
- - გურგენა   მშვენიერი დღე იყო �...   Feb 24 2013, 20:35
- - Fishman   ფანტასტიკნური იყო ...   Feb 24 2013, 20:39
- - მამუკა   ნამდვილად, სეზონის...   Feb 24 2013, 20:40
- - კალვერა   ციტატა(khmaltevza @ 24th February...   Feb 24 2013, 20:56
- - ჩიკა   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 21:02
- - rachveli11   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 21:04
- - OQRO444   მრავალი ასეთი შედე...   Feb 24 2013, 21:27
- - ჩიკა   загрузить картинку   Feb 24 2013, 21:39
- - Maglaf   RE: 2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა   Feb 24 2013, 21:40
- - DATKA   მშვენიერი სეზონის ...   Feb 24 2013, 21:45
- - T A M P L I E R   ჩიკა რაიყო დაგავი�...   Feb 24 2013, 21:47
4 გვერდი V   1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 08:11