22LR, "გეკო" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
22LR, "გეკო" |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და მაინტერესებს ძველებური გეკო ყველაზე შორს რამდენ მეტრზე შეიძლება ესროლო ფრინველს მაგალითად იხვს ან ბატს
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 82 რეგისტრ.: 9-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემთვის პირადად ასეა,შენ მეგობარო თუ თვლი რო გჭირდება ეგ კალიბრი და გამოიყენებ მაშინ იყიდე xishnika გაიხარე. მეც ძიების პროცესში ვარ ახლა, კარგად დავფიქრდები რამდენად გამომადგება. ახლა ჩემი სიძე იფორმებს, წავიღებთ სადმე მიუვალ მინდორში და გავსინჯავ. მერე გავაკეტებ დასკვნებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
xishnika გაიხარე. მეც ძიების პროცესში ვარ ახლა, კარგად დავფიქრდები რამდენად გამომადგება. ახლა ჩემი სიძე იფორმებს, წავიღებთ სადმე მიუვალ მინდორში და გავსინჯავ. მერე გავაკეტებ დასკვნებს ![]() ვინც რა არ უნდა თქვას, იყიდე ნახევრად ავტომატი და ნადირობას რაც შეეხება გააჩნია რა ნადირობებზე დადიხარ. .22ლრ-ის (გეკოს ნუ ეძახით მაგას!!!!!) მთელი "პრელესტი" არის ვაზნების და იარაღის სიიაფე რაც გაძლევს საშუალებას ხშირად და ბევრი ისროლო და ფორმა შეინარჩუნო. არანაირად არ არის სახიფათო. ბევრს არ ესმის რომ მომაკვდინებელი ძალა ამ ვაზნების არ შეესაბამება მათ ზომებს. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი და გრძელი ლულიდან ნასროლ .22ლრ კალიბრის ტყვიას საკმაოდ სერიოზული დაზიანებების მიყენება შეუძლია, იმიტომ რომ რბილი ტყვიისგან არის დამზადებული, არ გააჩნია გარსი და მოხვედრისას ფრაგმენტირდება და საკმაოდ დიდი მოცულობის ჭრილობის ზონას ქმნის. რა თქმა უნდა შედარებით. ნახევრად ავტომატი იმიტომ რომ დიდი სხვაობა ბოლტთან შედარებით პრაქტიკულ სიზუსტეში 50-100 მეტრამდე არ არის ხოლო პირველი უფრო უნივერსალურია, გაძლევს საშუალებას სწრაფად შეიტანო შესწორება დამზინებაში და ისროლო , ეს კიდე მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ .22ლრ-ის ტრაექტორიას. "ნა ხუდოი კანეც" გამოდგება როგორც თავდაცვის იარაღის, 10 ტყვიანი სერია (ტიპიური ტევადობა ნახევრად ავტომატის) ვისაც გინდა იმას გააჩერებს. აქსესუარები ადვილად საშოვნელია და იაფია, ესეც ხალისობის ფაქტორია. შეგიძლია იაფად და მარტივად ატუნინგო შენი კარაბინი. .22ლრ უნდა ქონდეს ყველა ადამიანს ვინც ცოტა ოდნავ მაინც სერიოზულად არის განწყობილი ზუსტი სროლის მიმართ ეხლა ჩემი დაწერილი ისე მომეწონა რომ წავალ და იმ ვესტერნ ფილდს გვერძე თემაში რომ იყიდება მე თვითონ გავიფორმებ. ზე ზუსტ სროლა რაც ეხება, აქ არის ორი რამ, უმეტესობა ნახევრად ავტომატების არის ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით ხოლო ბოლტები არა. ამის გამო სასხლეტები ბოლტებს ყოველთვის ბევრად უკეთესი აქვს, რბილები, მსუბუქები და მოკლე სვლით. ეს არის ნომერ პირველი მიზეზი რატომ ერტნაირი "წონითი კატეგორიის" ბოლტები ოდნავ უკეთესები არიან ყოველთვის სიზუსტეში ვიდრე ნახევრად ავტომატები. ლაპარაკი მაქვს სიზუსტეზე როდესაც 50-მეტრზე ჯგუფი არის 5 თეთრიანის ხელა. სტანდარტული კარაბინით, იაფი ვაზნით და ოპტიკით. აბსოლუტური უმეტესობა ხელმისაწვდომი ნახევრად ავტომატების ისვრის 2-5, 3სმ ჯგუფებს როგორც არაფერი. ზოგი უფრო ზუსტებიც არის. მიზეზი მეორე რომ თუ სიჩქარის დევიაცია (ანუ სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ საწყის სიჩქარეს შორის, რომელიც მერყეობს გამომდინარე დენთის ხარსხიდან) ზეგავლენას ახდენს ნახევრად ავტომატებში საკეტის გახსნის დროზე რის გამო საწყისი სიჩქარის მერყეობა ხდება საკამაოდ დიდი რაც გამოიხატება ვერტიკალურ გაფანტვაში. თუ ვაზნები კარგია როგორც წესი ამ მოვლნას ადგილი არ აქვს. მე ესეთი რამ ვნახე მხოლოდ ერთხელ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 05:07 |